მთავარი კულინარია მაიონეზზე მომზადებული ცომი

მაიონეზზე მომზადებული ცომი

by guramus

მოგინდათ რაიმე გემრიელის გამოცხობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაცივარში არც კვერცხი მოგეპოვებათ და არც რაიმე ცხიმი? არ იდარდოთ. თუ მაიონეზი გაქვთ სახლში, პრობლემა მოგვარებულია. საფუარი და ფქვილი ალბათ კარადაშია! დროა დაიწყოთ მოქმედება.

მაიონეზით მომზადებული ცომი

დღეს გთავაზობთ შესანიშნავი ცომის რეცეპტს, რომელსაც გამოცხობისთვისაც გამოიყენებთ და უგემრიელესი ხორცის ღვეზელის მოსამზადებლადაც. ეს ცომი განსაკუთრებით უხდება პიცას. მისი ფუძე აუცილებლად ხრაშუნა იქნება.

ინგრედიენტები

  • 160 გ მაიონეზი
  • 25 გ საფუარი
  • 250 მლ მდუღარე წყალი
  • ოთხი ჭიქა ფქვილი
  • სამი ჩ. კ. შაქარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. თავიდან  მშრალ საფუარს დაასხი ცხელი წყალი და დატოვე გასახსნელად 15 წუთით.

2. ამ დროის გასვლის შემდეგ საფუარიან წყალში ჩაამატე მაიონეზი, შაქარი და ცოტა მარილი. ნარევი კარგად ათქვიფე სათქვეფით.

3. გაცერი ფქვილი და მოზილე ცომი. ფქვილი უნდა ჩაყარო ძალიან ნელა და თან ურიო. საბოლოოდ რბილი ელასტიური ცომი უნდა გამოვიდეს.

4. ცომი დადგი თბილ ადგილას ორი საათის მანძილზე. ამის შემდეგ თამამად დაიწყე პიცის ან ღვეზელის ფუძის მომზადება.

ამ ცომით რაიმე ტკბილის გამოცხობაც შეგიძლიათ, რადგან აქ მაიონეზის გემო სულ არ იგრძნობა. სცადეთ მაიონეზიანი ცომით მოამზადოთ კენკრის მურაბის ან ცოცხალი ალუბლის შიგთავსიანი ღვეზელი.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს სოცქსელში!