მთავარი რჩევები “მხედველობის პრობლემები დამეწყო. ოფალმოლოგმა ეს ვარჯიშები მირჩია. ერთ თვეში მხედველობა 90%-ით გამიუმჯობესდა.”

“მხედველობის პრობლემები დამეწყო. ოფალმოლოგმა ეს ვარჯიშები მირჩია. ერთ თვეში მხედველობა 90%-ით გამიუმჯობესდა.”

by guramus

გთავაზობთ თვალის ვარჯიშებს, რომლებიც ერთ თვეში თქვენს მხედველობას 90%-ით გააუმჯობესებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვარჯიშები ყოველდღიურად აკეთოთ, რათა შედეგი მაქსიმალური გქონდეთ.

მარცხნივ და მარჯვნივ

გაიხედეთ წინ სივრცეში. თავის მოძრაობის გარეშე შეეცადეთ გაიხედოთ ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ. გაიმეორეთ აღნიშნული ხუთჯერ.

ზემოთ და დაბლა

გაიხედეთ წინ სივრცეში. თავის მოძრაობის გარეშე შეეცადეთ აიხედოთ მაღლა, დაყავით ასე რამდენიმე წამი, შემდეგ დაიხედეთ დაბლა. ამ მდგომარეობაშიც დაყავით რამდენიმე წამი. გაიმეორეთ ეს ვარჯიში სამჯერ.

თვალების დიაგონალურად მოძრაობა

გაიხედეთ წინ სივრცეში. თავის მოძრაობის გარეშე დაიხედეთ დაბლა, შემდეგ მაღლა აიხედეთ. ამის შემდეგ გაიხედეთ მარცხნივ, შემდეგ – მარჯვნივ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ხუთჯერ, შემდეგ გაიხედეთ წინ სივრცეში და გააკეთეთ იგივე ციკლი მეორე მიმართულებით. გაიმეორეთ მთლიანი ციკლი სამჯერ.

თვალების წრიული მოძრაობა

თავის მოძრაობის გარეშე გაიხედეთ მარცხნივ და ნელ-ნელა დაატრიალეთ თვალები საათის ისრის მიმართულებით. გააკეთეთ იგივე საწინააღმდეგო მიმართულებით. ვარჯიში უნდა გააკეთოთ 5-ჯერ.

ახლოს და შორს

მოახდინეთ ფოკუსირება ფანქარზე ან ახლოს მდებარე რომელიმე ნივთზე. ნივთი თვალებიდან უნდა იყოს 20-30 სანტიმეტრით დაშორებული. ამის შემდეგ დააკვირდით სხვა ნივთს, რომელიც გაცილებით მოშორებულია. შეხედეთ ფანქარს ისევ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 5-ჯერ.

კონცენტრაცია #1

შეეცადეთ მოახდინოთ კონცენტრირება და გაიხედოთ თქვენი წარბების მიმართულებით ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. შეისვენეთ რამდენიმე წამით და გაიმეორეთ იგივე. სასურველია გაიმეოროთ ეს ვარჯიში 3-ჯერ.

კონცენტრაცია #2

შეეცადეთ მოახდინოთ კონცენტრირება და გაიხედოთ თქვენი ცხვირის მიმართულებით ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. გაიმეორეთ ვარჯიში 3-ჯერ.

მასაჟი #1

დახუჭეთ თვალები. დაძაბეთ თვალის კუნთები ორი-სამი წამის განმავლობაში, შემდეგ მოდუნდით და გაიმეორეთ კვლავ. 10-ჯერ უნდა გააკეთოთ ეს ვარჯიში.

მასაჟი #2

დახუჭეთ თვალები. დაიზილეთ ქუთუთოები ნაზად. აუცილებელია მოძრაობები განახორციელოთ ნაზად. დაიზილეთ ქუთუთოები საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ საწინააღმდეგოდ.