მთავარი კულინარია ბოსტნეულის ტოლმა ზამთრისთვის

ბოსტნეულის ტოლმა ზამთრისთვის

by Keti

წლის ნებისმიერ პერიოდში ბოსტნეული  საპატიო ადგილს იკავებს ჩვენს მენიუში. თუნდაც ის კონსერვირებული იყოს. მთავარია, მომზადების რეცეპტი უნივერსალური და ოპტიმალური იყოს და ამასთან არც მოსაწყენი.

დღეს სწორედ ასეთ გამორჩეულ რეცეპტს შემოგთავაზებთ – როგორ მოვამზადოთ კომბისტოს მარინადი, რომელსაც ოდნავ მწარე და პიკანტური გემო აქვს. პროდუქტების ნუსხაში გირჩევთ ჭარხლის შეტანასაც.

ინგრედიენტები

  • ერთი თავი კომბოსტო
  • ნახევარი კგ სტაფილო
  • ერთი ცალი ჭარხალი
  • სამი კბილი ნიორი
  • ორი ცალი ბულგარული წიწაკა
  • ერთი თავი ხახვი
  • ერთი ცალი წიწაკა ჩილი
  • ერთი ლ წყალი
  • ხუთი ს. კ. შაქარი
  • ორი ცალი დაფნის ფოთოლი
  • ორი ს. კ. მარილი
  • 100 გ ძმარი
  • სურნელოვანი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ჯერ მოამზადე კომბოსტოს ფურცლები. ამისათვის კომბოსტოს თავი ჩადე მიკროტალღურ ღუმელში ათი წუთით, რათა ფოთლები იოლად მოსცილდეს. შემდეგ გააცალკევე ფოთლები და ამოაჭერი სქელი ღეროები.

2. ახლა მოამზადე შიგთავსი. ამისათვის დაჭერი ყველა სახის ბოსტნეული: ხახვი დაჭერი წვრილად ან ნახევარრგოლების სახით, სტაფილო გახეხე მსხვილ სახეხზე, ბულგარული წიწაკა დაჭერი ზოლებად, ხოლო ჩილი – წრეებად.

3. ხახვი შეწვი ზეთში ნახევრად. დაამატე სტაფილო, წიწაკები და გაჭყლეტილი ნიორი. მოშუშე ბოლომდე. გადმოდგი ცეცხლიდან და ბოლომდე გააციე.

4. ბოსტნეულის შიგთავსი შეახვიე კომბოსტოს ფოთლებში. ტოლმა ჩაალაგე გასტერილებულ ქილებში, თან ფენებად ჩააყოლე ოხრახუში, ხოლო ცენტრში ან ქილის გვერდებზე ჭარხლის ნაჭრები ჩაუდე.

5. მოამზადე მარინადი: ერთ ლიტრ წყალში ჩაყარე მარილი, შაქარი, სურნელოვანი პილპილი, დაფნის ფოთოლი და წამოადუღე, შემდეგ გადმოდგი ცეცხლიდან, დამატე ძმარი და აურიე.

6. მარინადი დაასხი ბოსტნეულის ტოლმას და გაასტერილე 25 წუთის მანძილზე. შემდეგ მოხუფე, შეფუთე და დატოვე გასაციებლად. ნამზადი შეინახე ბნელ და გრილ ადგილას.

ჭარხლის რბილობი კონსერვს მისცემს სასიამოვნო ფერს და არომატს. ამის მსგავსად, ზამთრისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ არა მხოლოდ ბოსტნეულის, არამედ ჩვეულებრივი ტოლმაც – ხორცითა და ბრინჯით. გემრიელად მიირთვით!

როგორ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი? გაგვიზიარეთ კომენტარებში, თქვენ თუ აკეთებთ ზამთრისთვის კონსერვებს და რა სახის?

ეს რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოციალური ქსელების საშუალებით!