მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ შოკოლადი სახლის პირობებში

როგორ მოვამზადოთ შოკოლადი სახლის პირობებში

by Keti

როცა შემოდგომაა და გრილდება, ყველას სურს შეიფუთოს პლედით და მიირთვას რაიმე გემრიელი და თბილი. რუხი გარემოსა და პირქუში ამინდების გამო ორგანიზმში ენდორფინების რაოდენობა არასაკმარისია, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ მათ გაზრდას ტკბილი და არომატული ცხელი შოკოლადის საშუალებით.

დღეს გთავაზობთ ცხელი შოკოლადის რამდენიმე შესანიშნავ რეცეპტს.

სახლის ცხელი შოკოლადი

ჩვეულებრივი შოკოლადის გემოს გამრავალფეროვნებისთვის გთავაზობთ 10 უჩვეულო რეცეპტს, ტკბილს, არომატულს, მწარეს – გემოვნებათა შესაბამისად.

პიტნის

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 50 გ რძიანი შოკოლადი
  • ერთი ჩ. კ. პიტნა

მომზადება

რძე აადუღე. როცა წამოდუღდება, დაამატე რძიანი შოკოლადი. ხარშე ნელ ცეცხლზე, სანამ შოკოლადი სრულად გაიხსნება და მასა ერთგვაროვანი გახდება. შემდეგ დაამატე დაქუცმაცებული პიტნა და ადუღე კვლავ ორი წუთი. დატკბი არომატული სასმელით.

ფორთოხლის

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • ნახევარი ს. კ. შაქარი
  • ნახევარი ს. კ. ფორთოხლის ცედრა
  • 60 გ მწარე შოკოლადი

მომზადება

ცედრა გახეხე წვრილ სახეხზე, წამოადუღე რძე და დაამატე მას ცედრა და შაქარი. ხარშე 5 წუთი. შემდეგ დაამატე შოკოლადი და ხარშე მის სრულ გადნობამდე. შენი შემოდგომის სასმელი ფორთოხლის არომატით მზად არის!

ვეგეტარიანული

ინგრედიენტები

  • 300 მლ ნუშის რძე
  • ერთი ს. კ. არატკბილი კაკაო
  • ორი ჩ. კ. ყავისფერი შაქარი

მომზადება

ეს ვარიანტი მოუხდება მათ, ვისაც არ უყვარს ძროხის რძე ან ალერგია აქვს. წამოადუღე ნუშის რძე, ჭიქაში ჩაყარე კაკაო და დაამატე მცირე რაოდენობის რძე. აურიე, სანამ კაკაო მთლიანად არ გაიხსნება. შემდეგ ნარევი ჩაასხი რძეში და მიიყვანე ადუღებამდე. დაამატე შაქარი.

მწარე

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 150 გ მწარე შოკოლადი
  • ნახევარი ჩ. კ. დარიჩიმი
  • ერთი მწიკვი მწარე წითელი წიწაკა

მომზადება

აადუღე რძე, დაამატე დარიჩინი და წიწაკა. ხარშე 2 წუთი, შემდეგ დაამატე შოკოლადი და ხარშე, სანამ შოკოლადი სრულად გაიხსნება. შენი მწარე შოკოლადი მზად არის!

არაქისის

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 75 მლ ნაღები (15%იანი ცხიმიანობის)
  • 120 გ რძიანი შოკოლადი
  • ერთი ს. კ. არაქისის პასტა

მომზადება

გააცხელე ნაღები, არ აადუღო. დაამტვრიე შოკოლადი და შეურიე ნაღებს, გაადნე. შემდეგ ჩაასხი ნარევი ცხელ რძეში, აურიე და მიიყვანე ადუღებამდე. ბოლოს დაუმატე არაქისის პასტა და ხარშე კვლავ ერთი წუთი.

გოგრის

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • ერთი ჩ. კ. ნეკერჩხლის სეროფი
  • ერთი ჩ. კ. კაკაო
  • დაფქული იმბირი
  • მუსკატის კაკალი
  • დაფქული მიხაკი
  • დაფქული სურნელოვანი პილპილი

მომზადება

ამ სურნელოვან სასმელს დაუჯერებელი გემო და არომატი აქვს. აღნიშნული საკმაზების წყალობით, გოგრის გემო არაჩვეულებრივი ხდება. კაკაოს შეურიე თითო მწიკვი ყველა საკმაზი. მოამზადე იმავე სქემით, როგორც ვეგეტარიანული. სულ ბოლოს დაამატე ნეკერჩხლის სეროფი.

ნუტელა

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • ორი ს. კ. ნუტელა
  • ერთი ს. კ. კაკაო
  • მწიკვი მარილი

მომზადება

კაკაო მოხარშე ზემოთ აღწერილი მეთოდით. უკვე მზა სასმელში ჩაამატე ნუტელა და მწიკვი მარილი. აურიე და დატკბი უჩვეულო გემოთი.

კარამელის

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 150 გ ნაღების შოკოლადი
  • 75 მლ ცხიმიანი ნაღები (15%)
  • კარამელის სეროფი

მომზადება

წამოადუღე რძე, დაამატე ნაღები. გაადნე ამ ნარევში შოკოლადი და ბოლოს დაამატე კარამელის სეროფი. გააციე და დატკბი შესანიშნავი გემოთი.

ლავანდის

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 50 გ თეთრი შოკოლადი
  • გამხმარი ლავანდის ყვავილები

მომზადება

წამოადუღე რძე, დაამატე 2 ტარო ლავანდის მშრალი ყვავილი. მოხარშე 5 წუთი, შემდეგ გადაწურე. რძეში გაადნე შოკოლადი და ხარშე კვლავ 2 წუთი. დატკვი ლავანდის გასაოცარი არომატით.

ირლანდიური

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 50 გ რძიანი შოკოლადი
  • 60 მლ ლიქიორი ბეილისი

მომზადება

შოკოლადი გაადნე რძეში, გადმოდგი ის ცეცხლიდან, გააციე და დაამატე ლიქიორი. თუ ლიქიორი არ გაქვს, დაამატე ცოტა ვისკი ან კონიაკი. ეს სასმელი საუკეთესოდ გაგითბობთ შემოდგომის საღამოს.

ყოველ ამ სასმელს შეგიძლია დაამატო ზეფირი. მასთან ერთად შოკოლადი უფრო გემრიელი და ტკბილია. ამ რეცეპტით მომზადებული ყველა სასმელი გაჩუქებს შესანიშნავ განწყობას და შემოდგომის დღეებს გაგილამაზებს.

ჩამოთვლილთაგან რომელი რეცეპტი მოგეწონა ყველაზე მეტად შენ? მოგვიყევი კომენტარებში! ეს სტატია კი შენს მეგობრებსაც გაუზიარე!