მთავარი კულინარია რეცეპტი ყავა თაფლით

რეცეპტი ყავა თაფლით

by Keti

გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, თუ რა ცოტა ვიცით ისეთ მეგაპოპყლარულ სასმელზე, როგორიც არის ყავა. პირველ რიგში, მისი ზომიერი რაოდენობით გამოყენება არამხოლოდ არ ვნებს ორგანიზმს, არამედ შეუძლია მისი საგრძნობი გაჯანსაღება. მეორე რიგში, თქვენ არასდროს დაუსვამთ კითხვას თავს – შაქრით მიირთვათ ყავა თუ მის გარეშე?!

ნატურალური ყავა, რომელსაც დამატებული აქვს ერთი კოვზი თაფლი, სულ არ არის ის, რასაც ყავახანებში ამზადებენ. ინგლისში ამ სასმელს იყენებდნენ გაციებასთან საბრძოლველად, მე16 საუკუნიდან. ჩვენ აგიხსნით, რატომ უნდა ისარგებლოთ ამ ძველი რეცეპტით.

რა სარგებლობა მოაქვს თაფლიან ყავას

თავიდან უნდა განვმარტოთ, რომ ყავის მოხმარება არ ვნებს ჯანმრთელობას: მისი ორი ჭიქა დღეში მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, შესაბამისად, აქვეითებს ინფარქტის რისკს. თავად ყავა კი არ არის მავნებელი, არამედ მასში შაქრის არსებობა. და რა მოხდება, თუ ამ ტკბილ დანამატს თაფლით შევცვლით?

თაფლი შედგება ფრუქტოზისა და გლუკოზისგან, მასში ამ ორივე ნივთიერების შემადგებლობა 60%ზე მეტია. 10% სხვა შაქრებს უკავია, მაშინ როცა ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობა მხოლოდ 4%ს აღწევს. მიუხედავად ამისა, ეს სულ სხვა შაქარია, რადგან მას ბუნებრივი წარმოშობა აქვს, განსხვავებით თეთრი რაფინირებული სინთეტიკური შაქრისგან.

თაფლი თავისი ნატურალური შემადგენლობით იოლად შეითვისება ორგანიზმის მიერ და ამ დროს არ ხდება კალციუმის გამორეცხვა, არ გროვდება მისი შაქარი ცხიმის სახით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის – თუ თქვენ საერთოდ უშაქრო ჩაის სვამთ, უმჯობესია, დაფიქრდეთ ფუტკრის პროდუქტის დამატებაზე.

თუ თაფლს დაამატებ გაციებულ, ჯერ კიდევ თბილ ყავაში (დაახლოებით 40 გრადუსზე), თაფლში შემავალი ვიტამინები შენარჩუნებული იქნება. არსებობს მითი მავნე ტოქსინის შესახებ, რომელიც თაფლის გაცხელებისას გამოიყოფა. თუმცა მცირე რაოდენობით ამავე ტოქსინს გამოყოფს სხვა პროდუქტებიც თერმული დამუშავებისას. თაფლის დამატების აზრი ნელ-თბილ წყალში, მათ შორის ყავაში, არის იმაში, რომ შენარჩუნებული იყოს ენზიმები.

გარდა ამისა, თაფლში ბევრი B ჯგუფის ვიტამინი, რკინა, მაგნიუმი და ფოსფორია. თაფლიან ყავას აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები.

სულ სხვა საქმეა გემო. ამ გამამხვენებელი სასმელის ჭეშმარიტი დამფასებლებისთვის ეს შეიძლება საინტერესო ექსპერიმენტი გახდეს. თუ მოგწონთ ყავის კლასიკური გემო, გამოიყენეთ რბილი გემოს თაფლი, მაგალითად აკაციის. მაგრამ თუ უფრო მკვეთრი გემოს ყავა გსურთ, აიღეთ ცაცხვის ან წიწიბურას თაფლი.

მხოლოდ ინგლისელებს არ უყვართ თაფლიანი ყავა, თურქეთში ამ სასმელს არანაკლებ აფასებენ, ხოლო მავრები ჯერ კიდევ 100 წლის წინ იყენებდნენ თაფლიან ყავას სამკურნალო მიზნით. მას ხშირად ნიორსაც ამატებდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში გასინჯვად ღირს, ხოლო რაფინირებულ შაქარზე სასურველია, რომ საერთოდ უარი თქვათ.

გაუზიარეთ ეს სასიამოვნო იდეა თქვენს მეგობრებსაც!