ჭარბი წონა მუდმივი პრობლემაა და ყველა ჩვენგანის წინაშე ერთხელ მაინც წამოჭრილა წონაში კლების საკითხი. უამრავი დიეტა არსებობს, მაგრამ უმრავლესობა მათგანს თავისი გვერდითი მოვლენები აქვს. ამ დროს საჭიროა ისეთი პროდუქტების ჩართვა მენიუში, რომლებიც სასურველი გახდომის პროცესში ორგნიზმს არ დააზიანებს და, პირიქით, გამოფიტვისგანაც დაიცავს მას. ცნობილია, რომ წონაში კლებას თან მოსდევს ნაოჭების გაჩენა, კანის გამოშრობა და მოდუნება და ა. შ…
გთავაზობთ ბულიონის დიეტას, რომელიც თქვენს კანს და მთელ სხეულს წესრიგში მოიყვანს. არ იდარდოთ – ეს არ არის მონოდიეტა. წონაში დასაკლებ დიეტებს შორის მას ერთ-ერთი პრესტიჟული ადგილი უკავია. ამ დიეტას აღმერთებენ გვინეტ პელტროუ და სალმა ხაიეკი.
ბულიონის სასარგებლო თვისებები
ბულიონით წონაში კლების სისტემის დამფუძნებელი არის ნუტრიციოლოგი კელიენ პეტრუჩი. მისი თქმით, ამ დიეტის დაცვით ადამიანს შეუძლია დაიკლოს შვიდ კგ- მდე სამ კვირაში. გარდა ამისა, შესაძლებელია კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაც. ასევე ცხელი ბულიონი – საუკეთესო საშუალებაა გაციების საწინააღმდეგოდ. ეს უკანასკნელი კი დიდი პრობლემაა წლის ცივ პერიოდში და ადრე გაზაფხულზე, როცა ორგანიზმი მწვავედ განიცდის ვიტამინების ნაკლებობას. ბულიონს აქვს ის თვისებაც, რომ იგი ახანგრძლივებს დანაყრების შეგრძნებას. მასში არ არის ნახშირწყლები და ამდენად შეიცავს ძალიან ცოტა კალორიას. ამ მიზეზის გამო ბულიონის დიდი რაოდენობით მირთმევა თავისუფლად შეიძლება. ის ორგანიზმს ეხმარება ტოქსინების გამოყოფაში და ამასთან აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს.
კელიენ პეტრუჩი რეკომენდაციას გვაძლევს კვირაში ორჯერ მოვაწყოთ განსაკუთრებული განტვირთვის დღეები. მთავარია ეს დღეები ერთმანეთის მიყოლებით არ იყოს. აღნიშნული განტვირთვისთვის არსებობს კვების ორი ვარიანტი: პირველი – მთელი დღე სვამ ბულიონს და მეორე ვარიანტი – ბულიონს იღებ მხოლოდ საღამოს შვიდ საათამდე, შემდეგ კი მიირთმევ სმუზს. დანარჩენი ხუთი დღის განმავლობაში შეგიძლია მიიღო მრავალფეროვანი საკვები ოღონდ გარკვეული შეზღუდვებით.
კერზოდ, არანაირი გლუტენი, სოიო, რძის პროდუქტი, კონსერვი და შაქარი არ შეიძლება. ძირითად რაციონს უნდა შეადგენდეს ქათმის, ინდაურის, ცხვრის ხორცი, ასევე თევზი, ბოსტნეული, ხილი, კვერცხი, თხილეული, და რა თქმა უნდა, სწორად მომზადებული ბულიონი. აუცილებელია მოხარშო ძვლიანი ხორცი. სწორედ ის აძლევს ბულიონს კვებით ღირებულებას, ხოლო კანს და სახსრებს – კოლაგენს. ამ მიზნით გამოდგება ქათმის, ინდაურის, ასევე საქონლის ხორცი. ხარშვისას შეგიძლია დაამატო სტაფილო, ნიახური, ხახვი, ნიორი… ბოლოსკენ კი – ვაშლის ძმარი.
ბულიონი უნდა მოამზადო აუცილებლად ძალიან დაბალ ცეცხლზე. საქონლის ძვლიანი ხორცი უნდა ხარშო 12 დან 24 საათის განმავლობაში. ხოლო ქათმის ხორცი 6-8 საათი იხარშება. თევზის ბულიონის მომზადებისთვის კი საჭიროა ერთი საათი. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, თუმცა შედეგი ამად ღირს.
ბულიონი უკვე დიდი ხანია აღიარებულია დიეტოლოგების მიერ. თუმცა მისი ხანგრძლივი მიღება რეკომენდებული არ არის. პეტრუჩის დიეტა გათვლილია მხოლოდ სამ კვირაზე, კვირაში ორი არამიყოლებული დღით.
მოგვიყევით კომენტარებში, უკავია თუ არა ბულიონს თქვენს რაციონში რაიმე განსაკუთრებული ადგილი. ეს საინტერესო სტატია კი გაუზიარეთ მეგობრებს სოცქსელით!