კატები ადამიანებად არ აღგვიქვავენ. ამის მაგივრად ისინი თანასწორად გვთვლიან, როგორც სხვა კატებს.
თავის მოდებით ისინი რეალურად გვესალმებიან როგორც მათი ოჯახის ერთ-ერთ წევრს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის სავარაუდოდ ყველაზე უსახური, დიდი და დაუდევარი კატა ვართ იმათ შორის, რაც კი უნახიათ, თუმცა მაინც გვიღებენ საკუთარ ოჯახში და ვუყვარვართ ყოველთვის.
წავები პატარაობაში კენჭს პოულობენ და მთელი ცხოვრების მანძილზე ინახავენ მას
ისინი მას იღლიებთან ხორცის მოკეცვით მიღებულ ჯიბეში ინახავენ.
თქვენი ძაღლს სავარაუდოდ ესიზმრებით
არსებობს პატარა თაგვების სახეობა, რომელსაც ყვავილებში სძინავს
ძროხებს საუკეთესო მეგობრები ყავთ და უფრო ბედნიერები ხდებიან მათთან ყოფნისას
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სოციალური კავშირის მქონე ძროხებს ერთად ყოფნისას გულის ცემის სიხშირე უმცირდებათ და უფრო მშვიდად არიან, ვიდრე ცალ-ცალკე ყოფნისას.
ფილმებში გადაღებისას ძაღლების კუდის კომპიუტერული ეფექტებით დამუშავება ხდება საჭირო, რადგან ისინი სიხარულისგან გამუდმებით აქიცინებენ მას, რადგან უხარიათ კარგად მოქცევა
ეს უამრავი ცნობილი სერიალისა და ფილმის გადაღებისას გახდა საჭირო, რადგან კუდის ქიცინის გამო ძაღლები სცენისთვის საჭირო სერიოზულ და საშიშ იერს კარგავენ. კუდის ქიცინი იმითაა გამოწვეული, რომ მათ უხარიათ კარგად მოქცევა და დავალებების შესრულება.
ძაღლებს შეუძლიათ გამოიცნონ როდის დაბრუნდებით სახლში, ოთახში დარჩენილი თქვენი სურნელის რაოდენობის მიხედვით
ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ძაღლებს თქვენი დაბრუნების დროის ამოცნობა? თუკი ისეთი ადამიანების რიგს მიეკუთვნებით, რომლებიც ყოველდღიური რუტინით ცხოვრობენ, მაშინ თქვენი ძაღლმა შეიძლება კართან ლოდინი ან ფანჯარაში ყურება დაიწყოს იმ დროს, როდესაც თქვენი სახლში დაბრუნების დრო მოახლოვდება. ამას ისინი სახლში დარჩენილი თქვენი სურნელის რაოდენობის მიხედვით განსაზღვრავენ და რაც უფრო გაქრობის პირასაა თქვენი სურნელი ოთახში, მით უფრო მალე ელიან თქვენ დაბრუნებას ძაღლები.
დელფინები საკუთარ შვილებს მუცელში ყოფნისას უმღერიან
სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, დედა დელფინები თავისთვის დამახასიათებელი შტვენით უმღერიან შვილს ორსულობისას. ეს შტვენა მიზანმიმართულია იმისათივის, რომ შვილმა მშობლის ხმა, როგორც სახელი დაიმახსოვროს და დაბადების შემდეგ მისი ამოცნობა და მიგნება მარტივად შეძლოს. პატარა დელფინის დაბადების შემდეგ ირგვლივ არსებული დელფინები ნაკლებად მიმართავენ შტვენას, რათა ახალშობილმა დედის შტვენის ამოცნობა და პოვნა უფრო ადვილად დაიმახსოვროს.
ყორნები სახეებს იმახსოვრებენ და შეგიძლიათ მათ დაუმეგობრდეთ
რათქმაუნდა მათი დამეგობრებისთვის საჭმელი დაგჭირდებათ მოსყიდვისათვის, თუმცა მას შემდეგ რაც ისინი დაგიმახსოვრებენ და ამოგიცნობენ, თქვენთან უპრობლემოდ მოფრინდებიან. ეს მართლაც ღირს ცდად.