მთავარი რჩევები 9 მარტივი ხერხი ობობების სახლიდან სამუდამოდ მოსაშორებლად

9 მარტივი ხერხი ობობების სახლიდან სამუდამოდ მოსაშორებლად

by guramus

გეშინიათ ობობების? რეალურად, ობობების მხოლოდ რამდენიმე სახეობაა ადამიანებისთვის საშიში, ამიტომაც, დაცული ხართ. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ობობები ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან და ეს მართალია.

მათ შეუძლიათ დაიჭირონ მწერები და ავადმყოფობის გადამტანი კოღოები. ამას ვერ დავუკარგავთ. მაგრამ, ზოგიერთ ადამიანს გაუცნობიერებელი შიში ამოძრავებს და მათ დანახვა ზაფრავს.

წარმოგიდგენთ ეფექტურ, ბუნებრივ გზებს, იმისთვის, რომ ისინი თავიდან აიცილოთ.

1. პიტნის ზეთი + სარეცხი სითხე

მოამზადეთ 3 ჭიქა წყალი, 1 ს.კ. სარეცხი ფხვნილი და 1 ს.კ. პიტნის ზეთი. აურიეთ ყველაფერი. ჩაასხით სპრეი ბოთლში. აანჯღრიეთ რამდენჯერმე. ამგვარად მათ გააქცევთ და არ მოკლავთ.

2. დარიჩინი

ობობები ვერ იტანენ დარიჩინის სურნელს. შემოატარეთ ის სახლში და სულ ეს არის: ობობები ამ სახლს აღარ ესტუმრებიან.

3. პიტნის ეთერზეთში ამოვლებული ბამბის ბურთულები

პიტნის ეთერზეთი კიდევ ერთი ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა. დაალბეთ ბამბის ბურთულები მასში. მათ საუცხოო სუნი აქვთ და ობობებისგანაც განგითავისუფლებენ საცხოვრებელს.

4. წაბლი

წაბლიც დაგეხმარებათ. დადეთ ისინი უბრალოდ სახლში და ობობებს ვეღარ შენიშნავთ.ისინი შეიცავენ ელემენტს, რომელიც ობობებს არ უყვართ.

5. მარილიანი წყალი

ის გამოგადგებათ ობობების მოსაკლავად. ჩაყარეთ ცოტაოდენი მარილი 1 სათლ თბილ წყალში, ჩაასხით სპრეის ბოთლში და მოასხით გარშემო.

6. თეთრი ძმარი

ობობები ვერ იტანენ თეთრი ძმრის სუნს, ისევე როგორც დარიჩინის. ჩაასხით ის წყალში და მოაპკურეთ გარშემო.

7. ციტრუსის კანი

ობობები ვერ იტანენ ციტრუსებს. დააწყვეთ ფორთოხლის ქერქები მათ საყვარელ ადგილებზე, რათა გააქციოთ. ლიმნის სურნელით გაჟღენთილი ავეჯიც კარგად იმოქმედებს მათზე.

8. კედარის საკიდები

თუ არ გსურთ ობობა კარადაში იხილოთ, კედრის საკიდები გამოიყენეთ. მათ არც ეს მასალა ხიბლავთ.

9. ქოქოსის ზეთი

ესეც ერთ-ერთი კრეატიული გადაწყვეტილება. გამოიყენეთ ნაზავი 1/3 ქოქოსის ზეთის და 2/3 წყლის. ჩაასხით სპრეის ბოთლში და მოასხით სახლში.

გახსოვდეთ, რომ ობობები კეთილები და სასარგებლოები არიან და ეცადეთ არ მოკლათ. თუ არ შეაწუხებთ, არც ისინი შეგაწუხებენ.