917
ახალი ორაგული, ვირთევზა და თინუსი – გემრიელი, მაგრამ ძვირია. ამიტომაც ხშირი მოხმარებისთვის გირჩევთ იაფ ვარიანტებს.
მინტაი, მოივა, ზოგიერთი ვირთევზა, სკუმბრია – ეს სახეობები მდიდარია ცხიმიანი მჟავებით და ისეთივე გემრიელია, როგორც ელიტარულები. ამასთან, სამჯერ იაფი ღირს. გირჩევთ მარტივ რეცეპტებს.
კერძები იაფი თევზისგან
მინტაი, ჩათუშული სოიოს სოუსში
ინგრედიენტები
- 2 კგ მინტაი
- 150 მლ სოიოს სოუსი
- 50 მლ წყალი
- 10 გ შაქარი
- 2 ს. კ. მზესუმზირის ზეთი
- 0,5 კონა მწვანე ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 1 წიწაკა ჩილი
მომზადება
- გაასუფთავეთ მინტაი შავი ქერქისგან, მოაცილეთ ფარფლები. დაჭერით პროპორციულ ნაჭრებად.
- მარინადისთვის აურიეთ სოიოს სოუსი, შაქარი, წყალი, ზეთი. მიიყვანეთ მასა ადუღებამდე, მაშინვე გადმოიღეთ ცეცხლიდან.
- ბოლოკი დაჭერით წრიულ ნაჭრებად, ჩაალაგეთ ქვაბში, ზევიდან დააწყვეთ თევზის ნაჭრები. დაასხით მინტაის მარინადი, დადგით გაზქურაზე. ადუღების შემდეგ ჩათუშეთ ნელ ცეცხლზე 40 წთ.
- დაუმატეთ თევზს დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი და ჩილი. მოამზადეთ კიდევ 5 წთ.
მოივა ჩაიში
ინგრედიენტები
- 300 გ მოივა
- მარილი
- 100 მლ წყალი
- 1 პაკეტი შავი ჩაი
- 1 ხახვი
- 0,5 ჩ. კ. შაქარი
- 0,5 ს. კ. ლიმნის წვენი
- 20 მლ მზესუმზირის ზეთი
- 1 დაფნის ფოთოლი
- პილპილი
მომზადება
- მოხარშეთ მაგარი ჩაი, დაუმატეთ ლიმნის წვენი, მარილი, შაქარი, პილპილის ბურთულები. ხახვი დაჭერით თხელ ნაჭრებად.
- მოივა გარეცხეთ, გაამშრალეთ ქაღალდის პირსახოცით, მოათავსეთ ტაფაზე ზეთთან ერთად. დაასხით ჩაი, ზევიდან მოათავსეთ დაჭრილი ხახვი და დაფნის ფოთოლი.
ვირთევზა, გამომცხვარი არაჟანში
ინგრედიენტები
- 800 გ ვირთევზა
- მარილი
- 0,5 ს. კ. ლიმნის ცედრა
- 2 ს. კ ლიმნის წვენი
- შავი პილპილი
- 100 გ არაჟანი
- 100 გ მაგარი ყველი
მომზადება
- დაამუშავეთ თევზი. წვენი, ცედრა და გახეხილი ყველი აურიეთ არაჟანთან.
- ნახევარი თევზი მოათავსეთ ფოლგაზე, წაუსვით ნახევარი სოუსი. ზევიდან დაადეთ დარჩენილი ფილე, რომელსაც შემდგომ წაუსმევთ სოუსს. მოკეცეთ ფოლგის კუთხეები, ისე რომ თევზს არ ეხებოდნენ. კამარას ფორმა უნდა გამოგივიდეთ.
- გოაცხვეთ 20 წთ. 200 გრადუსზე.
სკუმბრია, გამომცხვარი ბოსტნეულთან
ინგრედიენტები
- 2 სკუმბრია
- 1 სტაფილო
- 1 ხახვი
- 2 ს. კ. მცენარეული ზეთი
- პილპილი
- მარილი
- 1 ჩ. კ. შაქარი
- 1 ს. კ. ტომატპასტა
- 1 ჭიქა წყალი
მომზადება
- თევზი დაამუშავეთ. მიღებულ ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე.
- სტაფილო გახეხეთ სქლად. ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად. მიღებული ბოსტნეული შეწვით მზესუმზირის ზეთში დაუმატეთ ტომატპასტა. მოთუშეთ კიდევ 2 წთ.
- მოათავსეთ ბოსტნეული თევზზე. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 20 წუთით.