კარგი ძილი უმნიშვნელოვანესია ბავშვის ტვინის განვითარებისთვის. არასაკმარის ძილს შეუძლია გამოიწვიოს ენობრივი და კითხვის პრობლემები. ზოგ მშობელს უყვარს დააძინოს ბავშვი საკუთარ საწოლში, ფიქრობს, ამით მათი კავშირი გაძლიერდება. მაგრამ, ეს შესაძლოა საშიში იყოს და პატარას ძილი ჯანსაღი საერთოდ არ იყოს. წარმოგიდგენთ შეცდომებს, რომელსაც შესაძლოა უშვებთ, რაც არღვევს ბავშვის ძილს.
1. ღამის რუტინის არქონა
ღამის რუტინის დამყარება ბავშვისთვის ძალიან საჭიროა. ეს დაეხმარებათ დამშვიდდნენ და უფრო სწრაფად ჩაეძინოთ. მნიშვნელოვანია ჩამოაყალიბოთ რეჟიმი, რათა ბავშვმა ისწავლოს, რომ ძილის დროა. თუ ის ერთსა და იმავე დროს დაძნებას მიეჩვევა, უფრო სწრაფად და ღრმად ეძინება.
2. ბავშვის არასაკმარისი გართობა ღვიძილის პერიოდში
ბავშვები ჩვენნაირად არიან რაც უფრო დაკავებულები ვართ დღის მანძილზე, მით უფრო დაღლილები ვართ დღის ბოლოს და უფრო მარტივად გვეძინება. ცადეთ ჩართოთ ბავშვი რაც შეიძლება მეტ აქტივობაში. ესაუბრეთ და უმღერეთ, დაუჭიმეთ კუნთები, გაასეირნეთ, ეს ყველაფერი მას დაღლის და ძილისთვის განაწყობს.
3. ნიშნების ვერ ამოცნობა
ხანდახან მშობლები დიდხანს იცდიან, სანამ ბავშვს დააძინებენ. მაგალითად, იქამდე სანამ ტირილს არ დაიწყებს. თუმცა, ბევრი ნიშანი არსებობს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ბავშვი დაიღალა. თუ ისინი მოიღუშებიან, წარბს თუ მუშტებს შეკრავენ, მიაშტერდებიან რაღაც წერტილს და არ გიყურებენ, იფშვნეტენ თვალებს და ყურებს, ესეიგი ეძინებათ.
4. არ მისცეთ საშუალება ბავშვს ისწავლოს თვითდამშვიდება
ზოგიერთი რუტინა, მაგალითად მასაჟი ეხმარება ბავშვს რელაქსაციაში და ძილისთვის მომზადებაში. მაგრამ ხანდახან ჯობია ის გამოვტოვოთ და ბავშვს საშუალება მივცეთ თავად დამშვიდდეს. ასე ისწავლის ჩაძინებას სხვისი დახმარების გარეშე. ამიტომაც არ უნდა უპასუხოთ ყველა პატარა ხმას, რასაც ის ძილის დროს გამოსცემს.
პირველ რიგში, ეს ხმები მაინდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვის ფხიზლდება და სჭირდებით. ისინი ძილის სხვადასხვა ფაზას გადიან და თქვენმა შემოწმებამ შესაძლოა მართლაც გამოაფხიზლონ. მეორე რიგში, კვლევებმა აჩვენეს, რომ ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც დიდხანს არ პასუხობდნენ მათ შეფხიზლებას, უფრო მეტად თვით დამშოშმინებლები იყვნენ.
5. ბავშვის დაძინება კარგად განათებულ ოთახში
ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ როდესაც ბავშვი დღისით იძინებს, ისინი ნათელ ოთახში უნდა იყვნენ, რათა ისწავლონ გარჩევა დღესა და ღამეს შორის. ეს მითია. სიბნელეს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ბავშვებზე, გამოიყოფა მელატონინი რომელიც ძილს არეგულირებს.
6. ბაგიდან საწოლში გადაყვანა ზედმეტად მალე
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი სწრაფად იზრდება, ნუ იჩქარებთ მის საწოლში გადაყვანას. ბევრი ბავშვი იცვლის დასაძინებელ ადგილს 18 თვიდან სამნახევარ წლამდე. თუ მას უფრო ადრე გადაიყვანთ, დაიბნევა და თავს არაკომფორტულად იგრძნობს. ხშირად ეჩვევიან ისინი კედლებს და შემდეგ მათ გარეშე თავს ვერ აკონტროლებენ და ღამღამობით დგებიან.
7. ხმაურის დაბლოკვა
არ არის იდეალური გააქროთ ყველანაირი ხმა გარშემო. თუ ბავშვი ისწავლის დაძინებას სრულ სიჩუმეში, მათ შემდგომ გაუჭირდებათ ჩაძინება დაბალ ხმაშიც კი. ხანდახან რეკომენდირებულია გამოიყენოთ სპეციალური ხმაურის მოწყობილობები, რომლებიც სხვადასხვა ხმას გამოსცემენ, რათა ბავშვმა მარტივად დაიძინოს.
8. გააჩეროთ ბავშვი ფხიზლად ძალიან დიდხანს
შესაძლოა ფიქრობთ, რომ დიდხანს გაჩერებით ბავშვი უფრო დაიღლება და მალე დაიძინებს. მაგრამ, ეს დაარღვევს მის რეჟმს და ძილს უფრო მოკლეს აქცევს. მოკლე ჩაძინებები ნორმალურია ჩვილებისთვის, მაგრამ უკვე მოზრდილებმა დიდხნიან ძილს უნდა მიმართონ. თუ მას მოკლე დროებით სძნავს, ესეიგი მუდამ გადაღლილია.
9. საწოლის გაზიარება
ზოგიერთი მშობელი ბავშვს თავის საწოლში აძინებს. ამის გამო მას ცალკე დაძინება გაუჭირდება, რადგაანც თქვენს გვერდით წოლას შეეჩვევა. ასევე, საწოლის გაზიარება იწვევს SIDS დაავადების წარმოშობის რისკს.
10. ჩათვლება ზედმეტად დიდხანს
ახალდაბადებულებისთვის ნორმალურია ეძინოთ დღეში 13/15 სთ. როცა იზრდება შუადღეს მათი ძილი 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს. დღის განმავლობაში ბევრი ძილი მათ არაჯანსაღ ძილის რეჟიმს ჩამოუყალიბებს.