მთავარი რჩევები როცა საქმე სარკის გაწმენდას ეხება, ყოველთვის ამ წესს ვიცავ, რომ ზოლები არ დარჩეს

როცა საქმე სარკის გაწმენდას ეხება, ყოველთვის ამ წესს ვიცავ, რომ ზოლები არ დარჩეს

by guramus

სუფთა და ბზინვარე სარკის და ფანჯრის ფლობა ყველა სახლის მეპატრონის ოცნებაა, რადგანაც ხანდახან ჩვენი ძალისხმევა არ ფასდება. შესაძლოა გაატაროთ წუთები და საათები მათ გასუფთავებაში მაგრამ მაინც მიხვდეთ, რომ აკლია ის ბზინვარება, რისკენაც ისწრაფვოდით.

თუ ფანჯრები და სარკეები მუდამ პრობლემებს გიქმნიან, მათ გადასაჭრელად რამდენიმე გზას გთავაზობთ.

როგორ გავწმინდოთ სარკე ზოლების დატოვების გარეშე

ბევრმა ჩვენგანმა იცის ეფექტური პროდუქტები, რომლებიც ფანჯრებს ჯადოსნურად წმენდს. აღსანიშნავია, რომ ხანდახან მაღაზიაში გაქცევა და ბევრი თანხის დახარჯვა გამწმენდ საშუალებებზე საჭირო არ არის.

არსებობს სახლში დამზადებული საშუალებებიც, რომლებიც ისევე მუშაობენ, როგორც ძვირადღირებული შუშის გამწმენდები. წარმოგიდგენთ მაგალითებს.

გაწმინდეთ სარკე ძმრით

სარკის ეკონომიური გაწმენდისთვის სამზარეულოს პროდუქტი, ძმარი დაგეხმარებათ.

1 ჭიქა წყლით, 1 ჭიქა ძმრით და 3 წვეთი ეთერული ზეთით (პიტნა ან ლიმონი), მშვენიერი ფანჯარა და სარკე გექნებათ, რომელზეც ზოლები არ დარჩება.

ძმარი და ალკოჰოლის გამწმენდი

პროფესიონალმა მწმენდავებმა იციან, რომ ძმარი გაწმენდის საკითხში ძალიან ეფექტურია, ერთ პატარა საიდუმლოსაც გაგიმხელთ, დაუმატეთ ალკოჰოლი მას და მიიღებთ საშინაო გამწმენდ პროდუქტს.

აურიეთ 1/4 ჭიქა თეთრი ძმარი (ან ვაშლის სიდრი), დაუმატეთ 1/4 ჭიქა სხვადასხვა ალკოჰოლი, 1 ს.კ. სახამებელი და 8-10 წვეთი ეთერული ზეთი (ლიმონი ან ფორთოხალი).

ლაქებისგან განთავისუფლება

ხანდახან თქვენი სარკე სუფთაა, მაგრამ მასზე სითეთრეები შეინიშნება თმის სპრეისგან ან კბილის პასტისგან. არსებობს გზები რომ გაწმინდოთ ისინი კვალის დატოვების გარეშე.

დაასხით ცოტაოდენი ალკოჰოლი ბამბაზე და შემდეგ გაწმინდეთ მკრთალი ადგილები. შემდეგ შეგიძლიათ უკვე შუშის საწმენდით გაწმინდოთ.

როგორ დავიცვათ სარკე საპარსი კრემით ან კბილის პასტით

ცხელი შხაპი ხანდახან საშინლად სასიამოვნოა, მაგრამ სააბაზანოს სარკეზე უსიამოვნებებს ტოვებს. მაგრამ არსებობს გზა თქვენი სარკე არასდროს რომ არ დაინისლოს.

წაუსვით ცოტაოდენი საპარსი კრემი ან კბილის პასტა სარკეზე მშრალი ქსოვილით იქამდე, სანამ არ გაიწმინდება. ეს პროდუქტები მასზე ეფექტურად იმოქმედებს.

როცა საქმე წმენდას ეხება, პატარ-პატარა რაღაცეებიც ისე დაგვეხმარება, რომ დიდ სხვაობას დავინახავთ. გააზიარეთ ეს საჭირო ინფორმაცია მეგობრებში და გაუადვილეთ მათ ცხოვრება.