მთავარი კულინარია ჟელეს რეცეპტი “საახალწლო მანდარინი”

ჟელეს რეცეპტი “საახალწლო მანდარინი”

by guramus

ის პერიოდიც დადგა, როცა სახლში უამრავი მანდარინი გვაქვს თავმოყრილი. გთავაზობთ ძალიან ეფექტურ გზას მათი სასარგებლო გამოყენებისთვის – მოამზადეთ არომატული ჟელე სადღესასწაულო მაგიდისთვის.

როგორ მოვამზადოთ მანდარინის ჟელე

მსგავსი დესერტი ნამდვილად გაახარებს პატარებს, ისინი მას პორცია-პორცია შთანთქავენ.

საჭიროა მხოლოდ მანდარინის წვენი. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გაართულოთ რეცეპტი და ის უფრო გემრიელი გახადოთ.

მაგალითად, შეგიძლიათ მრავალშრიანი, ზოლიანი ჟელე გააკეთოთ, რომელშიც მანდარინის ფენას რძის ფენა ჩაანაცვლებს. ის უფრო მეტ დროს წაიღებს, მაგრამ დარწმუნდებით, რომ ამად ღირს.

ინგრედიენტები

4 მანდარინი

1 ფორთოხალი

ყვითელი ყვავილი

4 ს.კ. შაქარი

2,5 ჟელატინი

მომზადება

ციტრუსი გარეცხეთ, გაასუფთავეთ ქერქისგან და გამოწურეთ წვენი. ფორთოხლის ქერქი შეგიძლიათ გადააგდოთ, მანდარინისას კი მოაყარეთ შაქარი, ცოტა გასრისეთ და ცოტახანი დატოვეთ.

ჟელატინი ჩაალბეთ ცივ წყალში. შაქრის სიროფი, რომელიც მანქარინის ქერქის დალბობის შემდეგ დარჩა, წვენთან გააერთიანეთ.

წვენი ოდნავ გაათბეთ. ადუღებამდე მიყვანა საჭირო არაა.

თბილი წვენი დაასხით ჟელატინს, აურიეთ სრულ გახსნამდე.

ჟელე ჭიქებში გაანაწილეთ და ღამით მაცივარში დატოვეთ. სუფრაზე მიტანამდე მორთეთ ყვითელი ყვავილით, დარიჩინით ან შოკოლადით.

მანდარინის ჟელე თქვენს ახალ წელს უფრო შთამბეჭდავს და სრულფასოვანს გახდის. ერთ-ერთი საუკეთესო დესერტი, რომელიც შეგიძლიათ ოჯახს მოუმზადოთ.