კარიესი კბილის მინანქრის დაავადებაა, რომელიც მთლიან კბილს აფუჭებს და დროთა განმავლობაში საშინელ შედეგამდე მივდივართ. კბილი კვდება და საჭიროა მისი ამოღება, რომელიც საშინლად მტკივნეული პროცესია.
ზოგ ადამიანს კბილის ამოღების ფობიაც კი აქვს. თუ თქვენც ერთერთი მათგანი ხართ, გირჩევთ გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევა და თქვენი კბილები მუდმივად ჯანმრთელი იქნება.
პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის საუკეთესო საშუალება ვაშლის ძმარია. რაშია მისი მაგიური თვისებების საიდუმლო? ძმარი ძლიერი გამხსნელი საშუალებაა.
მისი პირის ღრუში მოხვედრისას კბილებზე არსებული ნადები იშლება და ადვილად სცილდება ზედაპირს. ამასთანავე, საშინელი სუნის გამომწვევი ბაქტერიები მჟავა გარემოში იღუპებიან და თქვენი პირის ღრუ სუფთავდება.
გამოყენების წესი ძალიან მარტივია. შეაზავეთ ვაშლის ძმარი წყალში კონცენტრაციით 1/2 ჩ/კ 1 ჭიქა წყალში. ყოველ დილით კბილების გახეხვამდე გამოივლეთ 2-3 წუთის განმავლობაში. პროცედურა რეგულარულად გაიმეორეთ.
გახსოვდეთ!!! აუცილებლად შეარხიეთ ვაშლის ძმრის ბოთლი, სანამ წყალში დაამატებთ. ამასთანავე, არავითარ შემთხვევაში არ გამოივლოთ გაუზავებელი ძმარი. იგი ძლიერი მჟავაა და დადებითის ნაცვლად უარყოფით შედეგს მიიღებთ.