ფიზიკური დასჯა ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია, რომელსაც მშობლები მიმართავენ. ნუთუ აუცილებელია ეს მეთოდი და ალტერნატივა არ არსებობს?
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის ეს ძალიან სახიფათოა და არც მუშაობს!
5 მნიშვნელოვანი მიზეზი ამის დასამტკიცებლად:
კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური დასჯა ბავშვის განვითარების ყველა სტადიაზეა დამანგრეველი.
1. “იქნებ გამოსწორდეს”
ვინმესთვის ტკივილის მიყენება არასწორია. ბავშვები დაუცველები არიან და თქვენზე დამოკიდებულნი. რეგულარული დასჯა მის მყიფე ფსიქიკას დაამსხვრევს.
2. მომავალი აგრესორის გაზრდა
ბავშვები, რომლებსაც ფიზიკურად უსწორდებიან, მომავალში ხულიგნები ხდებიან და თავიანთ შვილებსა და ცოლებსაც ასე ექცევიან. როცა ბავშვს არტყავთ, ასწავლით, რომ კონფლიქტის გადასაჭრელად ძალადობა უნდა გამოიყენოს.
3. “დისციპლინა ნიშნავს სიყვარულს”
სინამდვილეში, ბავშვი ამ დროს მშობლების სიყვარულში ეჭვის შეტანას იწყებს. ისინი იწყებენ ყველაფრის დამალვას, რათა მშობლების მხრიდან არ გამოიწვიონ დასჯის პროვოცირება. წარმოიდგინეთ, როგორ იმოქმედებს ეს თქვენს მომავალ ცხორვებაზე.
4. ფიზიკური დასჯა ავადმყოფობასაც იწვევს
ბავშვი, რომელსაც რეგულარულად სჯიან, სხეული ნორმალურად აღარ უფუნქციონირებს და იწყება სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნა.
5. თქვენი ბავშვი კარგადაა – ეს თქვენ ხართ პრობლემა
ბავშვის ფიზიკური დასჯით აჩვენებთ, თუ რამდენად სუსტი ხართ. ასეთი ქცევა ზრდასრულ ადამიანს არ შეჰფერის.
6. ფიზიკური დასჯა შედეგის მომტანი არაა
შიში ბავშვს ცხოველად აქცევს. გინდათ ეს?
არსებობს ალტერნატივა?
როგორ მოვიქცეთ ფიზიკური დასჯის გარეშე? წარმოგიდგენთ ნაცად ალტერნატივებსა და მეთოდებს.
- სიამოვნების მოკლება. .
- დაიგნორება. მშობლებისგან ჩვეული ყურადღების ვერ მიღება ბავშვისთვის რთული გადასატანია. გამოიყენეთ ეს მეთოდი ფრთხილად!
- პირადი მაგალითი. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენს შვილს სურს თქვენნაირი იყოს!
- გამოიყენეთ სიტყვები თქვენი გრძნობების აღსაღწერად. ისწავლეთ იმის გამოხატვა, თუ რა გსურთ ბავშვისგან.
- დროებითი პატიმრობა. დააყენეთ ბავშვი ცოტა ხნით კუთხეში ან დასვით იქ მარტო, ჩუმად. ისინი დაისჯებიან და დამშიდდებიან კიდეც. დაფიქრდებიან თავიანთ საქციელზე.
ბავშვის გაზრდა ფიზიკურ დასჯას არ მოითხოვს.