მთავარი კულინარია აი, რა მოვამზადოთ კარტოფილისგან. გთავაზობთ 7 გემრიელ და განსხვავებულ კერძს.

აი, რა მოვამზადოთ კარტოფილისგან. გთავაზობთ 7 გემრიელ და განსხვავებულ კერძს.

by guramus

თითქმის ყველა ქვეყანას აქვს კარტოფილის ტრადიციული კერძი. ეს გემრიელი პროდუქტი ხშირად სადილისა თუ ვახშმის სწრაფი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გთავაზოგთ გააფართოვოთ კულინარიული ფორიზონტები. წარმოგიდგენთ საუკეთესო შვიდეულს – მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.

 

კარტოფილისა და კვერცხის კერძი

ბელორუსიიდან

ინგრედიენტები

  • 1 კგ კარტოფილი
  • 250 გ არაჟანი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 6 კვერცხი
  • 250 მლ რძე
  • 2 ს.კ. ნაღების კარაქი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. გასუფთავებული კარტოფილი დაჭერით და მოხარშეთ. გადააასხით წყალი და მიეცით პიურეს ფორმა.
  2. კვერცხი ათქვიფეთ რძესთან ერთად. ფქვილი აურიეთ არაჟანთან. შეუერთეთ ორივე მასა კარტოფილს. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  3. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოათავსეთ მასა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 20 წუთით.

 

ნიოკი

იტალიიდან

ინგრედიენტები

  • 400 გ აკრტოფილი
  • 260 გ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 40 გ პარმეზანი
  • მარილი

მომზადება

  1. გაასუფთავეთ კარტოფილი და მოხარშეთ მთლიან მდგომარეობაში მარილიან წყალში 15 წუთით. გადაასხით წყალი და მიეცით პიურეს ფორმა.
  2. დაუმატეთ კარტოფილს კვერცხი და ფქვილი, მოზილეთ ცომი.
  3. გააბრტყელეთ და დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად.
  4. დიდ ქვაბში წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, ჩაყარეთ მარილი და მოხარშეთ 3-5 წუთის მანძილზე.
  5. მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.

 

გრატენ დოფინუა

საფრანგეთიდან

ინგრედიენტები

  • 600 გ აკრტოფილი
  • 300 მლ რძე
  • 100 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 0,5 ჩ.კ. მუსკატის თხილი
  • 100 გ ყველი
  • 4 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. გასუფთავებული კარტოფილი დაჭერით ძალიან თხლად, 2–3 მმ სისქის ნაჭრებად.
  2. აურიეთ რძე და ნაღები, მიიყვანეთ ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ კარტოფილი და აურიეთ.
  3. მოაყარეთ საკმაზები და მოხარშეთ 8–10 წთ დაბალ ცეცხლზე, მუდამ ურიეთ.
  4. მზა კარტოფილს დაუმატეთ გახეხილი ყველი, აურიეთ და გადმოიღეთ ცეცხლიდან.
  5. კარტოფილს დააჭყლიტეთ ნიორი, მოათავსეთ ფორმაში და გამაოცხვეთ 120 გრადუსზე 25 წუთით.

 

კოლკანონი

ირლანდიიდან

ინგრედიენტები

  • 800 გ კარტოფილი
  • 120 გ კომბოსტო
  • 50 გ მწვანე ხახვი
  • 120 გ ნაღების კარაქი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. მოხარშეთ გასუფთავებული კარტოფილი მარილიან წყალში.
  2. კომბოსტოს ფოთლები ჩაუშვით 2 წუთით ადუღებულ წყალში და მაშინვე გადაიტანეთ ყინულიანი წყლით სავსე ჯამში.
  3. დაჭერით ხახვი. ბლენდერის მეშვეობით დაჭყლიტეთ კომბოსტო და ხახვი.
  4. მზა კარტოფილიდან გადააასხით წყალი. დაუმატეთ კარაქი და მიეცით პიურეს ფორმა.
  5. აურიეთ პიურე მწვანილთან და საკმაზებთან.

 

კარტოფილის ღვეზელი

თათრული

ინგრედიენტები

  • 500 გ კარტოფილი
  • 400 გ ფქვილი
  • 200 გ დაჭყლეტილი ხახვი
  • 25 გ ნაღების კარაქი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • მარილი

მომზადება

  1. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ პწკარი მარილი და ჩაასხით 150 მლ წყალი ნელ-ნელა, მოზილეთ ცომი. დატოვეთ 15-30 წთ.
  2. ზევიდან მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ თხლად, დაახლოებით 2მმ სისქეზე.
  3. კარტოფილი გარეცხეთ და მოხარშეთ.
  4. დაჭლეტილი ხახვი შეწვით ნაღების კარაქში და 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთში. დაუმატეთ კარტოფილს, მოაყარეთ მარილი და აურიეთ.
  5. ცომისგან ამოჭერით 15 სმ დიამეტრის წრეები. წრის ერთ ნახევარზე შიგთავსი დადეთ, გადაკეცეთ და თავი შეუკარით.
  6. შეწვით ცოტაოდენ ზეთში, ორივე მხარეს 1,5–2 წუთით. .

 

ცეპელინები

ლიტვიდან

ინგრედიენტები

  • 2 კგ კარტოფილი
  • 500 გ ღორის ფარში
  • 2 დაჭყლეტილი ხახვი
  • 1 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
  • 250 გ ბეკონი
  • 230 გ არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. ლიმნის წვენი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. წვრილად დაჭერით ბეკონი და კარგად შეწვით. გადმოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
  2. ხახვი დაჭყლიტეთ და ნახევარი შეწვით ბეკონის ცხიმში. ფარშს მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაუმატეთ ხახვს. მოამზადეთ.
  3. გაასუფთავეთ კარტოფილი. მოხარშეთ 500 გ, დანარჩენი გახეხეთ წვრილად. გამოწურეთ წვენი და დატოვეთ გვერდით 10 წუთით.
  4. კარტოფილს დაუმატეთ ლიმნის წვენი. მიეცით პიურეს ფორმა და აურიეთ ყველთან ერთად.
  5. ფრთხილად გადმოსახით აკრტოფილის წვენი, დაუმატეთ სახამებელი, კვერცხი და მარილი, აურიეთ.
  6. კარტოფილის შუაში მოათავსეთ ფარში. მიეცით ღვეზელის ფორმა.
  7. ცივი წყლით სავსე დიდ ქვაბში დაუმატეთ სახამებელი და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოაყარეთ მარილი და მოხარშეთ 25 წუთით.
  8. დარჩენილი ხახვი შეწვით 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთში, დაუმატეთ ბეკონი, არაჟანი და საკმაზები. მოასხით ეს სოუსი ცელეპინებს.

 

ბატატა-ჰარა

ლიბანიდან

ინგრედიენტები

  • 1 კგ კარტოფილი
  • 160 გ ზეითუნის ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. დაფქული ქინძი
  • 0,5 ჩ.კ. ძირა
  • 0,5 ჩ.კ. პილპილი
  • 20 გ ქინძი
  • 2 ს.კ. ლიმნის წვენი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. გაასუფთავეთ კარტოფილი და მოხარშეთ მთლიანად მარიალიან წყალში ნახევრად მომზადებამდე. დარჩენილი კარტოფილი დაჭერით 1-1.5 სმ კუბიკებად.
  2. ზეითუნის ზეთის ნახევარი დიდ ტაფაზე გააცხელეთ. დაყარეთ დაფქული ქინძი, ძირა და პილპილი. 2 წუთის შემდეგ დაუმატეთ კარტოფილი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და შეწვით.
  3. კარტოფილს დააჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ ლიმნის წვენი და ქინძი, აურიეთ და გადმოიღეთ ცეცხლიდან.

მათი გასინჯვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ღირს.