თუნდაც დამაჯერებლად ვიტყუებოდეთ, ჩვენი სხეული ამ ყველაფერს ააშკარავებს. ეს იმიტომ, რომ სხეულის ენა დაიგნორებულია მარტყუარა ადამიანის მიერ, რომელიც ამის ნაცვლად სიტყვებსა და სახის გამომეტყველებაზე ფოკუსირდება, სხვა ნებისმიერი ადამიანივით. ფსიქოლოგებს სჯერათ, რომ ტყუილების გაგება სხეულის ენის დახმარებით შეიძლება, თუ ამას კარგად დავუკვირდებით, შესაძლოა ადამიანი ტყუილში გამოვიჭიროთ.
ზოგი ადამიანი უკეთ იტყუება, ვიდრე სხვები. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს იმ ფაქტის 100%იანი მტკიცებულება, რომ ადამიანი ტყუილს ამბობს, ჩვენ შეგიგროვეთ ზოგიერთი ნიუანსი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რათა შედარებით მარტივად დააფიქსიროთ სიცრუე.
1. პაუზები
ერთ-ერთი გავრცელებული ვოკალური მახასიათებელი, რაც ადამიანს ტყუილში ააშკარავებს, არის პაუზები. ასე რომ, მიაქციეთ მათ ყურადღება. თუ ადამიანი გრძელ პაუზებს აკეთებს ან საკმაოდ ბევრ, ისინი სავარაუდოდ იტყუებიან და დროს წელავენ, რათა სათქმელი მოიფიქრონ. აქ შედის ისეთი მეტყველების შეცდომებიც, როგორიცაა ,,აჰ,” ,,ამმ,” და ,,ანუ”.
2. ყურადღება მიაქციეთ ემოციების ხანგრძლივობას
როგორც წესი, ნამდვილი ემოცია 5 წამზე დიდხანს არ გრძელდება. თუ ვინმე ემოციას 5 წამზე მეტხანს გამოხატავს, დიდი შანსია, ეს ყალბი იყოს. შეუძლებელია ერთი და იგივე გამომეტყველება გქონდეს 10 წამის განმავლობაში, ხომ ასეა? ამიტომ დააკვირდით ამას.
3. დროის შერჩევა ემოციებისთვის
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ემოციები პირველ რიგში გვეტყობა და შემდეგ მოჰყვება ამას სიტყვები. თუ ადამიანი ჯერ ამბობს, რომ ,,გაბრაზებულია” და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გაბრაზებულ გამომეტყველებას, ესე იგი, ყალბია.
4. დააკვირდით ემოციათა გულწრფელობას
ნამდვილი ემოციები გულწრფელია და ამის გადმოცემა ყოველთვის მარტივი არ არის. ეცადეთ ამას დააკვირდეთ. ემოციები გულწრფელი არ არის, როცა მიმიკურად სახის მხოლოდ ერთი ნაწილი იცვლება. მაგალითად, თუ ადამიანი იღიმის, ამ დროს მხოლოდ ტუჩები არ მოძრაობს – თვალების სიახლოვეს კანი ნაოჭდება და წარბების ავტომატურად ქვემოთ იწევს. იგივე რამ ხდება სხვა ემოციების გამოვლენის დროსაც.
5. დაუკვირდით გამეორებებს
ზოგი ადამიანი ფიქრებს რთულად გადააქცევს ხოლმე სიტყვებად, მეტისმეტად ბევრი გამეორება ტყუილის ერთ-ერთი ნიშანია. თუ ვინმე მუდმივად იმეორებს რაღაცას, ეს შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავის და თქვენს დარწმუნებას ცდილობენ და ამოწმებენ თქვენ რეაქციას, გჯერათ თუ არა მათი ნათქვამის.
6. იგივე ფრაზების ან სიტყვების გამეორება, რაც შეკითხვაში გაჟღერდა
სიტყვების შერჩევა ასევე ბევრ რამეზე მეტყველებს. თუ ადამიანი ზუსტად იგივე რამეს იმეორებს, რაც კითხვის დასმის დროს ითქვა, ესე იგი, საკმარისად თავისუფლად ვერ გრძნობენ თავს და თქვენს ნათქვამს ეჭიდებიან, ან ეშინიათ მეტისმეტად ბევრი ინფორმაციის მოწოდების და გამოაშკარავების. კითხვის გამეორება პასუხის გაცემამდე ასევე ცუდის ნიშანია – ამ დროს მატყუარები დროს იგებენ, რათა სათანადო პასუხი იპოვონ.
7. სახის ან პირის დაფარვა
ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივად შესამჩნევი ნიშანია, ტყუილის დროს ხშირად ადამიანი ფარავს თავის სახეს ან პირს. ეს ჟესტი ფსიქოლოგიური პასუხია ტყუილზე, ასე რომ, თუ ამას დაინახავთ, დიდი შანსია იმის, რომ მოგატყუეს.
თქვენ როგორ ფიქრობთ, კარგი მატყუარა ხართ? შესაძლოა სასაცილო ისტორიაც გქონდეთ, როგორ ცდილობდა ვინმე თქვენს მოტყუებას და რაღაც აბსურდს გაჯერებდათ. გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი ამბები! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!