მთავარი კულინარია აი, როგორ გამოვაცხოთ პასკა არცერთი გრამი საფუარით

აი, როგორ გამოვაცხოთ პასკა არცერთი გრამი საფუარით

by Keti

ბევრ დიასახლისს ეზარება პასკის მომზადება, რადგან საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და დაკავშირებულია ცომის გაფუებასთან, რაც ბევრ სიძნელეს ქმნის. ჩვენ გთავაზობთ ამ კერძის ალტერნატიულ ვარიანტს და გასწავლით როგორ უნდა მოამზადოთ მარტივი სააღდგომო უსაფუარო პასკა.

ცომი გამოდის რბილი და ჰაეროვანი, მის გასაფუებლად გამოიყენება ჩვეულებრივი გამაფხვიერებელი. საგემოვნო დანამატების სახით კი შევარჩიეთ ჩირი: ქიშმიში, გამხმარი შტოში და ცუკატები.

ინგრედიენტები

  • 2 ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი კვერცხის გული
  • 200 გ არაჟანი
  • 130 გ კარაქი
  • 100 მლ რძე
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 270 გ ფქვილი
  • 60 გ სიმინდის სახამებელი
  • 15 გ ვანილის შაქარი
  • ერთი მწიკი მარილი
  • ერთი ცალი ლიმონი
  • 200 გ ჩირი

მომზადება

1. ჩირს დაასხი მდუღარე და დატოვე ერთი წუთით. შემდეგ გადაწურე და გააშრე. შეურიე ერთი ს. კ. ფქვილი.

2. დანარჩენი ფქვილი შეურიე სახამებელს და გამაფხვიერებელს. გაცერი.

3. დარბილებული კარაქი ათქვიფე შაქართან და ვანილის შაქართან ერთად. დაამატე თითო კვერცხი, შემდეგ კი კვერცხის გული. თან თქვიფე.

4. ლიმონის ცედრა გახეხე და გაწურე მისგან წვენი. ორივე ინგრედიენტი დაამატე კარაქს. აურიე.

5. ნარევს დაამატე გაცრილი ფქვილი 3 ჯერად. აურიე ყველაფერი დიდი ხის კოვზით ან მიქსერით, რომელიც ნელ სიჩქარეზე იქნება ჩართული.

6. ცომს დაამატე არაჟანი და რძე თანდათანობით. ცომი უნდა გამოვიდეს სქელი, მაგრამ თხევადი. შემდეგ ჩაამატე მასში ჩირი და კარგად აურიე.

7. ცომი მაშინვე ჩაასხი ცხიმწასმულ ფორმებში, შეავსე მათი 2/3 და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-60 წუთით.

8. მზა პასკა მორთე შოკოლადის მინანქრით ან შაქრის პუდრით.

თქვენ როგორი მეთოდით ამზადებთ პასკას? გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი რეცეპტები კომენტარებში! ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!