მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ და შევჭამოთ ლავაში, რომელიც ორგანიზმს ზიანს არ აყენებს. 5 მარტივი რეცეპტი.

როგორ მოვამზადოთ და შევჭამოთ ლავაში, რომელიც ორგანიზმს ზიანს არ აყენებს. 5 მარტივი რეცეპტი.

by Keti

ლავაში შეუცვლელი პროდუქტია ნებისმიერი სუფრისთვის. არ იფიქროთ, რომ ის დიეტური არ არის. დღეს ჩვენ გთავაზობთ ლავაშით მომზადებულ დიეტურ რეცეპტებს.

მსხვილად დაღერღილი ხორბლის ფქვილის ლავაში ბევრად სასარგებლოა.

ინგრედიენტები

  • 300 გ მსხვილად დაღერღილი ფქვილი
  • 150-200 მლ თბილი ადუღებული წყალი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი

მომზადება

  1. გაცერით ფქვილი, მარილი წყალში გახსენით. ჩაამატეთ ფქვილს ცოტ-ცოტა წყალი. მოზილეთ ცომი და დატოვეთ 30 წუთით.
  2. ცომი გაყავი კვერცხის ზომის ბურთებად. ყოველი მათგანი გააბრტყელე და გამოაცხე მშრალ, კარგად გახურებულ ტაფაზე.

პიცა ლავაშზე

თუ ძალიან თხელი ლავაში გაქვთ, შეგიძლიათ ორმაგი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • ერთი თხელი ლავაში
  • 200 გ მოხარშული ქათმის ხორცი
  • 50 გ მოცარელა
  • ერთი პომიდორი
  • 2 ს. კ. ტომატ პასტა
  • ერთი ჩ. კ. მწვანილი

მომზადება

  1. ლავაში დააფინეთ საცხობზე, წაუსვით ერთმანეთში არეული ტომატ პასტა და მწვანილი. დაალაგეთ ხორცი, მოცარელას ნაჭრები და პომიდორი.
  2. შედგით პიცა 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.

ლავაშის ჩიფსები

ინგრედიენტები

  • ერთი ლავაში
  • 3 ს. კ. არაჟანი
  • ერთი მწიკვი ნივრის ფხვნილი
  • ნახევარი ჩ. კ. კარი
  • მარილი

მომზადება

  1. შეურიეთ არაჟანი, მარილი და სუნელები. წაუსვით ნარევი ლავაშზე და დატოვეთ 10-15 წუთით.
  2. ლავაში დაჭერი სასურველ ფორმებად, დაალაგე საცხობზე და გააწითლე ღუმელში, 180 გრადუსზე.

დიეტური ლაზანია ლავაშისგან

ინგრედიენტები

  • 800 გ ფარში
  • 400 გ ქამა სოკო
  • ერთი ხახვი
  • ერთი სტაფილო
  • 3 ს. კ. სქელი იოგურტი
  • 3 თხელი ლავაში
  • 100 გ მოცარელა
  • მარილი
  • პილპილი
  • 4 ს. კ. ტომატ პასტა

მომზადება

  1. დაჭერით სოკო ფირფიტებად, ხახვი – წვრილად, სტაფილო კი გახეხეთ. ბოსტნეული მოშუშეთ, გახეხეთ ყველი.
  2. ფარში შეწვი ცალკე ტაფაში, უცხიმოდ. ჩაამატე ტომატ პასტა, მარილი, პილპილი, ხახვისა და სტაფილოს ნაწილი დაამატე სოკოს, ნაწილი კი ფარშს.
  3. ლავაში გაჭერით ოთხკუთხედებად. ააწყე ლაზანია ფენებად: ლავაში-ფარში-ყველი-ლავაში-სოკო-ყველი-ლავაში. გააგრძელე შემდეგი თანმიმდევრობით: ლავაშს ზედაპირზე მოუსვი იოგურტი და მოაყარე დარჩენილი ყველი.
  4. შედგი ფორმა ღუმელში, 180 გრადუსზე 30 წუთით.

დიეტური შტრუდელი ლავაშით

ინგრედიენტები

  • 1-2 ფენა ლავაში
  • 150 გ ხაჭო
  • 3 ვაშლი
  • ერთი ს. კ. ქიშმიში
  • ერთი ს. კ. თაფლი
  • მწიკვი დარიჩინი
  • ერთი კვერცხის გული

მომზადება

  1. ხაჭოს შეურიეთ თაფლი და ქიშმიში. ვაშლი დაჭერით წვრილ კუბებად, ხაჭოს მასა წაუსვით ლავაშს, დაალაგეთ ზემოდან ვაშლი, მოაყარეთ დარიჩინი და გადაახვიე რულეტივით.
  2. რულეტი გადაიტანეთ საცხობზე, წაუსვით კვერცხის გული, გამოაცხე 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით! თუ რეცეპტები მოგეწონათ, გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!