მთავარი კულინარია აიღეთ ქათმის გულები, სოკო, არაჟანი და მიყევით ჩემს ინსტრუქციას. თქვენ განსხვავებულ გემოს შექმნით.

აიღეთ ქათმის გულები, სოკო, არაჟანი და მიყევით ჩემს ინსტრუქციას. თქვენ განსხვავებულ გემოს შექმნით.

by Keti

ჩვენ გვგონია, რომ თუ ძვირფას პროდუქტს ვიყიდით და განსაკუთრებული რეცეპტით მოვამზადებთ, ასეთ კერძს დიდი წარმატება ექნება. თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ იაფფასიანი ინგრედიენტებით არანაკლებ გემრიელი და საინტერესო კერძი გამოვა. ამ მხრივ ქათმის გული სოკოსთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

ეს კერძი საკმაოდ ხელმისაწვდომია და სწრაფადაც მზადდება – თითქმის ნახევარ საათში. ვახშმის საბოლოო კომპლექტაციამდე დაამატე მას საყვარელი გარნირი, მაგალითად, კარტოფილი, ფაფა, მოთუშული ბოსტნეული, სალათა…

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ქათმის გულები
  • 300 გ ქამა სოკო
  • ერთი ცალი სტაფილო
  • ერთი თავი ხახვი
  • ერთი კონა მწვანილი
  • 150 მლ არაჟანი
  • 3 ს. კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება

1. ხახვი გაფცქვენი და დაჭერი წვრილად, შეწვი ის ზეთში.

2. გარეცხე ქათმის გულები, გაჭერი ისინი შუაზე და ჩაყარე ხახვიან ტაფაში.

3. გაფცქვენი სტაფილო, გახეხე, დაჭერი სოკო წვრილად. სტაფილო და სოკო ჩაამატე ხახვიან და გულებიან ტაფაში.

4. ამავე ტაფაში ჩაასხი არაჟანი, კერძი მოშუშე მომზადების წინ. ბოლოს მოაყარე დაჭრილი მწვანილი.

სოკო ხორცთან ერთად ყოველთვის მშვენიერი არჩევანია, ეს ორი კერძი ძალიან უხდება ერთმანეთს. კერძი საკმაოს ნოყიერიც გამოდის. არაჟანი ქათმის გულებს არბილებს, სოკო კი უფრო ნაზი ხდება. თუ ასეთ კერძს მიირთმევთ კარტოფილთან ერთად, ყველა კმაყოფილი იქნება. სტუმრები კი დაინტერესდებიან კერძის საიდუმლო რეცეპტით, ხოლო თქვენ შეგიძლიათ მისი გაზიარება მათთვის!