კორეული და იტალიური წარმოშობის კანის გამაახალგაზრდავებელი საშუალებების უმრავლესობა შეიცავს ბრინჯის ფქვილს. რატომ არის სასარგებლო ბრინჯის ფქვილი კანისთვის? პირველ რიგში, ეს ნატურალური პროდუქტი კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობას. სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ ბრინჯის ფქვილის ფაფა და გაიკეთოთ მისი ნიღაბი.
ბრინჯის ფქვილის თვისებები
კანის ტექსტურის პილინგი და გასწორება. ბრინჯის ფქვილი სხვა სკრაბებისგან განსხვავებით არ არის მაგარი და მსხვილი, ამიტომ ის ეფექტურია მგრძნობიარე კანისთვისაც. გარდა ამისა, ის არ იწვევს ალერგიას.
გაღიავებისა და სიკაშკაშის მინიჭება. თუ მუქი კანი გაქვთ, გამოიყენეთ ბრინჯის ფქვილი. ერთი კვირის შემდეგ კანი მიიღებს სასიამოვნო ფერს. ერთი თვის შემდეგ კი გაქრება პიგმენტური ლაქები.
ფორების შევიწროება. აბსორბაციის უნარის წყალობით ბრინჯის ფქვილი კარგად უმკლავდება გამონაყარს, კანის ცხიმიანობას და ანთებას.
დაჭიმვა და ელასტიურობის მინიჭება. ბრინჯის ფქვილში ბევრი კალიუმია. იგი ახდენს კანის განახლებას და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. სახის ნაკვთები ხდება უფრო გამოკვეთილი.
კვება და დატენიანება. კალიუმის გარდა ბრინჯის ფქვილი შეიცავს მინერალების, ვიტამინებისა და ამინომჟავების მთელ ნაკრებს, რომლებიც შესანიშნავად კვებავს თქვენს კანს.
ბრინჯის ფქვილისგან მომზადებული საშუალებები
ბრინჯის სკრაბი
გახსენი 2-3 ჩ. კ. ბრინჯის ფქვილი ერთ ს. კ. თბილ რძეში ან წყალში. თანაბრად წაისვი კანზე და 2 წუთის შემდეგ სახე დაიმასაჟე რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანე სკრაბი თბილი წყლით.
ბრინჯის კომპრესი
გახსენი 2-3 ჩ. კ. ბრინჯის ფქვილი ერთ ჭიქა თბილ წყალში, ჩაასველე ამ ხსნარში რბილი ქსოვილი, გაწურე და დაიდე სახესა და ყელზე 10 ან 15 წუთით. შეგიძლია გაიმეორო პროცედურა.
ბრინჯის ყინული
კომპრესის შემდეგ ხსნარი არ გადაღვარო. ჩაასხი ის ფორმებში და გაყინე. ყინულის ნატეხით შეგიძლია გაიწმინდო სახე დღეში 2ჯერ დილა-საღამოს, მას მატონიზებელი ეფექტი აქვს.
ბრინჯის ნიღაბი სახისა და ყელისთვის
შეურიე ერთი ს. კ. ფქვილი და 2 ს. კ. ცხიმიანი არაჟანი. ნარევი დაიდე სახესა და კისერზე 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით.
ბრინჯისა და ცილის ნიღაბი
აურიე კვერცხის ცილა 2 ჩ. კ. ფქვილს. ნიღაბი წაისვი სახესა და ყელზე. დაიტოვე 10 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და სახე გაიწმინდე ბრინჯის ყინულით.
როგორც ხედავ, აუცილებელი არ არის ძვირფას კოსმეტიკაზე ბევრი ფულის დახარჯვა. ბრინჯის ფქვილის სარგებლიანობა სახის კანისთვის ეჭვს არ იწვევს. მთავარია სახე შესაბამისად მოამზადოთ პროცედურისთვის, უნდა მოიშოროთ მაკიაჟი და მალამო, ამისთვის სახე გაიწმინდე სპეციალური ტონიკით. სინჯე ასევე კომპრესები და ორთქლის აბაზანები.
მოგეწონა პოსტი? გაუზიარე ის შენს მეგობრებსაც!