მთავარი რჩევები აი რატომ არ ღირს ძველი ჭურჭლის ნაგავში გადაყრა

აი რატომ არ ღირს ძველი ჭურჭლის ნაგავში გადაყრა

by Keti

ნუ იჩქარებთ ძველი ჭურჭლის გადაყრას, ის შეიძლება ძალიან გამოგადგეთ! აღარაფერს ვამბობთ დამტვრეულ თეფშებსა და ჭიქებზე. საბედნიეროდ დამტვრეული კერამიკის გამოყენება სხვადასხვა სახით არის შესაძლებელი.

რაში გამოვიყენოთ ძველი ჭურჭელი? 

ჩვენ გთავაზობთ ძველი ჭურჭლის გამოყენების საინტერესო იდეებს. არ იჩქაროთ და არ მოისროლოთ ისინი სანაგვეში, თუნდაც ეს იყოს ჭიქის ყურები.

თუ გადავაბრუნებთ მოხატულ ჩაის ჭიქას, გამოვა ელეგანტური პლაფონი, მარტივი და ორიგინალური. ის ნამდვილად ჯობს სათავსოში მოთავსებულ ცარიელ ნათურას.

თუ გამოიყენებთ სხვადასხვა ჭიქის კომბინაციას, მიიღებთ სრულფასოვან ჭაღს.

მინი ბაღის მოსაწყობად შესაძლოა ქოთნები არ დაგჭირდეთ. მათ ნაცვლად გამოიყენეთ ძველი ჭიქები და ტოლჩები, ძალიან ლამაზი იქნება სამზარეულოში.

ადვილი შესამჩნევია, რომ ერთმანეთზე დაწყობილი ჭიქები ქმნის მდგრად კონსტრუქციას. ამ მაგიდის სანათის დიზაინერს ნამდვილად ეკუთვნის პრემია.

მთავარია სწორად შეარჩიოთ ფერები და არასაჭირო ნივთების გროვა სწრაფად გარდაიქმნება ხელოვნების ნიმუშად.

ერთი შეხედვით შანდალს რა უნდა სადილის მაგიდაზე, თუმცა ამჯერად სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. შანდლისა და რამდენიმე ჭიქისგან მშვენიერი საკანფეტის გაკეთება შეიძლება.

ძველი ჭიქები, ბოკალები, გამოდგება სახლის სანთლების დასამზადებლად. ეს ლამაზიც არის და ეკონომიურიც. იდეალური გადაწყვეტაა რომანტიკული საღამოსთვის.

ცალკე მიმართულებას წარმოადგენს მოზაიკა. როგორც კი თეფში გატყდება, ის გახდება შემოქმედებითი იდეების რეალიზაციისთვის საჭირო მასალა. აქ უნდა გაითვალისწინოთ ნამტვრევების ზომები და ფერები. თუმცა შედეგი ამად ღირს.

თეფშისა და ჭიქების ნამტვრევებისგან შექმნილი მოზაიკა – ეს ნამდვილი ხელოვნებაა. ე. წ. დამტვრეული ჭურჭლის სახლი არსებობს საფრანგეთის ქალაქ ლუვში.

თუ მოგინდებათ რაიმე ძალიან უჩვეულო, გისურვებთ შთაგონება მიიღოთ ამ ექსტრავაგანტული ჭაღით. მისი ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დიზაინერმა ინგო მაურერმა აფეთქების მომენტის გაყინვა შეძლო.

შესაძლოა ყველა არ ინახავს სახლში ძველ ჭურჭელს და მის ნამტვრევებს, თუმცა ახლა უკვე იცით რა გააკეთოთ, როცა ისინი გაჩნდება. კერამიკის გამოყენება შემოქმედებითი რეალიზაციის მასალად – ეს ეკოლოგიურადაც და ეკომონიურადაც სწორი გადაწყვეტილებაა.

რომელი იდეა მოგეწონათ თქვენ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ კომენტარებში! სტატია კი მეგობრებსაც აჩვენეთ!