მთავარი კულინარია ყაბაყისა და ანანასის წვენით მომზადებული ანანასის კომპოტი

ყაბაყისა და ანანასის წვენით მომზადებული ანანასის კომპოტი

by Keti

როგორც ვიცით, ყაბაყი უნივერსალური ბოსტნეულია. გემრიელი ოლადებისა და სხვადასხვა სალათის გარდა მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ორიგინალური დესერტი. ერთ-ერთი ასეთია ყაბაყის ანანასი. მას ვერავინ გაარჩევს ნატურალურისგან. საკმარისია მხოლოდ ბოსტნეული გაიჟღინთოს ტკბილი ანანასის სეროფით.

სულ მცირე დანახარჯით თქვენ გექნებათ არომატული ყაბაყის დესერტი ანანასის გემოთი. ასეთი ტკბილეული ძალიან მოსწონთ ბავშვებსაც.

როგორ მოვამზადოთ ანანასი ყაბაყისგან

ამ დესერტის მოსამზადებლად შეარჩიეთ უფრო ახალგაზრდა ყაბაყი და შეიძინეთ ანანასის წვენი.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ ყაბაყი
  • 350 მლ ანანასის წვენი
  • 100 გ შაქარი
  • ნახევარი ჩ. კ. ლიმონის მჟავა
  • მწიკვი ვანილი

მომზადება

1. გარეცხეთ ყაბაყი და გაფცქვენით, დაჭერით ის 1,5-2 სმ სისქის რგოლებად. პატარა ჭიქის დახმარებით ამოაჭერით ყაბაყს გული და გაასუფთავეთ თესლისგან.

2. ქვაბში ჩაასხით ანანასის წვენი, შაქარი, ლიმონმჟავა და ვანილი.

3. დაამატეთ ყაბაყი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით. პერიოდულად ამოურიეთ.

4. გაასტერილეთ ქილები და ჩ აასხით მასში ყაბაყი. შეავსეთ მდუღარე სეროფით და მოხუფეთ.

5. შეფუთეთ ქილები და დატოვეთ ისინი გასაციებლად. შემდეგ კი შეინახეთ გრილ ადგილას.

თუ გადამწიფებული ყაბაყი შეგხვდათ, ის სჯობს დაჭრათ კუბებად. მათთვის უფრო მეტი შაქარი დაგჭირდებათ, მაგრამ უფრო ხრაშუნა გამოვა. ამ ყაბაყის ანანასს ვერ გაარჩევთ ნამდვილისგან.

გაუმასპინძლდით თქვენს მეგობრებს და გააკვირვეთ ისინი ამ უჩვეულო რეცეპტით!