მანისგან მომზადებული ფხვიერი ორცხობილები

by Keti Alaverdashvili

მანის ორცხობილები მზადდება ძალიან სწრაფად, გამოდის იმაზე უფრო ფაფუკი და ნაზი, ვიდრე ჩვეულებრივ ფქვილში მომზადებული. მანის ცომი არ იწვის და არ ეკვრის საცხობს, მოსამზადებლად საკმაოდ იოლია და შესანიშნავ საუზმეს წარმოადგენს.

მანისგან მომზადებული ორცხობილები 

ინგრედიენტები

  • 600 გ მანის ბურღული
  • 200 მლ რძე
  • 120 მლ ზეთი
  • 130 გ შაქარი
  • 10 გ ვანილის შაქარი
  • 15 გ გამაფხვიერებელი
  • ერთი კვერცხი
  • შაქრის პუდრა

მომზადება

1. შეურიეთ ერთმანეთს კვერცხი, შაქარი, ზეთი და რძე. ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.

2. დაამატეთ ვანილის შაქარი და გამაფხვიერებელი. მუდმივად ურიეთ და თან დაუმატეთ მანი ნაწილ-ნაწილ. მოზილეთ მკვრივი ცომი.

3. ცომის გასაფუებლად მას დააფარეთ ტილო და დადგით ერთი საათით.

4. ცომისგან გააკეთეთ გუნდა, ამოავლეთ ის მანიში ან შაქრის პუდრაში. მიეცით მრგვალი ფორმა.

5. საცხობს დააფარე პერგამენტი და დაალაგეთ მასზე ორცხობილები.

6. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და გამოაცხეთ ნახევარი საათის განმავლობაში ოქროსფრამდე.

7. გააციეთ კარგად და მიიტანეთ სუფრასთან.

მანის ბურღული – ეს არის პროდუქტი, რომელიც ყველა დიასახლისს სჭირდება. მან შეიძლება შეცვალოს საფანელიც. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყაბაყის ოლადების მომზადებისთვის და ყველის კვერებისთვის მოცულობის მისანიჭებლად.

სუფრაზე მიტანის წინ მანის ორცხობილებს მოაყარეთ შაქრის პუდრა ან ქოქოსის ფანტელები. გემრიელად მიირთვით ჩაისთან ერთად! გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

0

ასევე დაგაინტერესებთ