მთავარი რჩევები როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა მარტივად? სუფთა ფურცლები მალე გათავდება
ხატვა

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა მარტივად? სუფთა ფურცლები მალე გათავდება

by Keti

კარანტინის პერიოდში ბავშვებთან ურთიერთობის დრო მშობლებისთვის გაიზარდა. თუ სამზარეულოში საინტერესო საქმეები ბავშვებისთვის გამოილია, შეცვალეთ მარშრუტი. მაგალითად, შესთავაზეთ მათ დაიწყონ ეტაპობრივი ხატვა ფანქრით.

ეტაპობრივი ხატვა არის ფიგურების გამოსახვა დეტალებიდან ერთი მთლიანობისკენ. ეს მეთოდი ავითარებს ბავშვის არამხოლოდ შემოქმედებით უნარებს, არამედ მის ლოგიკასაც. ასეთი სახით ხატვის სწავლა უფროსსაც შეუძლია.

მარტივი ფიგურების ეტაპობრივი ხატვა

ბავშვმა უმჯობესია ხატვა დაიწყოს მარტივი გამოსახულებებიდან. პირველ რიგში, მან უნდა დახატოს მსხვილი წრეები და სწორკუთხედები, შემდეგ კი დაამატოს წვრილი ფიგურები.

საწყისი ფიგურები ისე უნდა დაიხატოს, რომ არ მოხდეს ფანქრით ფურცელზე ძლიერი დაწოლა, ხაზები იოლად უნდა წაიშალოს. ხატვის პროცესში ბავშვს აუხსენით პროპორციების მნიშვნელობის შესახებ, მაგალითად, ცხენის თავი უფრო პატარა უნდა იყოს, ვიდრე მისი სხეული.

ძირითად ფიგურებს თანდათან დაამატეთ წვრილ-წვრილი დეტალები. მაგალითად ლომის ფაფარი მრგვალი კი არ არის, არამედ დაკბილულია. ფლამინგოს ყელი გრძელი და მოხრილია. ამგვარად, აღნიშნული მეთოდით, ბავშვს არამხოლოდ ხატვას ასწავლით, არამედ მოახდენთ ცხოველების სახეობების დამახსოვრების წახალისებასაც.

თუ უფრო რთულ ნახატებზე გადახვედით, დაამატეთ მათ ახალი დეტალები, მაგალითად, ბაჭიას არამხოლოდ პირი, ცხვირი და თვალები, არამედ წამწამები, ლოყები და წარბებიც აქვს.

მანქანების ეტაპობრივი ხატვა

ბიჭების შემოქმედებით დაკავება უფრო რთულია, თუმცა მათი დაინტერესება გაცილებით იოლი. სატვირთო მანქანები, ტრამვაი და სახანძრო მანქანები მათი საყვარელი ობიექტებია. ეცადეთ მათ დაახატინოთ ეს ფიგურები.

რთული ფიგურების ეტაპობრივი ხატვა

თუ ბავშვის ხატვის დონე უკვე მაღალია, იმუშავეთ რეალიზმზე. ეს არც ისე რთულია. მუქი და ღია ფერის ტონები ქმნის შუქ-ჩრდილების ეფექტს, ხოლო ნახატების საფუძველი კვლავ მარტივი ფიგურებია.

როგორც ხედავთ, ეტაპობრივი ხატვა საკმაოდ მარტივია. მისი ათვისება შეუძლია 5 წლის ბავშვსაც კი. ასწავლეთ თქვენს შვილებს ჩვენი მეთოდებით ხატვა და გაერთეთ თქვენც მათთან ერთად.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!