ფეტას ნაზი ტექსტურა და მსუბუქად მარილიანი გემო სხვა ყველებისგან გამოარჩევს: მას სხვა ფასი აქვს და მიღების სხვანაირი წესი. ფეტას დამატება ძალიან კარგია მშრალ ნამცხვრებსა და სალათებში, ტოსტებში კი უბრალოდ დიდებულია! თუ ჯერ არ იცით, როგორ უნდა მოამზადოთ, ჩვენ ამას დღეს გასწავლით. ამიერიდან ბევრი თანხის დახარჯვა აღარ მოგიწევთ.
დღეს გთავაზობთ ფეტას მომზადების მარტივ რეცეპტს. წაიკითხეთ ის მხოლოდ ერთხელ და დაგამახსოვრდებათ. ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ, რადგან ფეტა ერთ-ერთი გამორჩეული გემოს მქონე ყველია.
ინგრედიენტები
- ერთი ლ რძე
- ერთი ს. კ. არაჟანი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1. გამოიყენეთ ამჟავებული რძე. ამისთვის წინასწარ დადგით რძე თბილ ადგილას რამდენიმე დღით და დადგმამდე დაამატეთ ერთი კოვზი არაჟანი.
2. როცა რძე ამჟავდება, გადაასხით ის ქვაბში და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ერთი საათით. როცა შრატი გამოიყოფა, რძის ზედაპირი ბზარებივით დაიფარება. ამ ეტაპზე მასა უკვე მზად იქნება.
3. აიღეთ ღრმა ფორმის ჯამი და ჩააფინეთ მასში მარლა ან პლასტიკური ცელოფანი, რათა ფეტა არ დაჟანგდეს და სუნით არ გაიჟღინთოს.
4. ფრთხილად გადაიტანეთ ყველი ქვაბიდან საწურში, რათა მისი ტექსტურა შენარჩუნდეს. მასიდან შრატი გადაწურეთ და დააყარეთ ზემოდან მარილი. შემდეგ გადაიტანეთ ის მარლიან ფორმაში, მარილიანი ზედაპირით ქვემოთ და დაამარილეთ მეორე ზედაპირიც.
5. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი: დატკეპნა. დატკეპნეთ ყველის მასა საკეპით ან სხვა ჭურჭლის დახმარებით ისე, რომ შიგნით სიცარიელე არ დარჩეს, ზედაპირი კი თანაბარი უნდა იყოს. მოაყარეთ მარილი სურვილის მიხედვით და შედგით მაცივარში რამდენიმე დღე.
ფეტა უნდა იყოს მარილიანი, მაგრამ ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. დაპრესვის დროს არ გამოიყენოთ ხის ჭურჭელი, რათა მასზე არ დარჩეს სუნი. შესაძლოა ემალის ჭიქაც გამოგადგეთ.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სახლში მომზადებული ყველი ნაყიდზე მეტად ფასობს.
გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!