მთავარი კულინარია “მე გასწავლით არაჟნის მომზადებას მაღაზიის რძით”

“მე გასწავლით არაჟნის მომზადებას მაღაზიის რძით”

by Keti

ზოგი მაღაზიური არაჟნის კონსისტენცია უფრო მეტად კისელს წააგავს. ხარისხიანი არაჟნის შესაძენად კი ორჯერ მეტის გადახდაა საჭირო. ამიტომ კარგი გამოსავალი არის არაჟნის სახლში მომზადება. ჩვენ გთავაზობთ არაჟნის მომზადების ქალაქურ ვარიანტს.

ამ მიზნით უნდა შეიძინოთ მაღალპროცენტიანი ცხიმიანობის რძე. ის შესაძლოა იყოს პასტერიზებულიც. უმჯობესია შეიძინოთ ისეთი, რომელსაც შენახვის ვადა მინიმალური აქვს. მოსამზადებელი არაჟნის დედად გამოდგება მზა არაჟანი, რომელიც მაღალი ხარისხის იქნება.

ინგრედიენტები

  • ნახევარი ლ რძე
  • 2 ს. კ. არაჟანი

მომზადება

1. რძე ჩაასხით ქვაბში და გაათბეთ 37-40 გრადუსამდე. თუ უფრო მეტად გაგიცხელდებათ, მოგიწევთ მისი გაციება, რადგან ბაქტერიები ცოცხლობს თბილ და არა ცხელ გარემოში.

2. თბილ რძეს დაამატეთ არაჟანი, კარგად აურიეთ, რათა ყველა ბურთულა გაიხსნას. ნარევი გადაიტანეთ სუფთა ქილაში, შემოახვიეთ თბილი პლედი და დატოვეთ სითბოში მთელი ღამით.

3. მეორე დღეს არაჟანი მზად იქნება. პროდუქტი მოათავსეთ მაცივარში და გემრიელად მიირთვით!

შინაური არაჟანი შეგიძლიათ მოამზადოთ სპეციალური ბაქტერიული დედოს დახმარებით, რომელიც მარკეტებშიც იყიდება და ინტერნეტშიც. დაიცავით მარტივი ინსტრუქციები, რომლებიც შეფუთვაზეა მოცემული და 24 საათის შემდეგ თქვენ შესანიშნავ არაჟანს მიიღებთ.

წარმატებებს გისურვებთ კულინარიულ ექსპერიმენტებში!