მთავარი რჩევები როგორ შეიძლება გავრეცხოთ ფერშეცვლილი ბიუზჰალტერი და სხვა თეთრეული?

როგორ შეიძლება გავრეცხოთ ფერშეცვლილი ბიუზჰალტერი და სხვა თეთრეული?

by Keti

თეთრეულის თეთრი კომპლექტი შეუცვლელი რამ არის გარდერობში, ალბათ ყველა ქალს აქვს ღია ფერის ბლუზი ან კაბა. თეთრი ფერი ნაზი და დახვეწილია. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ თეთრი ნამდვილად თეთრია და გახუნებისგან ყვითელი ფერი არ დაჰკრავს. და როგორ უნდა გავრეცხოთ ტანსაცმელი სწორად, რათა მან დიდხანს შეინარჩუნოს თეთრი ფერი?

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე ლაიფჰაკს, თუ როგორ უნდა გარეცხოთ თეთრი ქსოვილები.

როგორ გავათეთროთ ბიუზჰალტერი სახლის პირობებში

გთავაზობთ, ისარგებლოთ გამოცდილი მეთოდებით, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია. მათი გამოყენების დროს გაითვალისწინეთ ქსოვილის სახეობა.

ბამბის ქსოვილის გათეთრება

ქლორი, ლილა და მდუღარე წყალი – აი, ეს არის ბამბის თეთრეულის გათეთრებისთვის საჭირო ჯადოსნური ნაკრები. მეთოდები ძველია, მაგრამ ეფექტური.

1. გამოხარშვა

გამოხარშვა აქრობს ლაქებსაც. მეთოდი შრომატევადია, დაგჭირდებათ ემალის ჭურჭელი და ხის ჯოხი მოსარევად. ქვაბის ძირში ჩააფინეთ თეთრი ქსოვილი, ჩაასხით წყალი და დაამატეთ მასში გახეხილი სამეურნეო საპნის ნახევარი. ჩადეთ გამოსახარში თეთრეული და დადგით ცეცხლზე. ხარშეთ 30 წუთი, თან ურიეთ. შემდეგ გაავლეთ ცივ წყალში.

უკიდურეს შემთხვევაში ჩაამატეთ 2 ს. კ. ნიშადურის სპირტი.

2. ჩალბობა გამათეთრებელში

იმუშავეთ ფრთხილად, რათა კანზე არ მოგხვდეთ და ჭარბადაც არ გამოიყენოთ. შეურიეთ 3 ლ წყალი, ერთი ს. კ. გამათეთრებელი და ამდენივე ფხვნილი. ჩაყურსეთ მასში თეთრეული და დატოვეთ ნახევარი საათით. შემდეგ გაავლეთ თბილ და ცივ წყალში მორიგეობით.

3. ლილის გამოყენება

ის სიყვითლეს აშორებს თეთრეულს და მატებს მას სიქათქათეს. ოთახის ტემპერატურის წყალს ჩაამატეთ ლილა (შეფუთვაზე მითითებული პროპორციების მიხედვით). ძალიან კარგად გახსენით. ჩაალბეთ თეთრეული 20 წუთით და გაავლეთ რამდენჯერმე.

დელიკატური ქსოვილის გათეთრება

1. სოდა

სოდა უნივერსალური დამხმარეა დასუფთავების ყველა საქმეში, მათ შორის, სარეცხში. გათეთრების გარდა ის თეთრეულს დეზინციფირებასაც უკეთებს. ერთ ლ წყალში ჩაამატეთ 2 ს. კ. სოდა, ჩადეთ მასში თეთრეული 2 საათით, შემდეგ კი გაავლეთ თბილ წყალში.

2. წყალბადის ზეჟანგი

ეს საშუალება ძალიან უხდება მაქმანიან თეთრეულს. აუცილებელი პირობაა ცივი წყლის გამოყენება. ერთ ლ წყალში ჩაასხით 2 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი, ჩადეთ მასში თეთრეული და დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ გაავლეთ. წყალბადის ზეჟანგი უნდა იყოს 3%იანი.

3. ნიშადურის სპირტი

ის აქრობს ძველი ყვითელ ლაქებსაც კი, ერთადერთი მინუსი მისი ცუდი სუნია. თუმცა შეგიძლიათ ეს სუნი თეთრეულის კონდიციონერით გააქროთ. ერთ ლ წყალში გახსენით ერთი ს. კ. ნიშადურის სპირტი, ჩაალბეთ თეთრეული და დაალბეთ 10 საათით. შემდეგ კარგად გაავლეთ ცივ წყალში.

რჩევა

თეთრი ფერის ქვედა თეთრეული – დელიკატური ნივთია, ამიტომ მოითხოვს შესაბამის მოვლას. გათეთრების მეთოდი ეფექტურია ძველი თეთრეულისთვის, თუმცა მისი ხშირი გამოყენება იწვევს ქსოვილის გათხელებას. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ზოგი მარტივი წესის დაცვა:

თეთრი კომპლექტი სწორად უნდა ატაროთ. მაგალითად, ღია ბიუსჰალტერი არ უნდა ჩაიცვათ შავი ტანსაცმლის ქვეშ, ასე ის სწრაფად შეიცვლის ფერს.

ასევე ყურადღება მიაქციეთ ქსოვილზე არსებულ ინსტრუქციასა და მოვლის წესებს.

ამასთან მნიშვნელოვანია თეთრეულის სწორი შენახვა. თეთრი და ფერადი თეთრეული ერთმანეთისგან მოშორებით შეინახეთ. ასევე დიდხანს არ უნდა შეინახოთ ჩაუცმელი თეთრეული, რათა არ გაყვითლდეს. სანამ თეთრეულს კარადაში შეინახავთ, დარწმუნდით, რომ ის ბოლომდე მშრალია, ნესტმა არ უნდა მოახდინოს მისი ფერის შეცვლა.

არ დაგავიწყდეს ამ რჩევების გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის!