მთავარი ინსპირაცია თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ფისის ავეჯი, რომელიც ოკეანის ტალღების მიმოქცევას მოგაგონებთ

თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ფისის ავეჯი, რომელიც ოკეანის ტალღების მიმოქცევას მოგაგონებთ

by Keti

ეს არის 2 კრეატიული არტისტის – ჯარედ დევიდისა და რივკა ვილკინსის – ნამუშევარი, ის თქვენ ქვიშისა და ოკეანუ სამყაროში გამოგზაურებთ. ავეჯის ყურებისას ისეთი განცდა იქმნება, თითქოს ტალღები თქვენ თვალწინ ეხეთქება ერთმანეთს.

დევისი ხეს ამუშავებს და მაგიდებს ფორმას აძლევს, ვილკინსი კი პიგმენტების კომბინაციას ახდენს, რათა ასეთი რეალისტური გამოსახულებები შექმნას. შეგიძლიათ გადახედოთ მათ სოციალურ გვერდს და ნახოთ მათი მუშაობის ყველა ეტაპი.

გთავაზობთ მათი დაუჯერებელი ნამუშევრების რამდენიმე ფოტოს.

მხატვრობისა და ხეზე მუშაობის გასაოცარი კომბინაცია

მაგიდა ორი ტექნიკის კომბინაციისგან შედგება. პირველ რიგში დევისი ირჩევს ხის ახალ ფირფიტას, ჭრის და ამუშავებს. შემდეგ ვილკინსთან გზავნის, რათა მან ვიზუალურად შეამკოს. ეს უკანასკნელი ხდება ფისის საღებავით, რომელსაც ცხელი იარაღით უბერავს. შემდეგ მასალას სჭირდება ცოტა დრო და მზად არის!

 

მათი შთაგონება ბუნებაა

ამ ლამაზი ნამუშევრების შესაქმნელად ისინი ბუნებისგან იღებენ შთაგონებას. მათ მიერ ხეზე წასმული ფისი ძალიან ჰგავს წყალს და ბოლოს ის ბუნებრივად ემსგავსება ტალღებს.

 

მაგიდებს 2 სხვადასხვა სტუდიაში ამზადებენ

ერთ სტუდიაში დევისი აკეთებს თავის საქმეს, შემდეგ კი ვილკინსი მასზე ხატავს. ბოლოს კვლავ დევისთან მიდის, რათა მან საბოლოო სახე მისცეს და ნამუშევრებს ახალი სახლის პოვნაში დაეხმაროს.

არტისტებმა ერთმანეთი ინსტაგრამზე გაიცნეს და თანამშრომლობა გადაწყვიტეს

დევისი ხით არის გატაცებული, ვილკინსი კი ფისის დახმარებით საოცარ ნახატებს ქმნის. ინსტაგრამის თვალიერებისას, ხის არტისტმა მხატვრის ნამუშევრები შეამჩნია და გოგონას გაერთიანება შესთავაზა. დღეს ისინი უკვე ისეთ ნამუშევრებს ქმნიან, რომლებიც ხალხს პირდაპირ სანაპიროზე ამოგზაურებს.

 

მათი პირველი საერთო ნამუშევარი საჩუქარი იყო

პირველი ნამუშევარი დევისის 40 ათასი ინსტაგრამ მიმდევარისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. ის ერთ-ერთ მომხმარებელს აჩუქეს. შემდეგ კი პარტნიორები გახდნენ და უფრო ლამაზი ნამუშევრების შექმნა დაიწყეს.

 

სხვა ნივთები, რომლებიც სანაპიროზე გამოგზაურებთ

1. 

2. 

3.

თქვენ თუ შეიძენდით მათ ნამუშევრებს? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!