ქსოვა აწყნარებს ნერვებს და თან შედეგად იქმნება ბევრი საჭირო ნივთი. დღეს მოგიყვებით, როგორ მოქსოვოთ წინდები იოლი გზით – არა 4, არამედ 2 ჩხირის საშუალებით.
როგორ მოვქსოვოთ წინდა ორი ჩხირით
თქვენ დაგჭირდებათ
- საქსოვი ნემსები
- 2 ფერის ძაფი
- თვლების შესაკრავი ძაფი
- დამატებითი ჩხირი
- ნემსები
წინდის მანჟეტი
- წინდის ქსოვა იწყება მანჟეტით. სჯობს, აიღოთ 5 მლ სისქის ჩხირები. აკრიფეთ 23 თვალი, კლასიკური მეთოდით, დამატებითი ძაფის საშუალებით, რომელიც განსხვავდება 2 ძირითადი ფერისგან. შემდეგ ძაფით, რომლითაც იქსოვება მანჟეტი და წინდის ძირი, გაატარეთ 3 რიგი წაღმა. ამაში ჩართეთ საწყისი თვლებიც.
- აიღე განაპირა თვალი. მოქსოვილ რიგებში მწვანე ფერი განაცალკევებს ძირითად ფერს. ასე რომ, ყავისფერი თვალი ჯერ უნდა აიღოთ მარცხენა ჩხირით, შემდეგ მოქსოვოთ ის წაღმა, შემდეგ უკუღმა. ამის მერე კვლავ ასწიეთ ქვედა თვალი მარცხენა ჩხირით და მოქსოვეთ წაღმა. ასე გაყევით მთელ რიგს. ამგვარად თვლების რაოდენობა ორმაგდება.
- ჩაუშვით დამატებითი ძაფი და აიღეთ იმ ფერის ჩხირი, რომლითაც უნდა მოქსოვოთ, ამ შემთხვევაში თეთრი ფერი.
4. კვლავ დაიწყეთ განაპირა თვალით. შემდეგ მოქსოვეთ ერთი წაღმა, ერთი უკუღმა რიგის ბოლო ორ თვლამდე. ბოლო თვალი ყოველთვის უკუღმა იქსოვება.
5. გადააბრუნე ნართი. აიღე განაპირა თვალი და მოქსოვე მეორე რიგი: წაღმა და უკუღმა. ასეთი რიგი უნდა იყოს 12.
6. როცა 12 რიგიანი მანჟეტი მოიქსოვება, იწყება ძირითადი ნაწილი. აიღე განაპირა თვალი და მოქსოვე 21 ცალი წაღმა, მანჟეტის შუამდე.
7. 22ე თვლიდან 2 თვალი ერთად მოქსოვეთ: წინა კედელს მიაქსოვე წაღმა თვალი, უკანას – უკუღმა თვალი. გამოვა 2 თვალიდან ერთი.
8. დარჩენილი თვლები მოქსოვეთ წაღმა, რიგის ბოლომდე. განაპირა მხარე მოქსოვეთ უკუღმა.
9. მე14 რიგი: აიღეთ განაპირა თვალი და მოქსოვეთ 16 წაღმა, შემდეგ 12 უკუღმა.
10. მე15 რიგი იქსოვება მთლიანად წაღმა, გარდა განაპირა თვლებისა.
11. მე16 რიგი იქსოვება მე14-ს მსგავსად: 16 წაღმა, შემდეგ 12 უკუღმა.
12. მე17 რიგიდან იწყება წინდის გამოსახულების ქსოვა. განაპირა თვალი იხსნება და იქსოვება 16 წაღმა თვალი. დამატებით ჩხირზე აიღე 3 თვალი და დატოვეთ ის ისე. შემდეგი 3 თვალი მოქსოვეთ წაღმა და მოხსნილი 3 თვალი ასევე წაღმა.
13. ისევ 3 თვალი აიღეთ დამატებითი ჩხირით და მოათავსეთ ნაქსოვის წინ. შემდეგი 3 თვალი მოქსოვეთ წაღმა და დამატებით ჩხირზე ასევე წაღმა. დაასრულე მე17 რიგი წაღმა ქსოვით.
14. მე18 რიგი: განაპირა, 16 წაღმა, 12 უკუღმა, 16 წაღმა და განაპირა თვლები.
15. 19 რიგი: მთლიანად წაღმა თვლებით.
16. მე20 რიგი: განაპირა 16 წაღმა, 12 უკუღმა, 16 წაღმა და განაპირა.
წინდის ზედა ნაწილი
1. 21ე რიგიდან იწყება ტერფის ზედა ნაწილის ქსოვა, ანუ პირველი რიგის. მოჭერით ძაფი და აიღეთ მარჯვენა ჩხირზე 22 თვალი. აიღე ახალი ძაფი და ამოიღე 20 თვალი წაღმა.
2. მე2 რიგი: განაპირა თვალი, 4 წაღმა, 12 უკუღმა, 4 წაღმა.
3. მე3 რიგი: პირველი და ბოლო თვლები განაპირაა. მთელი რიგი იქსოვება წაღმა.
4. მე4 რიგი იქსოვება, როგორც მე2.
5. მე5 რიგი: განაპირა, 4 წაღმა, 3 თვალი აიღე დამატებით ჩხირზე. დატოვე ის ნართზე და შემდეგი 3 თვალი მოქსოვე წაღმა. ჩასწიე 3 თვალი დამატებით ჩხირზე და მოათავსე ისინი ნართის წინ. გაატარე შემდეგი 3 თვალი წაღმა. შემდეგი 4იც წაღმა და შემდეგ განაპირა.
6. მე6 რიგი იქსოვება, როგორც მე2 და მე4.
7. მე7 რიგი: განაპირა, 20 წაღმა, განაპირა.
8. მე8 რიგი ისეთივეა, როგორც მე2, მე4, მე6.
9. შემდეგი 9-32 რიგები მოქსოვეთ ისეთივე თანმიმდევრობით საჭირო სიგრძის მიღებამდე. მოქსოვილი წვერის სიგრძე უნდა იყოს 2 სმ-ით მოკლე ტერფის სიგრძესთან შედარებით.
10. 33ე რიგი: აიღე განაპირა თვალი, მოქსოვე 2 თვალი წაღმა თვალთან ერთად მარჯვნივ, შემდეგ 16 წაღმა, 2 წაღმა თვალთან ერთად მარჯვნივ, კვლავ განაპირა.
11. 34ე რიგი: განაპირა, 3 წაღმა, 12 უკუღმა, 3 წაღმა, განაპირა.
12. 35ე რიგი: განაპირა თვალი, 2 წაღმა ერთად გადახრილი მარჯვნივ, 14 წაღმა, 2 წაღმა ერთად გადახრილი მარცხნივ. თვლების რაოდენობა შემცირდა 18მდე.
13. 36ე რიგი: განაპირა, 2 წაღმა, 12 უკუღმა, 2 წაღმა, განაპირა თვალი.
14. 37ე რიგი: განაპირა თვალი, 2 ერთად წაღმა მარჯვნივ, დახრილი 3 3ზე მარცხნივ, დახრილი 3 3ზე მარცხნივ, დახრილი 3 3ზე მარჯვნივ. 2 ერთად წაღმა მარცხნივ, განაპირა თვალი.
15. 38ე რიგი: განაპირა, ერთი წაღმა, 12 უკუღმა, ერთი წაღმა, განაპირა.
16. 39ე რიგი: განაპირა, 2 ერთად წაღმა მარჯვნივ, 3 წაღმა, 2 ერთად წაღმა მარჯვნივ, 2 ერთად წაღმა მარცხნივ, 3 წაღმა, 2 ერთად წაღმა მარცხნივ, განაპირა თვალი. ჯამში 12 თვალი.
17. მე40 რიგი მოქსოვეთ უკუღმა თვლებით. ნაქსოვის ზედა ნაწილი მზადაა, მოჭერი ძაფი.
18. დაიწყე ძირის ქსოვა ყავისფერი ძაფით, თან გადადი გადადებული თვლების მარჯვენა ნაწილზე. უფრო მოხერებულია თვლები გადაიტანო მარცხენა ჩხირზე. ძირის პირველი რიგი: განაპირა, 11 წაღმა, 20 თვალი ამოიყვანეთ ნაქსოვის ზედა ნაწილის ლენტის მარჯვენა მხარის გასწვრივ. 12 თვალი ასევე ამოიყვანე წაღმა და აკრიფე წინდის მეორე ნაწილის გასწვრივ კვლავ 20 წაღმა თვალი. შემდეგ 12 თვალი წაღმა და ერთი განაპირა.
19. მე2 რიგი ამოიყვანე წაღმა თვლებით. ასეთი რიგი უნდა იყოს სულ 10.
წინდის ქვედა ნაწილი
- პირველი რიგი: განაპირა თვალი 2 ერთად წაღმა, 29 წაღმა, 2 ერთად წაღმა, 3 წაღმა, 2 ერთად წაღმა, 3 წაღმა. შემდეგ 2 ერთად წაღმა, 29 წაღმა, 2 ერთად წაღმა.
- მე2 რიგი მოქსოვეთ წაღმა თვლებით – ბოლომდე.
- მე3 რიგი: განაპირა, 2 ერთად წაღმა, 28 წაღმა, 2 ერთად წაღმა, 2 წაღმა, 2 ერთად წაღმა, კვლავ 2 წაღმა, 2 ერთად წაღმა, 27 წაღმა, 2 ერთად წაღმა, ბოლო განაპირა.
- მე4 რიგი იქსოვება წაღმა თვლებით ბოლომდე.
- მე5 რიგი: განაპირა, 2 ერთად, 26 წაღმა, 2 ერთად, ერთი წაღმა, 2 ერთად, ერთი წაღმა, 26 წაღმა, 2 ერთად წაღმა და განაპირა.
- მე6 რიგი იქსოვება წაღმა თვლებით.
7. მე7 რიგი მოქსოვეთ წაღმა თვლებით: განაპირა, 2 ერთად, 24, 2 ერთად წაღმა 3ჯერ. 25, 2 ერთად, განაპირა.
8. მე8 რიგი: განაპირა, 27 წაღმა. ჯამში თითოეულ ჩხირზე 28 თვალია. ახლა შეგიძლიათ მათი შეერთება. მანამდე საჭიროა გადაზომო 60 სმ ძაფი და დანარჩენი მოჭრა. ქუსლის ორივე ნახევარი შეაერთე ნემსით, უჩინარი ნაკერით.
აღნიშნული მეთოდის სწავლა შესაძლებელია ერთი თავისუფალი დღის განმავლობაში, თუ ძაან მოინდომებთ რამდენიმე საათშიც კი. მთავარია ინსტრუქციას მიჰყვეთ დაწვრილებით. დარწმუნებულები ვართ, რომ მოგეწონებათ და გაგიადვილდებათ.
გისურვებთ წარმატებებს! გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!