მთავარი რჩევები რატომ უნდა შევინახოთ გაყინული კბილის პასტა ყინულის კუბებში

რატომ უნდა შევინახოთ გაყინული კბილის პასტა ყინულის კუბებში

by Keti

ალბათ ხშირად შეხვედრილხართ იმ პრობლემას, რაც ეხება საჭრელი დაფის კარგ გაწმენდას. ხახვის ან თევზის უსიამოვნო სუნის მოშორება არც ისე იოლია. ღრუბლით წმენდა ხშირად პრობლემას ვერ აგვარებს. ჩვენ გთავაზობთ ზედაპირების წმენდის სწრაფ და მოქნილ მეთოდს.

გაყინული კბილის პასტა შესანიშნავად აქრობს სუნს, წმენდს და ადეზინფიცირებს საჭრელ ზედაპირებს.

თუ გაიხსენებთ კბილის პასტის თვისებებს, წმენდის ეს მეთოდი არ მოგეჩვენებათ საოცრებად. თავად კი დარწმუნდებით, რომ იგი ეფექტური და უსაფრთხოა. მოცემული ლაიფჰაკი გამოადგება ყველას, რა სიხშირითაც არ უნდა ტრიალებდეს სამზარეულოში.

გაყინული კბილის პასტა დაფების გასაწმენდად

ჩვენი საკვირველი და საოცარი საშუალების დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ კბილის პასტა, ყინულის ფორმები და საყინულე კამერა.

პასტის ხარისხი აქ ნაკლებ როლს თამაშობს, გამოგადგებათ ყველაზე იაფიც კი. გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა ბევრი პასტა. მისი საშუალებით თითქმის ბოლომდე უნდა შეავსოთ ყინულის უჯრედები.

გამოუშვით პასტა რამდენიმე უჯრაში, დაფის გასაწმენდად ის საკმარისი იქნება.

ფორმა კარგად შეანჯღრიეთ, იმისთვის, რომ პასტა თანაბრად განაწილდეს ფორმებში.

ახლა ფორმა მოათავსეთ საყინულის ფორმაში კბილის პასტის სრულ გაყინვამდე.

გაყინული კუბების გამოყენება ძალიან მარტივია. როგორც კი დაგჭირდებათ ხის დაფის გაწმენდა სუნისგან, აიღეთ პასტის ერთი ასეთი ნატეხი.

წაუსვით ის დაფას და მაშინვე გარეცხეთ თბილი წყლით. შედეგი მომენტალურად დადგება. კბილის პასტის გამოყენების შემდეგ ზედაპირი იმაზე უფრო სუფთაა, ვიდრე ჭურჭლის ჟელეთი გარეცხვისას. კუბები სწრაფად დნება, ამიტომ გამოიღეთ უშუალოდ გამოყენების წინ.

აი, ასე მარტივად შეიძლება სამზარეულოს დაფის გაწმენდა მძაფრი სუნის მქონე პროდუქტებისა და უსიამოვნო სუნისგან. გაყინული კბილის პასტა თქვენი საიდუმლო დამხმარე გახდება სისუფთავისთვის ბრძოლაში. მისი გამოყენება სხვა ზედაპირებისთვისაც შეგიძლიათ. შეინახეთ ეს ლაიფჰაკი და გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებს!