იმის მიუხედავად რას იტყვიან ადამიანები, უმეტესობა შემოქმედებას სიყვარულის სახელით ქმნის. ზოგჯერ ეს სამყაროს ყირაზე ატრიალებს, ცვლის ცნობიერებას და ზემოქმედებს ყველაზე. ზოგჯერ ის ადამიანთა ბედსაც ცვლის. ავღანეთსა თუ მზიან იტალიაში, გერმანიასა და არგენტინაში – სამყაროს ყველა ნაწილში, ჩვეულებრივი კაცი და ქალი უეცრად აღმოაჩენებ, რომ კონკრეტული ადამიანის გარეშე ცხოვრება უჭირთ. ახლა ისინი ყველაფრისთვის მზად არიან და ყოველი შემთხვევა ახალი ცვლილებების საწინდარია.
ჩვენ გთავაზობთ 10 გამორჩეულ წიგნს, რომლებიც ხსნიან სიყვარულის განუზომელ ძალას.
1. ათასი მოელვარე მზე (A Thousand Splendid Suns)
სიყვარული ყველაზე დიდებული გრძნობაა. სულის სიღრმეში დაფარული, აკრძალული, საიდუმლო და მაინც საფრენად გამზადებული. ეს წიგნი ომსა და სიყვარულზეა, თავგანწირვასა და თავდადებაზე, აგრეთვე ქალის ძალაზე. წიგნი გვაძლევს იმედს, რომ ყველა კარგად იქნება – პერსონაჟებიც, მკითხველებიც და ყველა ჩვენგანი.
2. მარტივი რიცხვების მარტოობა (The Solitude of Prime Numbers)
იყო და არა იყო რა, იყო ერთი გულჩათხრობილი ბიჭი და მარტოსული გოგონა, რომელიც ანორექსიით იტანჯებოდა. ისინი თავისთვის ცხოვრებდნენ და შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ. მალევე მიხვდნენ, რომ გაჩნდა უხილავი, მაგრამ ძლიერი ძაფი, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებდა. ბიჭი თვლის, რომ ისინი მარტივი რიცხვები არიან, დაკარგულები და მარტოსულები. ისინი გვერდიგვერდ დგანან, მაგრამ ერთმანეთს ვერ ეხებიან.
3. შავი ობელისკი (The Black Obelisk)
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რთული პერიოდი დგას, მთავარი ოერსონაჟი ყიდის საფლავის ფილებს გერმანიის ერთ პროვინციაში. ინფლაციის გამო მას საკმარისი ფული არ აქვს და ის ჰოსპოტალის სამლოცველოში ღამ-ღამობით ორგანზე უკრავს. ის კლინიკაში შეხვდება თავის სიყვარულს. ეს რემარკია, მეგობრებო.
4. სიყვარული ჟამიანობის დროს (Love in the Time of Cholera)
შესაძლებელია, რომ თუ ადამიანს ახალგაზრდობაში ვიღაც შეუყვარდა, ის სამუდამოდ უყვარდეს? შეიძლება ამ სიყვარულმა განაპირობოს სხვა ადამიანთა ქმედებები? დიახ, შეიძლება. წლები გავა, საზღვრები შეიცვლება და შენ ის ისევ გეყვარება. რადგან არაფერია იმაზე რთული – და ამასთანავე ამაზე მარტივი – ვიდრე სიყვარული.
5. დელირიუმი (Delirium)
ეს არის სამყარო, სადაც სიყვარული აკრძალულია. ეს დაავადებაა, ყველაზე საშიში, სახელწოდებით ნერვული დელირიების გამომწვევი სიყვარული (amor deliria nervosa). ვინც წესს დაარღვევს, სამუდამოდ დაისჯება. ყოველი მოქალაქე, 18 წლის ასაკში, გადის პროცედურას, სადაც წარსულის მოგონებებისგან თავისუფლდება და ატარებს ვირუსს დელირიას. ლენას რამდენიმე თვე დარჩა ამ პროცედურამდე და შემდეგ ის სხვებივით იცხოვრებს – თუ მანამდე განსაკუთრებულ ბიჭს არ შეხვდა.
6. გორგულია (The Gargoyle)
ეს გასაოცრად ღრმა ნოველაა. გამოგზაურებთ ჯადოქრობაში, გამოგზაურებთ სხვადასხვა საუკუნეში და გაგაცნობთ განსხვავებულ ეროვნებებს, სადაც ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან.ამ წიგნში ნახავთ, რომ სიყვარული უბედურებაზე ძლიერია და ყოველი ისტორია წინ უსასრულო სამყაროს გადაგიშლით.
7. მიწა მის ფეხქვეშ (The Ground Beneath Her Feet)
ისინი ერთმანეთს ბავშვობაში შეხვდნენ და მაშინვე შეუყვარდათ ერთმანეთი. შემდეგ მათი გზები გაიყო, ერთადაც იყვნენ და ცალ-ცალკეც. სამყაროს არაჩვეულებრივი მუსიკით ალამაზებენ, შემდეგ კი მათ ცხოვრებაში რაღაცები იცვლება. მთავარი ის არის, რომ მათი სიყვარული ნამდვილი მუსიკა იყო.
8. Gadfly (კრაზანა)
ეს წიგნი არამხოლოდ სიყვარულზე, არამედ მეგობრობაზე, საერთო ინტერესებზე და გაზრდის დროს გაკეთებულ არჩევანზეა. აქ აღწერილია ისეთი პერიოდი, როცა სიყვარული რთულია. მეორე მხრივ კი, სწორედ სიყვარული გვაძლიერებს. მაგრამ თან ხელებს გვიკრავს.
9. ინგლისელი პაციენტი ( The English Patient)
ომი დასრულდა. მკვდარი თვალების მქონე ქალი და ბავშვები ნახევრად განადგურებულ სახლებში ცხოვრობენ. ცოტა ხნის წინ ქალმა ცეცხლში დამწვარი ინგლისელი გადაარჩინა, რომელსაც უვლის. კაცი მას თავის სასიყვარულო ისტორიას უყვება: ამბავს დაუჯერებელ სიყვარულზე, რომელმაც ოდესღაც ის გადაარჩინა.
10. დასასრულის განცდა (The Sense of an Ending)
როცა ბევრი რამ წარსულში დარჩა, სასიამოვნო პროცესია ძველი დღეების გახსენება. ტონი ვებსტერი ტკბება თავისი წარსული ცხოვრების წყნარი ფრაგმენტებით. შემდეგ ის იღებს წერილს, რომელიც მყუდროებას ურღვევს. მის წარსულში არის იყო ფურცელი, რომლის ამოჭრაც სურდა მას. თუმცა წარსული უპატიებელი და შეუბრალებელია.