მთავარი რჩევები 10 საკვები პროდუქტი, რომელსაც ყოველთვის არასწორად ვხსნით

10 საკვები პროდუქტი, რომელსაც ყოველთვის არასწორად ვხსნით

by Keti

ჩვენ ვცხოვრობთ და ვსწავლობთ. ეს გამოთქმა ცხოვრების ყველა ტიპის ასპექტს ეხება. შეიძლება ათწლეულები იცხოვრო და ვერასდროს მიხვდე, რომ შაქრის ქაღალდის პაკეტს არასწორად ხსნიდი.

გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებსაც ამიერიდან ბევრად მარტივად და ეფექტურად გახსნით ხოლმე.

შაქრის პაკეტი

იდეაში, თქვენ შუაზე უნდა გადატეხოთ შაქრის პაკეტი, ნაცვლად თავის მოხევისა. თუ ასე იზამთ, მთლიანი შაქარი თქვენს ჭიქაში მოხვდება და გახევისთვის წვალებაც არ მოგიწევთ.

პრინგელსის კარტოფილის ჩიფსი

მოათავსეთ მილში დაკეცილი თაბახის ქაღალდი და უფრო მარტივად შეძლებთ მათ გამოღებას.

ჩვეულებრივი კარტოფილის ჩიფსი

ამოჭერით პაკეტი ცენტრიდან ნებისმიერი მოწყობილობით.

მოხარშული კარტოფილი

მოხარშეთ, შემდეგ ჩაალბეთ ცივ წყალში და მცირე ძალისხმევით მოგიწევთ ქერქის მოცლა.

ტიკ ტაკი

გადმოატრიალეთ, გახსენით და თითოეული ტიკ ტაკი მარტივად აღმოჩნდება თქვენს ხელებზე.

კრემის პორცია

მოახიეთ ქაღალდი ისე, როგორც მარჯვენა ფოტოშია მოცემული. ასე ყავაში ჩასხმის შემთხვევაში, აღარ გაგიჭირდებათ მისი დაფიქსირება და აღარც დაგეღვრებათ.

მაკდონალდსის ყავა

ნუ გარისკავთ ღილაკის ამოწევას, შეგიძლიათ პატარა ნახვრეტი გააკეთოთ ჭიქაზე.

ტობლერონი

მიაწექით სამკუთხედს ისე, რომ ნატეხი დანარჩენ შოკოლადს მიაწვეს – ასე უფრო მარტივად მოტყდება. ამ ქმედებას მხოლოდ ცერა თითით შეძლებთ.

წვენის ყუთი

გახსენით ისე, როგორც აქამდე ხსნიდით, უბრალოდ გადაატრიალეთ ნახვრეტი ზემოთა მხარეს და ისე დაასხით ჭიქაში. წვენის ნაკადი ასე უფრო ,,დაგემორჩილებათ”.

ქოქოსი

დააკვირდით ქოქოსზე არსებულ სამ წერტილს. გაარღვიეთ ერთ-ერთი დანის წვერით, შემდეგ გადმოასხით იქიდან წვენი. თუ ქოქოსის გაჭრა გსურთ, მონიშნეთ კვალი ზედაპირზე და მიყევით მას მჭრელი საგნით. შემდეგ დაარტყით ამ ხაზზე სამზარეულოს ძლიერი ხელსაწყო, რათა ქოქოსი გაიხლიჩოს.

დაკონსერვებული საკვები

დაიჭირეთ კარგად და ყუთი ამოძრავეთ წრიულად ერთი მიმართულებით. საბოლოოდ ასე უფრო ეფექტურად იხსნება, ვიდრე მაშინ, როცა სახსნელით თავად ,,მივყვებით” ყუთს.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!