კვლევის თანახმად, ბავშვების 30-40%-ს ჩაძინების პრობლემა აქვს. მშობლებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია. მაგრამ ნუ შეშინდებით! მიუხედავად პრობლემის სიხშირისა, ბავშვებისთვის არსებობს მეთოდები, რომლებიც მათ მშვიდად ძილში ეხმარება.
ჩვენ გთავაზობთ კვლევაზე დაფუძნებულ 7 ტექნიკას. მათი საშუალებით ბავშვებს ბევრად მარტივად გაისტუმრებთ სიზმრების სამყაროში.
1. შექმენით ძილის რუტინა
აბანავეთ ბავშვი განსაზღვრულ დროს, უმღერეთ იავნანა, წაუკითხეთ ძილისწინა ზღაპრები, აარჩიეთ პერანგი და ა. შ. ეს ჩვევად უნდა იქცეს.
აგრეთვე მნიშვნელოვანია ძილის რუტინა არ მოიცავდეს აქტიურ თამაშებს, ხმაურიან აქტივობებს, მოულოდნელობებს, მათ შორის, ტექნიკას. ეს ბავშვს ძილს დაუფრთხობს.
2. კანთან კონტაქტი მნიშვნელოვანია
ბავშვებისთვის მშობლის სითბო და მასთან სხეულებრივი კონტაქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ისინი მშვიდდებიან და უკეთ იძინებენ. კვლევის თანახმად, ბავშვი, რომელიც ფიზიკური კონტაქტის ნაკლებობას განიცდის, მეტად ისტრესება, რადგან მის ორგანიზმში კორტიზოლის დონე იზრდება – ეს კი ძილის ხარისხზეც ნეგატიურად მოქმედებს. ეცადეთ დღის განმავლობაში დიდხანს და ხშირად მოეფეროთ ბავშვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაკვირი არ იქნება, თუ ის ძილის დროს მოითხოვს თქვენს სიახლოვეს ყოფნას.
3. ჩართეთ დაბალი განათება
კაშკაშა სინათლე ტვინს ერთ მკაფიო სიგნალს აწვდის: დარჩი ფხიზლად! მეცნიერები თვლიან, რომ ხელოვნურად შექმნილი მსუბუქი სინათლე გამოყოფს ნივთიერება მელატონინს, რომელიც სხეულს ადუნებს და ძილისთვის განაწყობს.
4. მოაწყეთ ,,კარავი”
ეს მეთოდი გულისხმობს მშობლის დაძინებას ბავშვის საწოლის სიახლოვეს, სავარძელზე ან დივანზე. და დღითიდღე ეს მშობლის ,,კარავი” უფრო და უფრო უნდა შორდებოდეს ბავშვს.
5. გამოიყენეთ ,,ტირილის კონტროლის” ტექნიკა
ამ მეთოდის მიზანი არის, ბავშვმა დამოუკიდებლად ისწავლოს თვითდამშვიდება. როცა ბავშვი ტირის, მშობელი მას უახლოვდება, რწმუნდება, რომ კარგად არის და აცდის დამშვიდებას – თავდაპირველად 3 წუთით, შემდეგ კი ინტერვალი იზრდება.
6. ძილის დროს გაუჩინარება
ეს მეთოდი ჩვილებზეც მუშაობს და ცოტა მოზრდილ ბავშვებზეც. ამ დროს მშობელი ნახევარი ან ერთი საათით რჩება ბავშვის საძინებელში, განაწყობს ბავშვს ძილისთვის და შემდეგ ტოვებს ოთახს.
7. კოშმარის განხილვა
კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვების 80.5%-ს აწუხებს კოშმარები, რა დროსაც ღამით შეშინებულები იღვიძებენ. მშობლებს შეუძლიათ ბავშვებს დაეხმარონ ამასთან გამკლავებაში. ეცადეთ ერთად წარმოიდგინოთ კოშმარის სიუჟეტი უსაფრთხო და ბედნიერი დასასრულით. აგრეთვე არსებობს წიგნები, სადაც ბავშვებისთვის შიშის დამარცხებისთვის საჭირო აქტივობებს იპოვით.
თქვენ თუ გიცდიათ რომელიმე ჩამოთვლილი მეთოდი თქვენს ბავშვთან? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში!