მთავარი ინსპირაცია 30 საუცხოო წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ, სანამ 30 წელი შეგისრულდებათ

30 საუცხოო წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ, სანამ 30 წელი შეგისრულდებათ

by Keti

სხვადასხვა მწერლის მიერ შემოთავაზებული ლიტერატურული თავსატეხები ხშირად ჩვენც ძალიან გვეხმარება პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ შემთხვევისთვის, ჩვენ შევაგროვეთ 30 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ 30 წლამდე.

თითოეული მათგანი უნიკალურია და გააღრმავებს თქვენს სულიერ სამყაროს და გაგხდით უფრო ჭკვიანს.

Scarlet Sails

ამ ნაწარმოების მორალი ნათელია: თუ გწამთ სასწაულის მოხდენის, ის აუცილებლად მოხდება თქვენთანაც და თქვენს საყვარელ ადამიანებთანაც.

A Clockwork Orange

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნოველა ლიტერატურაში, სადაც ალექსის სატირული თავგადასავალია აღწერილი. ,,მიიღე ცხოვრება ისეთი, როგორიც არის,” ეს არის ნოველის დევიზი!

The April Witch

მარტივი და მოკლე ამბავი ცალმხრივ სიყვარულზე. ავტორი ახალგაზრდა ქალებს უხსნის, რომ უპასუხო სიყვარული ყველაზე ჯადოსნური რამ არის.

Lord of the Flies

ეს საშიში ისტორიაა ბრიტანელ სკოლის მოსწავლეებზე – ცივილიზებული ბიჭები ბოროტ ცხოველებად იქცევიან. ამბავი არის თავისუფლებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ ახალგაზრდობას ზოგჯერ კავშირი არ აქვს უდანაშაულობასთან.

Heaven Has No Favorites

ეს ლამაზი და ამაღელვებელი ისტორიაა მარტოობაზე, დიდ სიყვარულზე, სიკვდილსა და ცხოვრების ღირებულებებზე.

1984

წიგნი 1949 წელს დაიწერა, თუმცა მისი სიუჟეტი დღესაც რელევანტურია. წიგნი რეკომენდებული არ არის სუსტი გულის მქონეებისთვის, ორსულებისა და სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის. დანარჩენ შემთვევებში გზა ხსნილია!

To Kill a Mockingbird

ამბავი არის ბავშვზე, რომელიც სამართალზე და ცრურწმენებთან ბრძოლაზე გვიყვება. აგრეთვე ეს მოიცავს საფრთხისა და რასობრივი უთანასწორობის თემებსაც.

For Whom the Bell Tolls

მოკლე ამბავი სიკვდილზე, იდეოლოგიაზე და ომის დაუჯერებელ სისასტიკესა და აბსურდულობაზე.

War and Peace

ეს წიგნი კარგი წასაკითხია ახალგაზრდობაში, სადაც წარმოდგენილია ისტორია, დრამა და ადამიანები, რომლებიც გადაჭდობილნი არიან საბედისწერო დროს.

Light Breathing

ამბავი არის სკოლის მოსწავლე გოგონაზე, სახელად, ოლია მეშერსკაიაზე, მის ფემინურობასა და ინტიმურობაზე. ნაწარმოები წარმოაჩენს გოგოებისთვის დამახასიათებელ გარკვეულ თვისებებს, რომლებიც კაცებს აგიჟებს.

One Hundred Years of Solitude

მარკეზის მიერ შექმნილი დიადი სამყარო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბუენდიების სამყაროში. მათ სულ უხარიათ სტუმრების ხილვა, თუმცა ხშირად ერთმანეთის მიმართ არიან გულგრილები. წიგნში დიდი დოზით არის სექსი და ვნება, მაგრამ ძალიან ცოტა სიყვარული.

The Dharma Bums

ომის შემდგომი პერიოდი აშშ-ში, 40იანი წლები, ჯაზის ხმა კლუბებში, სამყაროსა და ადამიანის არსებობის ძიების მიზანი. მოხეტიალეებო და მოგზაურებო, ეს ნოველა თქვენთვისაა!

The French Lieutenant’s Woman

ახალგაზრდა ქალი ყოველდღე ზღვისპირა ჰორიზონტს უცქერს. ერთ დღეს, მას ახალგაზრფა კაცი შეამჩნევს. რა მოხდება შემდეგ? ამბავს 2 სავარაუდო დასასრული აქვს.

The Wind in the Willows

ბავშვებისთვის იდეალური წიგნია, ის მოზრდილებს შეახსენებს, როგორი მნიშვნელოვანია მარტივი სიამოვნებების დანახვა ცხოვრებაში. ეს არის ზღაპარი თავგადასავალზე, ჯადოსნობასა და სოლიდარობაზე.

The Art of War

ეს მილიტარულ სტრატეგიაზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ძველი წიგნია. ის გასწავლით არგუმენტირებულ კამათს და საკუთარი გზის ჯიუტად გაკვალვას.

The Lord of the Rings

ეს ბავშვობაში ან მოზარდობაში წასაკითხი წიგნია, მაგრამ დიდებსაც ძალიან მოსწონთ. რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ დაგავიწყდებათ, რომ ეს შეთხზული ამბავია.

David Copperfield

ეს წიგნი მკითხველებს გვასწავლის, როგორ ვავარჯიშოთ დისციპლინა, ემოციები და მორალი მიზნების მიღწევისას.

Bel Ami

წიგნში წამყვან პერსონაჟი ,,ანტიგმირი” პროტაგონისტია. ახალგაზრდა ჟურნალისტი ცდილობს პარიზში ,,საქმეები გაიჩარხოს.” ის მოსაწყენი, ხარბი, მშიშარა და გაუნათლებელია, მაგრამ საოცრად სიმპატიური! ეს საშინელი ამბავია იმაზე, თუ როგორ ხდებიან ჭკვიანი და ნიჭიერი ქალები თავიანთი სიბრმავის მსხვერპლები.

The Great Gatsby

მცირე რაოდენობის, მაგრამ ნამდვილი მეგობრების ყოლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი მეგობრების არსებობა. გარდა ამისა, რაიმეს მოპოვება უფრო ტკბილია, ვიდრე მისი ფლობა.

The Catcher in the Rye

წიგნის მთავარი თემა არის თინეიჯერული შიში და ფსიქოზი. ამბოხება, პერფექციონიზმი, მარტოობა და გაუგებრობების შიში – ეს საერთო თემებია, რისი წყალობითაც წიგნი მილიონობით მკითხველის გულამდე აღწევს.

Crime and Punishment

მსოფლიო ლიტერატურის ნამდვილი შედევრი. არც ერთ მწერალს არ აღუწერია ადამიანური სულისა მდგომარეობა ისე, როგორც ეს დოსტოევსკიმ შეძლო.

The Prince

პოლიტიკური ბრძოლა ძალაუფლებისთვის, საერთო მიზნების მიღწევის სურვილი, დაუოკებელი ამბიციები და სხვების მანიპულირება პერსონალური მიზნებისთვის.

Walden; or, Life in the Woods

ეს არის ისტორია თავისუფლებაზე, რომელიც მოპოვებულია სოციუმის ზეგავლენიდან და სტერეოტიპებიდან თავის დაღწევის შემდეგ.

Republic

ეს პოლიტიკური თეორიის თაობაზე ყველაზე ფუნდამენტალური და დიდებული ნამუშევარია. აგრეთვრ აღწერილია ის, თუ როგორ უნდა მართონ მთავრობებმა მონები – რათა დაიმორჩილონ.

Lolita

ისტორიის აღქმა დამოკიდებულია მკითხველთა ხედვებზე. ზოგი ნაწარმოებში გარყვნილ ადამიანს და ეროტიკულ ქარაგმებს ხედავს, ზოგი კი სერიოზულ რეფლექსიებს, წერის ლამაზ სტილს და მუდმივ წინააღმდეგობებს სიცოცხლესა და სიყვარულს შორის.

The Master and Margarita

ბულგაკოვის შედევრი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. ამბავი ბოროტებასა და სიკეთეზე, ვნებით სავსე სამყაროსა და ადამიანური ბუნების არსზე.

The Metamorphosis

კაფკა კომპლექსური და პირქუში მწერალია. ახალგაზრდებისთვის მარტივი არ არის მისი წაკითხვა, თუმცა გარისკვად ღირს. ,,მეტამორფოზა” აბსურდული პამფლეტია ადამიანური მარტოსულობის შესახებ. აქ ყველაფერი ცხოვრებაზეა, სიყვარულის მოჩვენებით ბუნებაზე, სიმახინჯეზე და ყველა ადამიანში არსებულ მარტოობაზე.

The Little Prince

ზრდის პროცესში ადამიანები იწყებენ ფიქრს, რომ რაღაც ძვირფასი და მნიშვნელოვანი დაკარგეს და მის მოსაძებნად სულ უნდა იკითხონ ეს წიგნი, გაიაზრონ მისი მნიშვნელობა და განახორციელონ ის რეალურ ცხოვრებაში.

Trap for Cinderella

ეს მსუბუქი და შესანიშნავი დეტექტივია ახალგაზრდა ფრანგ ეშმაკებზე, რომლებსაც თეთრი კაბები და მანქანები უყვართ. ეს ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი წიგნია ქალწულთა სულმდაბლობაზე, რომელიც ძალიან მსუბუქად არის გადმოცემული.

გაგვიზიარეთ თქვენი ფავორიტი წიგნებიც კომენტარებში!