ჩხირებით ქსოვა ახალბედებისთვის მარტივი არ არის. თავიდანვე სვიტრს ვერ მოქსოვთ, ყველაფერი იწყება მარტივი თვლების აკრეფით. მაგრამ არ გეგონოთ, რომ მარტივი ქსოვით მხოლოდ უბრალო შარფის მოქსოვა შეიძლება. დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა გარდაქმნათ მოქსოვილი ნაჭერი ერთ-ერთ მოსახერხებელ აქსესუარად.
ჩუსტების ქსოვა დამწყებთათვის
შეგიძლიათ მოქსოვოთ 2 ან 4 ჩხირის გამოყენებით, თუმცა ეს გამოცდილებას მოითხოვს. მაგრამ არ იღელვოთ, ძალიან საყვარელი ჩუსტების მოქსოვა შეიძლება მაშინვე, როგორც კი თვლების აკრეფას და უბრალო გლუვ ქსოვას ისწავლით.
თქვენ დაგჭირდებათ
- 3,5 მლ ჩხირები
- ძაფი 200 მ 100 გ-ზე
- დიდი ნემსი
1. ჩხირზე აკრიფე 28 თვალი.
2. გაზომე ტერფის სიგრძე – ქუსლიდან ფეხის წვერამდე და მოქსოვე საჭირო სიგრძის ქსოვილი წაღმა თვლებით. 35 ზომა ტერფისთვის უნდა მოქსოვოთ 30 რიგი.
3. იმისთვის, რომ დახურო თვლები მოქსოვე ბოლო რიგი – 2 თვალი 1ში – სახით. როცა მოქსოვ 2ს 1ში, კვლავ გადაახვიე მიღებული თვალი ჩხირზე მარცხნიდან. ძაფი არ მოჭრათ, დატოვეთ დაახლოებით 50 სმ ამოსაკერად.
4. ბაფთის მოსაქსოვად ჩხირზე აიღე 18 თვალი და მოქსოვე 14 რიგი წაღმა.
5. დიდი კვადრატის მოქსოვის შედეგად დარჩენილი ძაფის ბოლო გაუყარე ნემსში და მოჭიმე.
6. ამავე ძაფით ამოკერე ნაწიბურის თვლები, მაგრამ ყველა არა – მხოლოდ 6 სმ.
7. წინდა შეკერელია, ახლა დროა შეკეროთ ქუსლის ნაპირები იმავე მეთოდით.
8. გადააბრუნე ნაკეთობა და მიაკერე მას ბაფთა. მზად არის! ახლა გააკეთეთ ზუსტად ისეთივე მეორე.
ასეთი ჩუსტები წინდებისგან განსხვავებით უფრო ადვილი მოსახმარია, რადგან ისინი რეზინის გარეშეა. კიდევ ერთი უპირატესობა, ჩვეულებრივი სახლური ჩუსტებისგან განსხვავებით, იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ივლით უხმაუროდ და მსუბუქად. იდეალურია სახლში სიწყნარის მოყვარულთათვის.
შეუკერეთ ეს ჩუსტები ოჯახის ყველა წევრს და ბავშვებს ასწავლეთ ამ სასიამოვნო საქმის კეთება. გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!