მთავარი კულინარია როგორ უნდა მივირთვათ ყველი ბრი: ობით თუ ობის გარეშე

როგორ უნდა მივირთვათ ყველი ბრი: ობით თუ ობის გარეშე

by Keti

სუპერმარკეტების თაროები სხვადასხვა უცხოური საქონლით არის სავსე. ყველაზე მრავალფეროვანი კი ყველის სახეობებია. ერთ-ერთ მათგანზე დღეს მოგითხრობთ.

ბრი – უძველესი ფრანგული ყველია, შუა საუკუნეებიდან განთქმული. ის სამეფო ყველად ითვლება, რომელმაც მრავალი ადამიანის სიყვარული მოიპოვა და დღესაც ძალიან პოპულარულია.

გარეგნული მხარე

ბრი რამდენიმე სახის ყველს აერთიანებს. პროდუქტს აქვს ღია რუხისფერი. მას ამზადებენ ძროხის უმი რძისგან 30-60 სმ დიამეტრისა და 3-5 სმ სისქის რგოლის სახით. თავად ბრი რბილია. გემო აქვს კამამბერის, არომატი კი ნიშადურის.

შეიძლება თუ არა ქერქის ჭამა

ქერქი შედგება სოკოსგან – Penicillum Candidum, ამიტომ ის უსაფრთხოა ალერგიულებისთვისაც. ყველის ობი არის არა სოკოს სპორები, არამედ მიცელიუმი, ალერგიას კი იწვევს სპორები. ასე რომ, ქერქის ჭამა უსაფრთხოა.

როგორ მივიტანოთ სუფრასთან ყველი ბრეი

ბრის ყველა სეზონზე ამზადებენ, ის შედის როგორც ყოველდღიურ, ისე სადღესასწაულო მენიუში. ამიტომ ის უნივერსალურ პროდუქტად ითვლება. ყველი უნდა მიირთვათ ოთახის ტემპერატურის, ხოლო შენახვა ხდება +2დან -4 გრადუსამდე. ბრის გემოს აუმჯობესებს კრეკერები, პური, ხილი, თაფლი და მურაბა.

რომელი სასმელები უხდება

თუ ყველი მიგაქვთ სადღესასწაულო სუფრაზე, მას იდეალურად მოუხდება თეთრი მშრალი ღვინო, წითელი ღვინო ან მუქი ლუდი. ყოველდღიურ რაციონში ყველი მიირთვით ახალგამოწურულ წვენებთან ერთად.

თუ აქამდე არ იცნობდით ყველ ბრის, გირჩევთ მალე გამოასწოროთ ეს ამბავი, მით უფრო, თუ გიყვართ უჩვეულო გემოთა შეთანხმებები. ეს პროდუქტი თქვენი სუფრის ნამდვილი სამკაული გახდება და მრავალფეროვანს გახდის ჩვეულებრივ რაციონს.

გაუზიარეთ ბრის შესახებ სტატია თქვენს მეგობრებსაც!