მთავარი რჩევები 12 წესი, როგორ გავრეცხოთ ტანსაცმელი სწორად სარეცხის მანქანაში

12 წესი, როგორ გავრეცხოთ ტანსაცმელი სწორად სარეცხის მანქანაში

by Keti

ტანსაცმლის რეცხვა არცთუ სახალისო პროცესია, თუმცა სარეცხის მანქანა ამ პროცესს აიოლებს. გარდა ამისა არსებობს ხრიკები, რომლებიც უფრო მარტივს ხდის სახლის საქმეებს, მათ შორის, ხარისხიანი რეცხვის პროცესს.

დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა გახადოთ მანქანაში რეცხვა უფრო სასიამოვნო.

ნივთების რეცხვა სარეცხის მანქანაში

1. გამოიყენეთ ტომრები წვრილი ნივთებისთვის. ხშირად პატარა ზომის საცვლები ან წინდები მანქანაში იკარგება, ტომრების გამოყენება კი ამ პრობლემას გადაგიჭრით.

2. სარეცხის მანქანის დოლურას გასაწმენდად გამოიყენეთ პირის სავლები სითხე. ის მოახდენს მის დეზინფიცირებას და ხელს შეუშლის ობის წარმოქმნას. იზრუნეთ რეზინის სისუფთავეზეც.

3. ოფლის ყვითელი ლაქების მოსაცილებლად და თეთრი ნივთებისთვის პირველადი სახის დასაბრუნებლად მანქანის დოლურაში ჩადეთ ასპირინის რამდენიმე ტაბლეტი. გასუფთავება მოხდება ასპირინში შემავალი სალიცილის მჟავას ხარჯზე.

4. არ გააშროთ სარეცხი დიდი ხნის განმავლობაში. ნატურალური ქსოვილის ნივთები დააუთოვეთ დანამვით, თუ ის გამხმარია.

5. შალის ნივთების რეცხვა სარეცხის მანქანაში ნამდვილი გამოცდაა. არასდროს იცით, რა ზომის მაისური გამოვა მანქანიდან. თუ თქვენი ბლუზი შედგა, ჩაალბეთ ის ბავშვის შამპუნითა და სარეცხის კონდიციონერით განზავებულ ხსნარში 10 წუთით. შემდეგ სვიტერი მსუბუქად გაწურეთ, წვეთების ნარჩენები შეახოცეთ პირსახოცით და გააშრეთ სწორ ჰორიზონტალურ ზედაპირზე.

6. თეთრი ნივთები არ გარეცხოთ კონდიციონერით, ამ დროს უნდა გამოიყენოთ სპეციალური მათეთრებელი საშუალებები, რომლებსაც შეიძენთ ან თავად მოამზადებთ.

7. არ დაახარისხოთ სარეცხი ფერების მიხედვით, გამოყავით მხოლოდ თეთრი ნივთები. სჯობს, დახარისხება მოხდეს ქსოვილის სიმკვრივის მიხედვით, თორემ სარეცხი ფხვნილი თხელ ნივთებზე დაილექება. ამასთან, ფერადი ტანსაცმელი არ გარეცხოთ 45 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე, ისინი ფერს დაკარგავს.

8. სინთეტიკური ქსოვილების რეცხვისას, მანქანის დოლურაში ჩადეთ რამდენიმე ფოლგისგან დამზადებული ბურთულა, ისინი შთანთქავენ ტანსაცმლის სტატიკურ მუხტს.

9. ტანსაცმელზე მაკიაჟის ლაქები დიდ პრობლემას წარმოადგენს. სცადეთ დაბინძურებულ ადგილზე წაუსვათ საპარსი ქაფი, შემდეგ კი გარეცხეთ მანქანაში. ასე ლაქების მოშორების შანსი გაჩნდება.

10. ჭუჭყიანი წინდები გარეცხეთ ცივ წყალში, ოფლის დიდი ნაწილი ცილოვანი წარმოშობისაა და ცხელ წყალში რეცხვის დროს ჭუჭყი მთლიანად არ გამოირეცხება.

11. წვენის, ბალახების ან მიწის ლაქების მოსაშორებლად ბინძური ადგილი გააშრეთ ფენით, შემდეგ დაიტანეთ მასზე ლაქების საწინააღმდეგო საშუალება. გაცხელების შედეგად სარეცხის საშუალება ლაქებს უკეთ გაუმკლავდება.

12. ნივთების სწრაფად გასაშრობად, ისინი სარეცხის მანქანაში შეყარეთ სუფთა და მშრალ პირსახოცთან ერთად. მანქანა დააყენეთ ,,გაწურვის” ფუნქციაზე.

სარეცხის მანქანა კარგი რამ არის, თუმცა რეცხვის 100%იან ხარისხს არ იძლევა. როგორი მოდელისაც არ უნდა იყოს ის, საბოლოო ჯამში, ეს არის მბრუნავი დოლურა სარეცხის საშუალებითა და წყლით. თქვენ უკვე იცით, როგორ გაუმკლავდეთ პრობლემატურ სარეცხს და როგორ გააქროთ უიმედო ლაქებიც.

თქვენ რა ხრიკებს იყენებთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!