მთავარი კულინარია ნამდვილმა დიასახლისმა უნდა იცოდეს პომიდვრის დაკონსერვება ,,პოლონურად”. აი, რეცეპტი

ნამდვილმა დიასახლისმა უნდა იცოდეს პომიდვრის დაკონსერვება ,,პოლონურად”. აი, რეცეპტი

by Keti

ზაფხული არამხოლოდ თბილი, მზიანი დღეების გამო გვიყვარს, არამედ ხილისა და ბოსტნეულის სიუხვის გამოც. მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში ვიფიქროთ მათ კონსერვაციაზე, რათა ნახევარი წლის შემდეგ ვისიამოვნოთ.

გთავაზობთ მეთოდს, თუ როგორ უნდა მოამზადოთ პომიდორი ზამთრისთვის პოლონური რეცეპტით.

ქილის პომიდორი ზამთრისთვის 

დარწმუნებული იყავით, რომ თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდით გასინჯავთ პომიდორს, ის სამუდამოდ შეგიყვარდებათ.

ინგრედიენტები

  • პომიდორი
  • კამა
  • ოხრახუში
  • ნიორი
  • ხახვი
  • ზეთი
  • 9%იანი ძმარი

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • ერთი ლ წყალი
  • 3 ს. კ. შაქარი
  • ერთი ს. კ. მსხვილი მარილი

მომზადება

1. მოამზადეთ ბოსტნეული. დაჭერით პომიდორი ნაწილებად.

2. დავჭრათ მწვანილი წვრილად, ხახვი კი ნახევარრგოლებად. ნიორი გავატაროთ საჭყლეტში.

3. წინასწარ გასტერილებული ქილები შევავსოთ ასეთი წესით: ფსკერზე მოვათავსოთ ხახვი, მწვანილი, ნიორი, შემდეგ კი პომიდორი. ასე ჩავალაგოთ ყველა ინგრედიენტი, სანამ ქილა შეივსება. ზედა ფენა უნდა შედგებოდეს ხახვისა და მწვანილისგან.

4. ქვაბში ჩავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. როცა ადუღდება, ჩავყაროთ მარილი და შაქარი. მარილი არ უნდა იყოს იოდიზირებული. მდუღარე მარინადი ჩავასხათ ქილებში.

5. ბოლოს თითოეულ ქილაში (600-700 მლ მოცულობის) თითო ს. კ. ზეთი და ძმარი.

6. დარჩა ქილების მოხუფვა ან მოხრახნვა. შემდეგ ისინი გადავაბრუნოთ, შევფუთოთ და დავტოვოთ დილამდე. მზად არის!

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ კონსერვაციის კარგი რეცეპტი ძალიან ღირებულია, ამიტომ შეინახეთ ჩვენი შემოთავაზებული ინსტრუქცია. დარწმუნენული იყავით, რომ მთელ ოჯახს და სტუმრებს ძალიან მოეწონებათ პოლონურად მომზადებული პომიდორი.

თქვენ როგორ ინახავთ პომიდორს ზამთრისთვის? გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტები კომენტარებში!

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: