ნეგატიური ენერგია: ძენ-ოსტატი გვიხსნის, როგორ გავუმკლავდეთ დამანგრეველ ფიქრებს

როგორ უნდა ვებრძოლოთ ნეგატიურ ენერგიას და ცუდ აზრებს? ადამიანები ალბათ გირჩევენ, რომ ყველაფერი უარყოფითი დააიგნოროთ და იაზროვნოთ პოზიტიურად. ზოგი შემოგთავაზებთ იოგას, მედიტაციას… თუმცა ძენ ოსტატის – ტიტა ნატ ხანის – აზრით ყველაფერი ბევრად იოლია.

ნეგატიური ემოციების მართვაში დიდი როლი აქვს გათვითცნობიერებას, საკუთარი ემოციების გაგებას. საწყის ეტაპზე ეს ხელს უწყობს ნერვიულობის მიზეზის გაცნობიერებას, მეორე ეტაპი კი მისი მიღებაა. როგორც დედა არ აიგნორებს შვილის ტირილს, მაგრამ არც განსჯის მას და იყვანს ხელში. ამდენად, გაცნობიერების პრაქტიკა მდგომარეობს არა უარყოფითი ემოციების წინააღმდეგობაში ან დათრგუნვაში, არამედ მათ დაწყნარებაში. შესაძლოა დედას თავიდან არ ესმოდეს, რატომ ტირის მისი შვილი და ის გარკვეულ დროს ხარჯავს მიზეზის გასარკვევად. ამის გაცნობიერებამდე კი უბრალო აყვანაც კი ბავშვს შვებას ჰგვრის.

გრძნობებს თვალებში უნდა უყუროთ და შემდეგ მიიღოთ ისინი. ბავშვობაში კი ხშირად გვასწავლინდნენ ნეგატიური ემოციების დამალვას, მათ იგნორს. მაგრამ რა ხდება ამ დროს? ნეგატიური ემოციები გადადის უკანა ფონზე და საბოლოოდ უარესად ვხდებით.

ტიტ ნატ ხანი გვასწავლის, რომ ემოციებს უნდა ვუყუროთ, როგორც რაღაც არამუდმივს. ასე ისინი ძალიან საშინლად აღარ მოგვეჩვენება.

,,ბოროტებაზე ჩვენ ვპასუხობთ ყვირილით, ბრაზით და ვეძებთ დამნაშავეს. მაგრამ თუ ამ მრისხანებას შევხედავთ, როგორც წარმავალს, შეგვეძლება გავჩერდეთ და რამდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქოთ. როცა სხვაზე ვმრისხანებთ, ჩვენ ვცდილობთ 300 წლის იქით დავინახოთ ჩვენი მომავალი. მაგრამ ეს არ ღირს, უბრალოდ ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და დამშვიდდებით.

მომავალში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ძვირფასია ჩვენთვის ჩვენი ,,მტერი”. თუ გავითვალისწინებთ, რომ შეგვიძლია ის ნებისმიერ მომენტში დავკარგოთ, მრისხანება მალე ჩაქრება. შემდეგ მოგვინდება მას ჩავეხუტოთ და გამოვუყოთ სითბო.

ჩვენ გვავიწყდება არამუდმივობის შესახებ, ამიტომ ტკივილს ვაყენებთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც. გვავიწყდება, რომ ყველაზე ფასეული მოვლენები არის თავისუფლება, მშვიდობა და ბედნიერება.”

ნამდვილად ბრძნული სიტყვებია ბუდისტი ძენ ოსტატისა. თუ სამყაროში არსებობს ჭეშმარიტება, ეს სწორედ მის არამუდმივობასა და ცვალებადობაში მდგომარეობს. ამიტომ უარყოფითი ემოციების შემოტევებისას უნდა გავიხსენოთ, რომ ეს მუდმივად არ გაგრძელდება.

ამასთან, ჩვენი ბედნიერება არ უნდა დავუკავშიროთ ქონებას ან სტატუსს, რადგან ესენიც არ არის მუდმივი.

ტიტ ნატ ხანი ამბობს, რომ ბედნიერება და უბედურება ერთმანეთის გარეშე არ არსებობს:

,,არ არის ჭუჭყი – არ არის ლოტოსი. ყვავილი როცა ჭკნება, ის სასუქად იქცევა, სასუქი კი ყვავილს თავიდან გაზრდაში ეხმარება. ბედნიერებაც არ არის უცვლელი და ის იოლად გადადის უბედურებაში – და პირიქით.”

ტიტ ნატ ხანის თქმით, ჩვენ შეგვიძლია ტკივილის გაყუჩება, თუ გავაცნობიერებთ, რომ იგი არ ღირს ნერვიულობად:

,,სიცოცხლე – მშვენიერია. რამდენი ადამიანი იკლავს თავს მრისხანებისა და სასოწარკვეთილების გამო. გაცნობიერების პრაქტიკა ხელს უშლის ასეთ შემოსაზღვრულ მსოფლმხედველობას. ბუდა არ ემალებოდა თავის განცდებს, რამაც ის გაათავისუფლა.”

ცხოვრებაზე ზრუნვის ერთ-ერთი მეთოდი არის ყოველდღიური ვარჯიში იმაში, რომ ვიყოთ თანამგრძნობები. ეს დაეხმარებათ სხვებსაც და პირველ რიგში – ჩვენ და აგვავსებს ენერგიით, მოგვანიჭებს თავმდაბლობას. ადამიანი თავად წყვეტს როგორი ტიპის მარცვლები უნდა მორწყას მან – კეთილი თუ ბოროტი.

Loading...

  კომენტარები