დამარინადებული წიწაკის 5 დაუჯერებლად გემრიელი რეცეპტი

წიწაკა ზეთში – ეს კლასიკაა. არსებობს საიდუმლო ნებისმიერი ბოსტნეულის დასამარინადებლად: ისინი უნდა იყოს ახალი. სილამაზისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა ფერის ბოსტნეულის გამოყენება. ბოლო შტრიხი კი გასტერილებული და მოხუფული ქილის ბოლომდე გაციებაა.

1. სრული ვარიანტი

რეცეპტის არსი მისი ფარშირებისთვის დამარინადებაა, ფარშად კი შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ: ბრინჯი, ხორცი…

ინგრედიენტები

  • 1.5-2 კგ ბულგარული წიწაკა
  • 2 ლ წყალი
  • მარილი და შაქარი – 2 ს. კ. მარილი ერთ კოვზ შაქარზე
  • 3 ს. კ. 9%იანი ძმარი

მომზადება

გაასუფთავეთ წიწაკა, ამოაჭერით წვერო ისე, რომ შიგთავსის ჩადება შესაძლებელი იყოს. ბევრი რომ ჩაეტიოს, ჩადეთ წიწაკები ერთმანეთში. შეავსეთ ქილა ცხელი წყლით, ბოლომდე. დააფარეთ და დატოვეთ 30 წუთი.

გაციებული წყალი გადაასხით ქვაბში, გახსენით მასში სანელებლები და წამოადუღეთ 2 წუთით. ბოლო ეტაპია ძმრის დამატება. შემდეგ ქილა მოხუფეთ.

დამარინადებული წიწაკის 5 დაუჯერებლად გემრიელი რეცეპტი

2. გამომცხვარი და დამარინადებული წიწაკა

ამ რეცეპტში წარმოდგენილია ინგრედიენტები, რომლებიც გათვლილია ერთლიტრიან ქილაზე.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ გარჩეული ბულგარული წიწაკა
  • 100 მლ ზეთი
  • 4 ს. კ. 9%იანი ძმარი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ჩ. კ. მარილი
  • 4 ს. კ. შაქარი
  • 0,5 ლ წყალი
  • სურნელოვანი შავი პილპილი

მომზადება

გამზადებული ბოსტნეული გაყავით ორად ან ოთხად. ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე. საცხობს დააფარეთ ფოლგა და წაუსვით ზეთი. დაალაგეთ წიწაკა და გამოაცხეთ ნახევარი საათით. ხანდახან გადააბრუნეთ. შემდეგ გააციეთ. გასტერილებულ ქილაში ძირში ჩაალაგეთ სურნელოვანი პილპილი, ნიორი, მარილი, შაქარი და ძმარი. მოხუფეთ.

დამარინადებული წიწაკის 5 დაუჯერებლად გემრიელი რეცეპტი

ვეგეტარიანული კერძი: წიწაკა კომბოსტოსა და სტაფილოს შიგთავსით

წარმოგიდგენთ ორლიტრიანი ქილისთვის საჭირო ინგრედიენტების მუშაობას.

ინგრედიენტები

  • 1.5 კგ გასუფთავებული ბულგარული წიწაკა
  • 1.5 კგ კომბოსტო
  • ერთი ცალი დიდი ზომის სტაფილო
  • ერთი ლ პომიდვრის წვენი
  • 2 ს. კ. მარილი
  • 4 ს. კ. შაქარი
  • 100 მლ ზეთი
  • 75 მლ 9%იანი ძმარი

მომზადება

დაჭერით კომბოსტო წვრილად, სტაფილო გახეხეთ მსხვილად, შეურიეთ და მოაყარეთ ერთი ს. კ. მარილი. დატოვეთ 20 წუთი. წყალი გადაწურეთ და ამოავსეთ ამ ნარევით წიწაკები. მოამზადეთ ხსნარი ტომატის, ძმრის, ზეთისა და სანელებლებისგან. მიიყვანეთ ადუღებამდე და დაასხით წიწაკებს. ის მასაც წამოადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთი. მოხუფეთ ქილები.

დამარინადებული წიწაკის 5 დაუჯერებლად გემრიელი რეცეპტი

4. წიწაკის მარინადი თაფლით

გთავაზობთ 3 ნახევარლიტრიანი ქილისთვის სამყოფ ინგრედიენტებს.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ გასუფთავებული წიწაკა
  • 650 გ წყალი
  • 85 მლ ზეთი
  • 50 მლ ძმარი
  • ერთი ს. კ. მარილი
  • 9 ცალი სურნელოვანი პილპილი
  • ხმელი მიხაკი

მომზადება

შეურიეთ ერთმანეთს წყალი, თაფლი, ზეთი, ძმარი, სანელებლები და წამოადუღეთ. მასში წამოხარშეთ წიწაკები 3-5 წუთის განმავლობაში. ჩაალაგეთ ბოსტნეული ქილაში, მშრალად. შემდეგ ხსნარი კვლავ წამოადუღეთ, ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ. ქვაბში ჩააფინეთ ქსოვილი, ჩადგით მასში ქილები და ჩაასხით თბილი წყალი. გაასტერილეთ ქილები და მოხუფეთ.

დამარინადებული წიწაკის 5 დაუჯერებლად გემრიელი რეცეპტი

5. წიწაკის მარინადის კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები 3 ნახევარ ლიტრიან ქილაზე:

  • ერთი კგ გასუფთავებული წიწაკა
  • ნახევარი ლ წყალი
  • 100 მლ ზეთი
  • 60 მლ 9%იანი ძმარი
  • 150 გ შაქარი
  • ერთი ს. კ. მარილი
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 5 ცალი სურნელოვანი პილპილი

მომზადება

წყალში ჩაამატეთ ყველა პროდუქტი წიწაკის გარდა და მიიყვანეთ ადუღებამდე. წიწაკები ჩაალაგეთ მდუღარე სითხეში და აადუღეთ, შემდეგ ჩაუწიეთ და ხარშეთ 5 წუთი. გაასტერილეთ ქილები, ჩაალაგეთ წიწაკა, დაასხით მდუღარე ხსნარი და მოხუფეთ.

გაუზიარეთ გემრიელი რეცეეპტები თქვენს მეგობრებსაც!

Loading...

  კომენტარები