მთავარი რჩევები რომელი ლოცვები დაეხმარება ქალებს მეუღლესთან ურთიერთობის დალაგებაში

რომელი ლოცვები დაეხმარება ქალებს მეუღლესთან ურთიერთობის დალაგებაში

by Keti

როცა მეუღლეებს შორის გაუგებრობები წარმოიქმნება და ქორწინებას დარღვევა ემუქრება, ბუნებრივი სწორი გადაწყვეტილება ეს არის ღმერთისადმი მიმართვა ლოცვის საშუალებით. ლოცვის ტექსტი უნდა ინახებოდეს არამხოლოდ ადამიანის გონებაში, არამედ პირველ რიგში – გულში.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ 5 პატარა ლოცვას, რომლებიც დაგეხმარებათ არამხოლოდ ქორწინების შემდგომი სიყვარულის შენარჩუნებაში, არამედ ცხოვრების შესაფერისი თანამგზავრის პოვნაშიც.

იმედი გვაქვს, თქვენც იპოვით ზუსტად იმას, რაც მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ.

გოგონას ლოცვა

ღმერთო მაღალო, აავსე ჩემი გული და სული სიყვარულით. დამიფარე როგორც თავმოყვარეობისგან, ასევე დამღუპველი ამპარტავნებისგან. მომმადლე უფალო შრომისადმი სიყვარული და დალოცე ჩემი საქმიანობა. გაათავისუფლე ჩემი გონება ცოდვილი აზრებისგან და მიჩვენე სწორი გზა. ამინ.”

ლოცვა ქორწინების მოსურნეთა მფარველობისთვის

,,სასწაულმოქმედნო, უვერცხლო მკურნალნო, კოზმა და დამიანე, ნუ შემიძულებთ ჩემი ცოდვილი დღეებისა და წუთებისთვის, არამედ მომმადლეთ პატიება და ევედრეთ უფალს, რომ თავისი ღვთიური მადლი მოგვფინოს მის მონებს. მოგვმადლოს კურნება, ცოცხალი რწმენა და მშვიდობიანი აღსასრული. ამინ.”

ლოცვა მეუღლეებისთვის

,,მამაო ჩვენო, გმადლობ შენ ჩემი მეუღლის მოვლინებისთვის, მომიტევე ჩემი მეუღლის დამსახურებულ საკუთრებად აღქმა. ამიხილე გონების თვალი და დამეხმარე მეც დავინახო ის ისეთი, როგორსაც შენ ხედავ. აავსე ჩემი გული სიყვარულით ჩემი მეუღლისადმი და ჩვენს ოჯახს მიანიჭე შენი ღვთიური ძალა. ამინ.”

ლოცვა ქმარსა და ცოლს შორის სიყვარულისა და რჩევის შესახებ

,,იოანე ღვთისმეტყველო, მოგვმადლე შენი მეოხება ჩვენი ზეციური მამის მიმართ და შეგვეწიე, რათა ჩვენი ცოდვები სიყვარულით გამოვისყიდოთ. შენ განდობთ ჩვენს სულსა და სხეულს და თაყვანს გცემთ. ამინ.”

ლოცვა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად

,,წმინდა მოციქულნო, გური, სამონ და აბიბო, მოგმართავთ თქვენ, როგორც ჩვენს შემწეებს, ჩვენ უღირსები და გულითადად მლოცველები! გვაჩვენეთ სწორი გზა დაბნეულობის ჟამს და მოგვმადლეთ ნათელი გონება. მეუღლეების მფარველნო, ინებეთ, რათა სიყვარულსა და ერთიანობაში გავატაროთ ჩვენი ცხოვრება. ამინ.”

ღვთის წყალობის მოსაპოვებლად, ყოველ ღამე, ძილის წინ საჭიროა ამ ლოცვების წარმოთქმა ხატების წინ. თქვენ რამდენად ხშირად ლოცულობთ თქვენი ბედნიერი ქორწინებისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში!