მთავარი კულინარია გამოცხობამდე ვხარშავ ცომს, გამოდის რბილი და სათუთი. აი, რეცეპტი

გამოცხობამდე ვხარშავ ცომს, გამოდის რბილი და სათუთი. აი, რეცეპტი

by Keti

ყველა დიასახლისმა, რომელიც პურს სახლში აცხობს, იცის, რომ სახლში გამომცხვარი მაღაზიისას ვერ შეედრება. სახლში მომზადებული პური არამხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან არომატულიცაა. მაგრამ ოდესმე თუ გაგისინჯავთ მოხარშული პური? თუ ამას სცდით, სხვა ვარიანტს აღარც კი განიხილავთ.

მოხარშული ცომისგან გამოდის დაბრაწულ ქერქიანი პური. მას ზემოდან აყრიან ყაყაჩოს თესლს ან სეზამს.

ინგრედიენტები

  • 380 გ ფქვილი
  • 125 მლ რძე
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • ნახევარი ჩ. კ. შაქარი
  • 10 გ კარაქი
  • 2 გ საფუარი
  • ერთი ჩ. კ. სოდა
  • ყაყაჩოს თესლი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიეთ თბილი რძე, კარაქი, ნახევარი ჭიქა თბილი წყალი, შაქარი და მარილი. დაამატეთ საფუარი და აურიეთ.

2. გაცერით ფქვილი და კარგად მოზილეთ ცომი. თასს წაუსვით ზეთი და ჩადეთ მასში ცომი. დააფარეთ საკვები ცელოფანი და დადგით თბილად 30 წუთი.

3. ცომი გაყავით 5 ნაწილად. დაამრგვალეთ ეს ნაწილები.

4. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტი და მასზე 10 წუთით დააფინეთ ცომის ნაწილები. დააფარეთ.

5. 2 ლ წყალი აადუღეთ, გახსენით მასში სოდა და ჩაუშვით მომავალი ფუნთუშები. მოხარშეთ დაახლოებით 20 წამი.

6. კვლავ გადაიტანეთ ცომი საცხობზე, თითოეულ კუთხეს გაუკეთეთ ჩანაჭერი, მოაყარეთ ყაყაჩო და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთით.

პურს შეგიძლიათ დაამატოთ თხილეული, მზესუმზირა, ქატო. ძალიან გემრიელი გამოდის. უხდება წვნიანებსაც და ბუტერბროდებს.

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!