მთავარი კულინარია სტაფილოს პუდინგი

სტაფილოს პუდინგი

by Keti

სტაფილო – ეს კაშკაშა ბოლქვი შაქრის შემცველობით მხოლოდ ჭარხალს ჩამოუვარდება, ამიტომ მისი გამოყენებით მომზადებული ტკბილი კერძები საკმაოდ გემრიელი გამოდის. გაგისინჯავთ ოდესმე სტაფილოს პუდინგი? თუ არა, დროა ის მოამზადოთ.

სტაფილოს პუდინგი წელიწადის ცივი დროის იდეალური დესერტია. ის გამოდის ძალიან ნაზი და პირში დნება.

ინგრედიენტები

  • 3 ცალი სტაფილო
  • 400 მლ რძე
  • 1/4 ჩ. კ. მარილი
  • ერთი ს. კ. არაქისი
  • ნიგოზი გემოვნებით
  • 100 გ შაქარი
  • 50 გ რძის ფხვნილი
  • 1,5 ჩ. კ. აგარ-აგარი
  • ერთი ს. კ. კარაქი

მომზადება

1. გარეცხეთ სტაფილო, გაფცქვენით და დაჭერით რგოლებად.

2. ჩაყარეთ სტაფილო ქვაბში და დაასხით მას რძე. დაამატეთ მარილი და მოხარშეთ.

3. დაამატეთ ნიგოზი და მოხარშეთ კვლავ 5 წუთი. შემდეგ გააციეთ და დააბლენდერეთ.

4. დაამატეთ შაქარი და რძის ფხვნილი და კარგად აურიეთ. ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაამატეთ მასში კარაქი.

5. დესერტი უკვე მზად არის! დარჩა მხოლოდ ფორმებში ჩასხმა. შემდეგ შედგით მაცივარში 3 საათით.

აშშ-ში ძალიან უყვართ სტაფილოს დესერტები. 3 თებერვალი სტაფილოს ნამცხვრის დღეც არის. დიდ ბრიტანეთში სტაფილოს მუზეუმიც კი არსებობს. ევროპის ქვეყნებში ეს ბოლქვი 1991 წლიდან აღიარებულია როგორც ხილი. სტაფილოს პუდინგი ღირსეულ ადგილს დაიკავებს თქვენს კულინარულ წიგნაკში.

გაუზიარეთ ეს ორიგინალური რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!