მთავარი ინსპირაცია 15 მიზეზი, რატომ არ ღირს მუყაოს ყუთების ნაგავში გადაყრა

15 მიზეზი, რატომ არ ღირს მუყაოს ყუთების ნაგავში გადაყრა

by Keti

ყოველდღიურად უამრავი მუყაოს ყუთი გვხვდება ხელში და მათ უმრავლესობას ვყრით ან სხვადასხვა ნივთის შესანახად ვიყენებთ. თუმცა თუ ბავშვები გყავთ, დარწმუნდებით, რომ მუყაოსგან ნივთების გაკეთებით გაამდიდრებთ თქვენს და მათ ფანტაზიას.

მოზარდის შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაში დიდი როლი უკავია რეგულარულ მეცადინეობას და განმავითარებელ თამაშებს. ამ საქმისთვის კი მუყაოს ყუთები შესანიშნავი საშუალებაა.

ნაკეთობები მუყაოს ყუთებისგან

მასალა

ხშირად ყველა ნივთის პოვნა სახლშივეა შესაძლებელი. პირველი და ყველაზე საჭირო ეს არის სხვადასხვა ფორმის, ფერის და სისქის მუყაოს ყუთები.

წებო საჭიროა ფურცლების მისამაგრებლად.

აკრილის საღებავები ან გუაში გამოდგება ნაკეთობის შესაღებად.

არ დაგავიწყდეთ დამატებითი მასალებიც. მაგალითად ფუნჯები, მაკრატელი, დეკორატიული ელემენტები. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს მძივები, ხელოვნური ყვავილები, ფერადი ლენტები…

მუყაოს ნაკეთობები

შეგიძლიათ დაამზადოთ სამზარეულოს ავეჯი.

სარეცხის მანქანაც არცთუ ისე ცუდად გამოიყურება. მაგიდასთან კი შეგიძლიათ ჩაის სმის მთელი ცერემონიალის მოწყობა.

ყველაზე მარტივი ვარიანტია კარდონის ყუთისგან დამზადებული სახლი, რომელიც პრინცესას ციხე-სიმაგრედაც შეიძლება იქცეს.

ან დიდი სახლი ბავშვებისთვის.

განსაზღვრეთ მომავალი კომპოზიციის ზომები და შეარჩიეთ შესაბამისი ყუთი. ამოჭერით ფანჯრები და კარი, შეღებეთ კედლები და დაამატეთ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტი.

კატებიც კი სიამოვნებით ითამაშებენ მუყაოს სახლებში. მათ ძალიან უყვართ ყუთები.

ნაკეთობათა რაოდენობა და მრავალფეროვნება მხოლოდ ფანტაზიით შემოისაზღვრება.

აი, ასეთი მოდური ბუხარი თქვენი სახლის ნამდვილი მშვენება გახდება. უბრალოდ მიაწებეთ რამდენიმე ყუთი ერთმანეთს, დააფიქსირეთ მათი კედლები და შემოავლეთ წებოვანი ქაღალდი. შემდეგ შეღებეთ ინტერიერის ფერის მიხედვით.

ასანთის ყუთებისგან მომზადებული ნაკეთობები

ასანთის კოლოფებით არანაკლებ საინტერესო ნამუშევრების შექმნა შეიძლება. მაგალითად, შესანიშნავი უჯრები სამკაულებისთვის.

ან საინტერესო სათამაშოები.

საახალწლო ნაკეთობები

დაიწყეთ დღეიდან მუყაოს მომარაგება. მისგან უამრავი საახალწლო ნივთის დამზადება შეიძლება.

საყვარელი მუყაოს ცხოველები.

ნაძვის ხის სათამაშოები და თავად ნაძვის ხე.

იდეების ასეთი მრავალფეროვნება  დაგარწმუნებთ, რომ არ უნდა გადაყაროთ მუყაოს ყუთები. შექმენით ახალი, თუნდაც არცთუ შედევრალური ნამუშევრები. სცადეთ ბავშვებთან ერთად, ეს ძალიან საინტერესო საქმიანობაა. ბავშვებს ძალიან მოსწონთ საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!