მთავარი რჩევები 10 მეთოდი, როგორ მოვახერხოთ ჩაძინება სწრაფად

10 მეთოდი, როგორ მოვახერხოთ ჩაძინება სწრაფად

by Keti

დროა ინსომნიას დაემშვიდობოთ. ამისთვის ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც სწრაფად და იოლად ჩაძინებაში დაგეხმარებათ. გაეცანით მათ.

1. მიმართეთ სუნთქვის ტექნიკებს მოდუნებისთვის

არსებობს ძალიან ეფექტური სუნთქვითი ტექნიკა სახელად 4-7-8, რომელიც მოდუნებაში დაგეხმარებათ.

რა უნდა გავაკეთოთ:

  • დაწექით კომფორტულად
  • ტუჩები მოკუმეთ ბოლომდე
  • ჩაისუნთქეთ ცხვირით 4 წამის განმავლობაში
  • შეიკავეთ სუნთქვა 7 წამით
  • ამოისუნთქეთ პირით 8 წამის მანძილზე
  • გაიმეორეთ ეს 4ჯერ.

ეს ტექნიკა მედიტაციურია ასევე გვეხმარება შფოთვისა და სტრესის შემცირებაში.

2. მიიღეთ ცხელი აბაზანა

ცხელი აბაზანა ამცირებს სხეულის ტემპერატურას და ორგანიზმს აწვდის სიგნალს, რომ უკვე ძილის დროა. იდეალური იქნება, თუ დაძინებამდე 90 წუთით ადრე ცხელ აბაზანას ან შხაპს მიიღებთ.

3. წაიკითხეთ წიგნი

დაძინებამდე წიგნის წაკითხვა გეხმარებათ ნაკლებად სტრესულად იგრძნოთ თავი და ტვინში დამთრგუნველი ფიქრები გათიშოთ.

4. წარმოიდგინეთ მშვიდი და ბედნიერი სცენარები

მომადუნებელი სცენარების წარმოდგენა ამცირებს სტრესს და გეხმარებათ თავი დააღწიოთ იმ მოვლნებზე, ადგილებსა და ადამიანებზე ფიქრს, რომლებიც შფოთვაში გაგდებთ. იფიქრეთ ადგილებზე, სადაც ბედნიერად გრძნობდით თავს წარსულში.

5. ეცადეთ არ შეხედოთ საათს

ძილის მცდელობისას საათზე ყურება ამცირებს ჩაძინების უნარს. ეს შესაძლოა რუტინად იქცეს და გამოიწვიოს ინსომნია.

6. ივახშმეთ ძილამდე რამდენიმე საათით ადრე

დაძინებამდე ჭამა გავლენას ახდენს ძილის ჩვევაზე და შესაძლოა ღამე გამოგეღვიძოთ ორგანიზმის საჭმლის მონელების მოთხოვნილების გამო. დარწმუნდით, რომ ძილამდე რამდენიმე საათით ადრე მაინც მიირთმევთ მსუბუქ ვახშამს.

7. ივარჯიშეთ დღის მანძილზე

დილითა და შუადღით ვარჯიში დაგეხმარებათ სწრაფად დაძინებაში, ვინაიდან ეს რამდენიმე გრადუსით ზრდის სხეულის ტემპერატურას. როცა დასაძინებლად წახვალთ, ამ დროს სხეული თავის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება, რაც მთვლემარებას და ძილიანობას გამოიწვევს.

8. დაწერეთ რა გაწუხებთ

დაწერეთ თქვენი სევდიანი ფიქრები ბლოკნოტში ან შექმენით მომდევნო დღის საქმეების სია. ეს დაგეხმარებათ მალე დაძინებაში. რამდენადაც მეტს დაწერთ, მეტად მალე დაგეძინებათ, რადგან ფოკუსირებული იქნებით მხოლოდ ერთ აქტივობაზე.

9. შეამცირეთ ხელოვნური ხმაური და განათება თქვენს ოთახში

გადააქციეთ თქვენი საძინებელი მომადუნებელ გარემოდ. შეამცირეთ გარეგანი ხმაურები მაქსიმალურად: ტელევიზორი, ტრანსპორტის ხმა, ტექნიკა და ა. შ. იგივე ეხება ხელოვნურ სინათლეებს. გამორთეთ შუქი, მათ შორის ტექნიკის ეკრანების. მეტი კომფორტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურის საცობები და თვალის საფარველი.

10. არ დალიოთ სითხე დაძინებამდე

დაძინებამდე სითხის მიღება ზრდის იმის ალბათობას, რომ ღამე ტუალეტისთვის გაგეღვიძებათ, ეს კი თქვენს უწყვეტ ძილს შეაფერხებს.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!