მთავარი ურთიერთობები 10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილი დაძინებამდე აკეთებს

10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილი დაძინებამდე აკეთებს

by Keti

მნიშვნელოვანია დაძინებამდე გარკვეული დრო პარტნიორებთან გავატაროთ. სულერთია რამდენ დროს ვატარებთ ერთად დღის განმავლობაში – ერთ საათს თუ რამდენიმე წუთს. თუ თქვენ ორნი ერთმანეთთან საუბრით, სიყვარულის გამოვლენით და ერთმანეთის ყურებით ტკბებით, ეს ყველაფერია, რაც გჭირდებათ.

ჩვენ შევადგინეთ სია, სადაც ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული მარტივი და საჭირო რჩევებია მოცემული. სტატიის ბოლოს კი ბონუსი გელოდებათ.

1. გადადეთ ტელეფონები და ხმას ჩაუწიეთ

სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება ახშობს ოქსიტოცინის გამოყოფას ორგანიზმში. ეს ჰორმონი კი პასუხს აგებს ემოციურ ინტიმურობაზე და კავშირზე. ფსიქოთერაპევტი ქეროლ ქერი მარტივ წესს გთავაზობთ: გამორთეთ ტელეფონები საღამოს 9 საათზე და გადადეთ ისინი შორს.

2. დაივიწყეთ სამსახური

ეცადეთ არ ისაუბროთ სამსახურზე და შეწყვიტეთ საწოლში სამუშაო იმეილის შემოწმება. უკეთესი იქნება, თუ ამ დროს ერთად გაატარებთ და სამუშაო დღის დაწყებამდე დაისვენებთ. ძილისწინა საუბრები წყვილს ემოციურად აკავშირებს, ავიწყებს პრობლემებს და ადუნებს მათ. ნუ შეეხებით სამსახურის პრობლემებს, ფინანსურ სირთულეებს და ყველაფერ იმას, რაც დაგანაღვლიანებთ.

3. დაიძინეთ ერთდროულად

ბევრი წყვილი დღის მანძილზე ერთმანეთს ვერ ხედავს და ჩვევაში აქვთ სხვადასხვა დროს დაძინება. ფსიქოლოგის კურტ სმიტის თასნახმად, ბედნიერი წყვილი კბილებს ერთად იხეხავს და ერთდროულადაც წვებიან დასაძინებლად. ეს მათ სითბოსა და ინტიმურობის შენარჩუნებაში ეხმარება.

4. მიჰყევით რუტინას

ძილის ერთი და იგივე რუტინა გეხმარებათ უკეთ ძილში. როცა ნაცნობ რუტინას მიჰყვებით, ტვინი ძილის მოახლოების სიგნალს იღებს და სხეულს დასაძინებლად განაწყობს. თუ ამ განრიგს პარტნიორთან ერთად დაიცავთ, ეს ურთიერთობას მეტად ინტიმურს და სანდოს გახდის.

5. ისაუბრეთ გულით

  • ყურადღება მიაქციეთ ერთმანეთის გრძნობებს. არ მისცეთ მყისიერი რჩევა პრობლემების გადასაჭრელად. ზოგჯერ ადამიანს უბრალოდ საუბარი და მხარდაჭერა სჭირდება პარტნიორისგან.
  • ფსიქოლოგი რაიან ჰოუვსი გვირჩევს, რომ დაძინებამდე რამდენიმე წუთი პოზიტიური ემოციების გამოხატვას დავუთმოთ. ეს დაგვეხმარება დღის დადებითად დასრულებაში და თავს უკეთ გვაგრძნობინებს. ასევე ამას პოზიტიური გავლენა ექნება თქვენს განწყობაზე.
  • დავიწყეთ დღის მანძილზე მომხდარი მოვლენები და პრობლემები საძინებელს მიღმა დატოვეთ. უთხარით პარტნიორს, როგორ გიყვართ, არ დაინანოთ ემოციების გამოხატვა.

6. აი იკამათოთ და არ შეეხოთ ,,ცხელ” თემებს

კურტ სმიტი გვახსენებს, რომ უნდა მოვერიდოთ ,,ცხელ” საუბრებს დაძინებამდე. ღამით ჩხუბი გამოსავალს ვერ გაპოვნინებთ, თან ჩაძინებაც გაგიჭირდებათ, მომდევნო დღეს კი თავს დეპრესიულად იგრძნობთ.

7. ბავშვები ნუ გეყოლებათ საძინებელში

ფსიქოლოგის – მაიკლ ვინერ-დევისის – თანახმად, ბავშვებს მხოლოდ მაშინ უნდა მივცეთ ჩვენს საწოლში დაძინების უფლება, როცა ისინი კოშმარს ხედავენ. სხვა დროს თქვენი საძინებელი პირადი სივრცე უნდა იყოს, ეს არის ადგილი, სადაც მხოლოდ თქვენ ორნი ხართ.

8. ნუ დააწვენთ ცხოველებს საწოლში

კანზასის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანთა 63%, რომლებიც ცხოველებთან ერთად წევს, საკმარის გამოძინებას ვერ ახერხებს. თქვენი შინაური მეგობარი ყოველთვის გადაბმულად ვერ დაიძინებს ღამით და თქვენს ხელს შეგიშლით ამაში. ეს ასევე არღვევს ზემოხსენებულ ,,მხოლოდ თქვენ ორნი”-ს წესს საძინებელში.

9. გაუკეთეთ ერთმანეთს მასაჟი

ძილის სპეციალისტების თქმით, მსუბუქი და მომადუნებელი მასაჟი აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს შფოთვას და აახლოებს წყვილს. 

10. არ დაივიწყოთ კოცნა და ჩახუტება

აუცილებლად აკოცეთ პარტნიორს ძილის წინ და ჩაეხუტეთ მას წოლისას. ეს მომადუნებელი პრაქტიკაა და იწვევს პოზიტიურ ემოციებს. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ თუ ძილის დროს ერთმანეთს ეხუტებით, თქვენს ურთიერთობას საფრთხე არ ემოქრება.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: