მთავარი რჩევები დიეტა ხორცის მოყვარულებისთვის – ნუ იტყვით უარს ხორცზე

დიეტა ხორცის მოყვარულებისთვის – ნუ იტყვით უარს ხორცზე

by guramus

ეს დიეტა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ხორცის გარეშე გაძლება არ შეუძლია და სასტიკ ბრძოლას უცხადებს ვეგეტარიანელობას. ძნელია აიძულო ასეთი ადამიანი რამდენიმე კვირა მხოლოდ ბოსტნეული მიიღოს. ფსიქოლოგიურად იმდენად ცუდად განეწყობა, რომ შედეგი შეიძლება საპირისპიროც კი იყოს : ) .

პირველი საუზმე (9 საათი)
– 1 ფინჯანი ყავა ( 1 ჩაის კოვი თაფლით ), 50 გრამი უმარილო ყველი, 50 გრამი შავი პური.

მეორე საუზმე (12 საათი)
– 1 ცალი მოზრდილი ზომის ვაშლი.

სადილი (15 საათი)
– 100 გრამი მოხარშული ან უცხიმოდ შემწვარი ხორცი ( ქათმის ან საქონლის ), 100 გრამი სალათის დაჭრილი ფოთოლი, შეზავებული მწვანე ხახვით, ყველანაირი მწვანილითა და ცოტაოდენი მარილით.

სამხარი (17 საათი)
– 1 ცალი მოზრდილი ვაშლი.

ვახშამი (20 საათი)
– 100 გრამი მოხარშული ხორცი, 2 ცალი მოხარშული მომცრო ზომის კარტოფილი, 1 ფინჯანი ყავა ან ჩაი ( უშაქრო ან 1 ჩაის კოვზი თაფლით დამტკბარი ).

ამ რაციონს, სურვილისამებრ, დღის განმავლობაში, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩაის ჭიქა რძე და  50 გრამი შავი პური.

ეს რეჟიმი 1 კვირის განმავლობაში უნდა დაიცვათ. შედეგად 7 დღეში 3-4 კილოგრამს დაიკლებთ.

ამ დიეტის ერთი დღის მენიუ შეადგენს დაახლოებით  -1500 კილოკალორიას.