კვერცხის მოხარშვა ყველასთვის ნაცნობი რამ არის, მაგრამ აქაც კი არსებობს წესები, რომ ეს კერძი სრულყოფილი გამოვიდეს. მაგალითად, რას აკეთებთ, თუ გსურთ, რომ კრემის კონსისტენციის ყვითელი გული მიიღოთ? ან იმისთვის, რომ ადვილად მოაშოროთ მოხარშულ კვერცხს ნაჭუჭი?
ჩვენ დღეს გაგიზიარებთ ოქროს წესებს, რომელიც კვერცხის ყოველი მოხარშვის წინ გემახსოვრებათ.
ნაბიჯი 1. აიღეთ ღრმა ქვაბი და ჩააწყვეთ კვერცხები შიგნით.
- დარწმუნდით, რომ კვერცხებს ერთ სიბრტყეზე ათავსებთ და ისინი ერთმანეთზე არ არის დალაგებული.
- არ დააწყოთ კვერცხები ერთმანეთთან ახლოს, რათა თანაბრად მოიხარშოს.
ნაბიჯი 2. ჩაასხით ქვაბში ცივი წყალი და დაფარეთ კვერცხები.
- მნიშვნელოვანია, რომ ქვაბში ჯერ კვერცხები ჩაალაგოთ და შემდეგ დაასხათ წყალი, რათა არ გაიბზაროს.
- არ ჩაალაგოთ კვერცხები მდუღარე წყალში, თორემ გაიბზარება და ცუდად მოიხარშება.
ნაბიჯი 3. დადგით ქვაბი მაღალ ცეცხლზე და დაელოდეთ წყლის ადუღებას.
- მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე, მაგრამ არ ადუღოთ.
ნაბიჯი 4. დაახურეთ ქვაბს ხუფი და ჩააქრეთ ცეცხლი.
ნაბიჯი 5. დატოვეთ კვერცხები ცხელ წყალში, სანამ ბოლომდე მოიხარშება.
სრულად მოსამზადებლად, კვერცხები გააჩერეთ წყალში სასურველი დროით:
- 4 წუთი — რბილად მოხარშული გულის მისაღებად
- 6 წუთი — საშუალოდ მოხარშული გული
- 11 წუთი — მაგრად მოხარშული გული
შენიშვნა: ამ დროს მოქმედებს კვერცხის ზომაც და მისი ტემპერატურაც. დიდი კვერცხის შემთხვევაში 1 წუთით მეტი მოიცადეთ, ხოლო თუ კვერცხი მეტისმეტად დიდია, მაშინ 2 წუთით მეტხანს დააყოვნეთ. თუ მოხარშვამდე კვერცხებს ოთახის ტემპერატურაზე დადებთ, მაშინ მას 1 წუთით ნაკლები დრო დასჭირდება.
ნაბიჯი 6. მოათავსეთ კვერცხები ყინულიან წყალში 1-2 წუთით.
- ასე შეაჩერებთ მომზადების პროცესს და კვერცხის გაფცქვნაც მეტად მარტივი იქნება.
ნაბიჯი 7. გაფცქვენით კვერცხი და გარეცხეთ ცივი წყლით.
- ფრთხილად გაასუფთავეთ კვერცხის ზედაპირი.
- ამის შემდეგ გარეცხეთ კვერცხები ცივ წყალში, რათა მცირე ნაჭუჭებიც მოაშოროთ. შემდეგ შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
შენიშვნა: არ შეგეშინდეთ თუ კვერცხის გულში მწვანე გარსს შეამჩნევთ.
თუ კვერცხის გულზე მწვანე აპკს დაინახავთ, არაუშავს, ის საჭმელად გამოდგება. ამის მიზეზი მეტისმეტად ხანგრძლივი მოხარშვაა. რაც უფრო დიდხანს ხარშავთ კვერცხს, მაგალითად, 40 წუთი, მეტად შესამჩნევი იქნება ეს მწვანე ფერი.