მთავარი კულინარია მაიონეზის მომზადების საბჭოური რეცეპტი

მაიონეზის მომზადების საბჭოური რეცეპტი

by Keti

მაიონეზის წარმოშობის ისტორია საიდუმლოთია მოცული. ამბობენ, რომ მის შექმნაში გარკვეული წვლილი კარდინალ რიშელიეს მიუძღვის. ის კი დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობილი სოუსი საფრანგეთში მოიგონეს. თანამედროვე მაიონეზისგან ის მკვეთრად განსხვავდება, მაგრამ მსგავსია საბჭოთა კავშირის დროინდელი მაიონეზის.

ამ ემულსიის კონსისტენცია გამოდის მდგრადი და მკვრივი, ის არ შეიცავს კონსერვანტებსა და მავნე დანამატებს. ჩვენ დღეს გთავაზობთ ჩვენი ბებიების დროინდელი მაიონეზის სწორ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 250 მლ ზეთი
  • 2 ცალი კვერცხი
  • ერთი ჩ. კ. მდოგვი
  • ერთი ჩ. კ. შაქარი
  • 5 გ მარილი
  • 50 მლ ძმარი

მომზადება

1. პროდუქტები წინასწარ გამოიღეთ მაცივრიდან, რათა ისინი ოთახის ტემპერატურამდე გაათბოთ.

2. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. გული ჩააგდეთ ბლენდერის ჭურჭელში და კარგად ათქვიფეთ.

3. დაამატეთ მარილი, შაქარი, მდოგვი, ძმარი და ათქვიფეთ სქელი ემულსიის კონსისტენციის მიღებამდე. ძმრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 1,5 ს. კ. ლიმონის წვენი.

4. მაიონეზის მაღალი ცხიმიანობა – ეს აბსოლუტურად ნორმალურია. იმას, რასაც ჩვენთან ,,პროვანსალურს” უწოდებენ, საფრანგეთსა და ინგლისში მაიონეზად არც კი თვლიან.

ყველა ქვეყანაში ძალიან უყვართ მაიონეზი. თუ ჯერ კიდევ არ იცით, რით განსხვავდება სახლის მაიონეზი ნაყიდისგან, დროა შეამოწმოთ ეს რეცეპტი პრაქტიკულად.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!