მთავარი ჯანმრთელობა რა ხდება თქვენს ორგანიზმში, თუკი საღამოს 10 საათზე იძინებთ

რა ხდება თქვენს ორგანიზმში, თუკი საღამოს 10 საათზე იძინებთ

by Keti

კიმ კარდაშიანიანა ვინტური, და ოპრა უინფრი ერთი რამის ირგვლივ ერთიანდებიან: ისინი საღამოს 10 საათზე იძინებენ. ბევრისთვის ეს მეტისმეტად ადრეა, თუმცა ალბათ არ იცით, თუ რამდენად კარგი გავლენა აქვს ამას ჩვენს სხეულსა და გონებაზე.

ჩვენ გავარკვიეთ წარმატებული ქალების საიდუმლო და თქვენც გაგიზიარებთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ღამის 10ზე დაძინება ჯანმრთელობისთვის.

ვიღებთ ძილის საკმარის რაოდენობას.

ჩვენი ძილი 90 წუთიან ციკლად არის დაყოფილი – მასში შედის ნელი ძილი და სწრაფი ძილი. ყველაზე ღრმად ორგანიზმს ღამის 10 საათიდან 2 საათამდე სძინავს, ეს კი გულისხმობს, რომ ამ პერიოდში სხეული ითხოვს დასვენებას.

ერთი კვლევის თანახმად, ადრე დაძინება ებრძვის ნეგატიურ ფიქრებს და ნაკლებად იწვევს ჩვენს შეფხიზლებას.

სხეული ფორმაშია.

ღრმა ძილის ფაზაში, სხეული საკუთარ თავს კურნავს ზრდისა და აღდგენის ჰორმონების გამომუშავებით. ეს საკვანძო მოქმედება საუკეთესო ფორმაში ჩაგაყენებთ, მით უმეტეს, თუ სპორტით ხართ დაკავებული.

ეცემა სტრესის დონე.

საკმარისი ძილი ებრძვის სტრესს, რადგან ამ დროს ნაკლებ აქტიურია სტრესის ჰორმონი – კორტიზოლი. მეტისმეტი კორტიზოლი იწვევს შფოთვას და მოქმედებს ჯანმრთელობაზე. თუმცა ადრე დაძინებით ამას გავაკონტროლებთ.

მეორე დღისით სრულად დამუხტული რომ იყოთ, ეცადეთ დაიძინოთ 10 საათზე.

მცირდება ავად გახდომის ალბათობა.

რამდენიმე კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ადრე იძინებდნენ, ბევრად ჯანმრთელები იყვნენ მათთან შედარებით, ვინც ღამე მუშაობდა. მათ, ვისაც ღამით ჩაძინება უჭირთ, მეტი შანსი აქვთ მეორე ტიპის დიაბეტის, გულის დაავადებებისა და ჰიპერტენზიის განვითარების.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ღამის 10 საათსა და 2 საათს შორის ძილი მნიშვნელოვანია იმუნური უჯრედებისთვის. ვისაც ღრმად არ სძინავს, მათ უფრო დაბალი რაოდენობის ანტისხეულები აქვს ვირუსებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მარტივად ხდებიან ავად.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე: